Thursday, July 16, 2015

გაჩერება სადაც დრო გაჩერდა - მსოფლიოს ულამაზესი სადგური აფხაზეთში



ემოციური კადრები სადგურ „კელასურიდან“, რომელიც სოხუმსა და ოჩამჩირეს შორისა მდებარეობს. ეს ფოტოები 2010 წელს გადაიღეს. რკინიგზის სადგურზე მოძრაობა დიდი ხანია შეჩერებულია და მიუხედავად ამისა, ის მსოფლიოს ულამაზეს სადგურთა სიაშია შესული. ძნელია ემოციის გარეშე უყურო ამ ულამაზეს ფოტოებს.













Tuesday, July 7, 2015

<<<<< პირობითად ,,ის" >>>>>>>

ჩვენთან სოფელში ერთი დიდი ხე იდგა. ჩვენი ნავსაყუდელი სწორედ ეს ადგილი იყო. ხეზე ჩამოკიდებულ საქანელაზე ხშირად ველოდებოდით ერთმანეთს.
ბევრ საიდუმლოს ინახავს ეს ხე.
ხშირად ვაწყობდით ამ ხესთან პიკნიკებს. კოცონი, გამოთლილ ხის ტოტებზე  შემწვარი დაჭერილი თევზი, უგემრიელესი იყო. 2 საათიანი რიტუალი   ჰქონდა სანამ თევზაობას დაიწყებდა.  არ მიყვარს თევზაობა, მაგრამ მას სულგანაბული ვუყურებდი. მისი ყოველი მოძრაობა მიყვარდა.
ხშირად გამღვიძებია შუაღამე ჩუმად მივსულვარ და ყური დამიდია თუ სუნთქავდა.  არ ვიცი რატომ ვამოწმებდი მის სუნთქვას, პულსს, გულისცემას. ალბათ მეშინოდა არ დავეტოვებინე, არ წასულიყო.
ხშირად უწევდა ჩემი დამშვიდება, რადგან ესე უაზროდ ვიცოდი ყველაფერზე ტირილი , წარმოვიდგენ რაღაცეებს და მტკივა. ყველაფერი მტკივა ხოლმე ამ დროს.
ის კი ისეთი მშვიდი მოდის ჩემთან , სახეს ახლოს მომიტანს. ღმერთო როგორ ვგრძნობ ხოლმე მის გულს ამ დროს, მის ოხვრას.  ცხვირს მომადებს ცხვირზე და მეტყვის: ,, ნე ხომ აქ ვარ ახლა, ამ წამს, რა საჭიროა მომავალი დღეების წარმოდგენა!!".
 ნაზად მომიგდებდა მკლავებში, მისი სუნიც კი აღმაგზნებდა, ტკბილი-მომწარო სურნელი.  მთელი ღამე მოფერებით, ვნებებით სავსე ისე ჩაივლიდა გათენებას ვერც ვგრძნობდით.
 შემდეგ იყო მისი წასვლა. ყველაზე საშინელი დრო.  ვიცოდი მოვიდოდა, საღამოს ძალიან დაღლილი და მშიერი, მაინც მეშინოდა.
 არასოდეს ეტყობოდა დაღლა და მეც წლების შემდეგ ვისწავლე მისი გამოცნობა. კარს ისევე მხიარული შემოაღებდა, როგორც პირველად.  ღიმილით მეტყოდა: ნენე  მომენატრე".
სწორედ ეს იყო ბედნიერება მისი 2 სიტყვა დამღლელი დღის მერე. მისი თბილი სიტყვები და გარემო იმედებს მიღვიძებდა.
 არასოდეს უთხოვია რამე. ზოგჯერ ვეხვეწებოდი მთხოვე რაც გინდა, ხომ იცი შეგისრულებ ყველაფერსთქო . პასუხად მხოლოდ ღიმილი მხვდებოდა. ერთხელ ძალიან, რომ ჩავაცივდი ,, მთხოვე რამე", ცოტა ხანს მიყურა და შემდეგ სევდანარევი სახით მითხრა: ,, ერთხელ უკვე გთხოვე 2 წლის წინ და შემისრულე, სხვა თხოვნები არ აღარ მაქვს"-ო .  იმ მომენტში დავიბენი ვერ გავაანალიზე მისი პასუხი.
 წლების შემდეგ მივხვდი, ეს ის თხოვნა იყო მასთან ერთად გაქცევა, რომ მთხოვა და მეც დაუფიქრებლად გავეკიდე უკან. 

Wednesday, June 17, 2015

დამსხვრეული სტერეოტიპები


 ეს დღეები ვფიქრობ , რომ ძალიან კარგი მაგალითი ვანახეთ მთელს მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას, ერს , მშობელს, რომ ,,გადაჯიშებული" თაობა არ ვართ. მეტი შეგვიძლია, თუმცა შესაძლებლობები გვაქვს პატარა. მოტივაცია თუ გაქვს შესაძლებლობა არ გაქვს, თუ გაქვს შესაძლებლობა მოტივაცია არ გვაქვს. საზოგადოება იმ დონეზეა პოლიტიკურ თემებში შეჭრილი, აჭრილი, შევარდნილი ბოლო ბოლო, რომ ერთმანეთის დაჭმის გარდა არაფერი გვახსოვდა. რა იყო მნიშვნელოვანი სწორედ ეს დავივიწყეთ. დავივიწყეთ თუ როგორები ვიყავით, როგორ გვჯეროდა ერთმანეთის, წარმატების, მეგობრობის, სიყვარულის, მეზობლობის.  სამწუხარო ისაა, რომ  ყველა სათავისოდ იყენებს სიტუაციას, იმას წაუცდება ფეხი ის გამოვარდება,  ,,ის"  წაუცდება ფეხი ,,იმას" გამოვარდება. ტყეში მგონია თავი სადაც ,,დროშობანას" ვთამაშობთ მოსახლეობა ....
ვიჯექი და  ვფიქრობდი რამდენ უაზრობების განხილვაში, აკრძალვებში და რაღაც სისულელეებში ვხარჯავთ დროს და დრო ასე ცოტა გვაქვს. სულ ერთი წამია სიცოცხლე და ის ერთი წამიც არ გვეცალა ერთმანეთისთვის. გამარჯობა გვეზარებოდა ერთმანეთისთვის. ლიფტში, რომ მეზობელი გეზარება ნეტა მის შემოსვლამდე მომესწრო ჩასვლა ფიქრები, რომ გაწუხებს. გალაქტიკის იმ მეზობლებს დავემზგავსეთ, რომლებსაც მილიონობით წელი აშორებს ერთმანეთთან.
სულ დამცინიან, როდესაც ვიძახდი არის გვირაბის ბოლოს ნათელი. მაინც ვარდისფერია ცხოვრება. მაინც ჭიკჭიკებენ ჩიტები და ხარობენ გვირილები. ხშირად მომდის კამათი იმაზე, რომ ვარ იმედიანად, მჯერა სიკეთის, მჯერა გამოსწორების, მჯერა კეთილსინდისიერების. არსებობენ ადამიანები, რომელთა ადამინობა არ ჩანს , მაგრამ ვხედავ. სულ დამცინოდნენ და მსაყვედურობდნენ მასეთებთან რა გესაქმებაო. მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ სწორედ მასეთები გადაგვარჩენდნენ, ისინი აფრქვევდნენ სიკეთეს და სწორედ მასეთები მოვიდნენ დასახმარებლად. მართლა პარალელურ სამყაროში მეგონა დღეს თავი. მეგონა მე გამოვიგონე, მაგრამ ის ჯანსაღი შეძახილები, დიალოგები ხომ არ გამომიგონია ხომ მართლა იყო, რომელთაც სხვები იძახდნენ :
- ჯიგარო სიგარეტი ხო არ გინდა?
-ორი ამოიღე თუ გინდა ძმა.
იქ სადღაც მანქანამ დააპიპინა:
- მოდი გაგიყვან სადაც გინდა დაღლილი იქნები.
–დაგარეკინებ გინდა ?
– დღეს ველოსიპედით რო მივდიოდი, ზებრაზე მანქანამ გზა დამითმო, და მაგის გვერდიდან მოძრავმა მანქანამაც დამითმო გზა, არ გამიტანა.
– სამარშუტო ტაქსებში კონდიცირება  ჩაერთოთ და არცერთი მგზავრებს ფეხზე არ იდგა , დაღლილები ხართ, დაისვენეთო.
– ვაგონიდან ჯერ გამოგვიშვეს და მერე დაიწყეს შემოსვლა. ორივე ხაზზე.  –მოხალისეებმა ბუტერბროტები მოგვიტანეს, დაგვაპურეს.
–ვიღაც ბიჭია წასული იყიდის ხელთათმანებს დაელოდეთ ხელები გეტკინებათ.
–ბიჭებმა დღეს იმდენი დიდი ხეები და მორები ზიდეს. ა.შ. უამრავი შემიძლია დავწერო, ჩამოვთვალო ჩემი საკუთარი და სხვისი მაგალითები ერთიანობის.
ერმა სამ დღეში მენტალური ევოლუცია განიცადა და მე მექნება სურვილი, რომ ეს არ ყოფილიყოს ერთჯერადი. თურმე შეგვძლებია, რომ ვიყოთ  კარგები , უბრალოდ ძალიან გვიჭირდა ამის დანახვა და გაგება. იცით რატომ იმიტომ, რომ გვიჭირს ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში, მივესალმოთ , გავუღიმოთ ერთმანეთს.  მიხარია, რომ დაირღვა ისე სტერეოტიპი თითქოს და წყალწაღებული თაობა ვართ, გარყვნილი და ფეხებზე მკიდია. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს.  ჩვენ ყველანი ერთმანეთის ნაწილები ვართ!!!

Sunday, June 14, 2015

ერთი ეზოს ბავშვები

მახსოვს ის დღე რაიონიდან, რომ წამოვედი. გული საშინლად  მწყდებოდა . ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი მთელი გზა.   საშინელ ტკივილს ვგრძნობდი ყელის არეში.
... პატარა რაიონი იყო. ბნელი რაიონი. სადაც ერთი ეზოს ბავშვებივით ვიზრდებოდით ყველანი.  ბნელი რაიონის, განათებული ეზოს ბავშვები ვიყავით ჩვენ.
... პატარა ეზოში სიტუაცია ყველამ კარგად იცის რა მეგობრული გარემოა. ყველა ყველას იცნობს და ენდობა. ოჯახები თაობები მეგობრობენ, დედები ,,კლასელობენ", მამები კი თანამშრომლობენ.  გამარჯობა ყველას ახსოვს, მისვლა მოსვლაც ადვილია.
... სწორედ ამ ეზოს ბავშვობა გვაკავშირებს ჩვენ პატარა რაიონის ბავშვებს. თბილისში,   რომ ჩამოვედი ვისაც კი ჩემი რაიონიდან ვნახავდი ჩამოსულს ყველა მიხაროდა.  მნიშვნელობა არ ჰქონდა დიდი ხნის მეგობრები ვიყავი თუ 2 დღის წინ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი ეზოს მეგობრობა გვაკავშირებდა ან ეზოს მეგობრების მეგობრობა.
პატარა ქალაქის თავისებურება სწორედ  ისა, რომ ყველა მეგობარია და ახლობელი.  ადვილად გაგახარებს, ასევე ადვილად გატკენს  გულს.
... ,,ბავშვობანას" დასრულება ალბათ არავის არ უნდა და ჩვენ ყოველი ზაფხულის პერიოდში ,,ბავშვობანა " გვქონდა, თავისი მუდმივი თამაშობებით და თავყრილობებით.
სწორად გადაწყვიტა ცხოვრებამ, როდესაც ამ ეზოში შეგვყარა ჩვენ გზა აბნეული სხვადასხვა სულები. ერთმანეთის ლანდის მცველებად, სწორედ ეთმანეთი მიგვიჩინა ყარაულებლად.
...თუმცა ადვილადაც გვაშორებს ცხოვრება ერთმანეთს. გვტაცებს, გვაგლეჯს სურვილებს, რომ   რთულია გაუშვა შენი ცხოვრებიდან, შენი ნათელი ეზოდან ბავშვობა, და მოგონებები იმ ბავშვებთან ვისთანაც სკოლის პერიოდიდან მოყოლებული თუნდაც ერთი დღე გაგიტარებია.
... ჩაბნელდა  ჩვენი  ეზო.  დაკარგა ის სილამაზე რადგან ჩვენი ეზოს სილამაზეს ის კარგი ადამიანები წარმოადგენდნენ, რომელთაც ვეღარ შევეხებით, ვერ ვაკოცებთ, ვერ ჩავეხუტებით, არამედ უბრალოდ გავიხსენებთ.
მინდა მჯეროდეს, რომ   უკეთესი ეზო დაგხვდათ, ბევრად ლამაზი და ნათელი, ვიდრე მე თქვენთვის მემეტებოდა.

Wednesday, May 27, 2015

PR და მარკეტინგი. ჩემი მოსაზრება. !!

მარკეტინგი  ორგანიზაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი  ფუნქცია.  ის არ გულისხმობს მხოლოდ ფლაერების დაბეჭდვას, რეკლამების გაშვებას ან კლიენტებთან სიარულს და პროდუქტის შეთავაზებას. მარკეტინგი უნდა მოიცავდეს:
1. ამა თუ იმ  პროდუქტების განვითარებას
2. მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდებას.
3. გაყიდვებს.
4. სოციალურ ქსელებს.
მარკეტინგის ფუნქციაა, მოახდინოს და მიაწოდოს მომხმარებელს, მოსახლეობას რომელიმე  X საგენტოს  არსებული  მდგომარეობა,  საქმიანობა  და აქტივობები.
როგორ უნდა მოვახდინოთ სააგენტოს პოპულარიზაცია?
1. შეიქმნას სააგენტოს საიტი სადაც მოცემული და აღწერილი იქნება იდეები, განხორციელებული პროექტები. საიტი უნდა მუშაობდეს უნაკლოდ და უწყევეტ რეჟიმში.  მაგრამ მხოლოს საიტის შექმნა როდი ხდის სააგენტოს პოპულარულს.
კომუნიკაცია
კომუნუკაციის უნარი ხდის საიტს ნახვადს და საინტერესოს. ამისათვის საუკეტესო შაშუალებაა სხვადასხვა სოციალური საიტები.
1. facebook გვერის შექმნ,ა სადაც აქტიურად შეძლებს მომხმარებელი გვერდის დალაიქებას გაზიარებას. შესაბამისად საიტზე ინოვაციური და ტექნოლოგიური სტატიების ნახვა და ყურება უფრო ადვილი ხდება და საინტერესოც.
2. youtube 21–თე საუკუნის ყველაზე გავრცელებული და პოპოულარული გვერდი სადაც შეიძლება ყოველგვარი ვიდეოს დადება და სააგენტოს   მუშაობის პროცესის აღწერა. ყველაზე საინტერესოა იცოდეს თუ როგორ იქმნება რაღაც  პროდუქტი, იყოს შთაბეწჭდილება, რომ თვითონ მომხმარებელი, მოსახლეობაც იღებს მონაწილეობას ამ პროცესში.
 სოციალრუი ქსელები აუცილელად უნდა დაკავშირდეს ერთმანეთან. მაგალითად youtubze დადებული მასალის ნახვა ავტომატურად შეგეძლოს facebookze, blogspot.com-ზე დ ა.შ. სხვადასხვა არსებულ სააგენტოს საიტებზე.   X სააგენტოს პოპულარიზაციისთვის და თუ მითუმეტეს, მას  ააქვს კავშირი უცხოელ პარტნიორებთან სავალდებულოცაა და საჭიროცაა საიტს ჰქონდეს სხვადასხვა ენებზე  გადამყვანი ფუნქცია. მაგალითად:  რომელიმე  ქართული სტატიის წაკითხვა  შესაძლებელი უნდა იყოს როგორც  რუსულად  ასევე ინგლისურ ენაზეც.
საზოგადოებასთან ურთიერთობის პრაქტიკა და პიარი ეხმარება ორგანიზაციას საზოგადოებასთან ეფექტური ურთიერთობების დამყარებაში, ჩამოყალიბებაში და შენარჩუნებაში. პიარი ზრუნავს კომპანიის ან პიროვნების რეპუტაციასა და  მისი იმიჯის აღქმაზე საზოგადოებაში. პიარი კეთილგანწყობილ, პოზიტიურ სივრცეს ქმნის. საზოგადოებასთან ურთიერთობა და ახლა უკვე პიარი, როგორც ფიზიკურ კომუმიკაცია ასევე წერით კომუნიუკაციასაც მოითხოვს. პრესრელიზში, მოკლედ და ლაკონურად უნდა გადმოიცეს სააგენტოს საქმიანობის, მიმდინარე ღონისძიების, დამსწრე საზოგადოების პოზიცია და აქტიურობა.
აუცლებელია უშუალო კონტაქტი მედიასთან და გაშუქება სხვადასხვა ინფორმაციის.  დღესდღეობით რეგიონების უმეტესს ნაწილში ყველა ვერ ახერხებს სოციალურ ქსელეებში მუდმივ კონტაქტს. საზოგადოების ამ ხერხით ინფორმაციის მიწოდება ერთერტ კარგი საშუალებაა.
სააგენტოს აქტიურობა უნდა იყოს მუდმივად განახლებადი და აქტიური სოციალურ საიტებზე. 

Friday, July 25, 2014

საინტერესო,სასაცილო,უცნაური მაგრამ ნამდვილი ფაქტები

ამერიკის ნებრასკის შტატში უფრო მეტი ძროხაა, ვიდრე მცხოვრები.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი ანბანი კამბოჯელებს აქვთ, მასში 74 ასოა.
შინაური კატა საკუთარი სახლიდან 600-800 მეტრ მანძილზე შორს არასდროს მიდის.
პორტსმენებისთვის აკრძალული დოპინგების სია 2357 წამლისგან შედგება.
საქართველოში 21 ნაკრძალია.
ყველაზე მეტი ოსკარი უოლტ დისნეის ეკუთვნის (22 ოსკარი).

ყველაზე სწრაფად ხმა ყინულში ვრცელდება.
მოქმედი დროშებიდან ყველაზე ძველი დანიური დროშაა.
ფრინველებს, რომლებიც თბილ ქვეყნებში არ მიფრინავენ, რეზიდენტებს უწოდებენ.
1977 წლის 13 ივლისს ნიუ-იორკში 52 წუთით გამოირთო ელექტროენერგია, რის გამოც მატერიალურმა ზარალმა მილიარდი დოლარი შეადგინა.(ჩვენთან ხალხი მოგებაშია დენი თუ გამოირთო)
კატის ყურს 36 კუნთი აქვს და 90 გრადუსით შეუძლია მობრუნება.
არაბულად სიტყვა ”კაიფი” სადილის შემდეგ დასვენებას, სასიამოვნო უსაქმურობას ნიშნავს.
დათვი კბილის ტკივილისგანაც კვდება.
პირველი სმს-ი იყო გაგზავნილი ვოდაფონის ქსელში 1992 წელს ტექსტით “MERRY CHRISTMAS”
არგენტინული კლუბის ”ინდეპენდიენტეს” თავდამსხმელს, მალონს, 1973 წლის 18 მარტს მხოლოდ 1 წუთი და 50 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის (”ხიმნასია და ესგრიმა”) კარი სამჯერ აეღო!
კარლოს ცეზლი, ჩილედან, იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წითელი ბარათი მიიღო.
მსოფლიოს პირველი საფეხბურთო კლუბი არის შეფილდი, რომელიც 1857 წელს დაარსდა ინგლისში.
ყველაზე მეტი მაყურებელი, ფეხბურთის ისტორიაში, დაესწრო 1950 წელს, რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანაზე გამართულ შეხვედრას, ბრაზილიასა და ურუგვაის შორის. ამ შეხვედრას 199,854 ადამიანი უყურებდა სტადიონიდან.
ყველაზე მეტი გოლი რაც კი ერთ ფეხბურთელს ერთ თამაშში დაუგროვებია არის 16.
სიტყვა Yahoo ნიშნავს პირუტყვს.
ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.
Volks-Wagen ნიშნავს ხალხის მანქანას და მის შექმნას ხელი შეუწყო ადოლფ ჰიტლერმა, ამ მარკის მანქანებს თავიდან ეწოდებოდა “Beetle”.
ციფრი 0 გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.
პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო ასეთი: “Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez”.
მობილური ტელეფონის შესაქმნელად საჭიროა 75 კილოგრამი დაუმუშავებელი მასალა.
ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე.
საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები.
ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს რომ როცა ძინავს წყლის ფსკერზე – ზედაპირზე არ ამოტივტივდეს.
ტომას ედისონს (გამოიგონა ნათურა) სიბნელის ეშინოდა
თვალ ღია ვერასდროს ვერ დააცემინებ
ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა
ყველა თეთრი დათვი არის ცაცია
სირაქლემას ტვინზე უფრო დიდი თვალი აქვს.
დიეგო მარადონა მხოლოდ 16 წლის იყო როდესაც არგენტინის ნაკრებში მისი დებიუტი შედგა.
ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს)
ცაციები საშუალოდ მემარჯვენეებზე ცხრა წლით ნაკლებს ცოცხლობენ.
პეპლები გემოს ფეხებით შეიგრძნობენ.
ლოქოს 27000-ზე მეტი გემოს შეგრძნება შეუძლია.
კედელზე თავის რტყმისას საათში 150 კალორია იწვება.
ადამიანის გულის ცემის წნევა საკმარისია სისხლის ერთ კილომეტრზე გასასროლად.
თუ 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ გამოუშვებთ გაზს, მისი ენერგია გაუტოლდება ატომური ბომბის ენერგიას.
თუ 8 წელი, 7 თვე და 6 დღე იყვირებთ, თქვენ მიერ წარმოებული ენერგია საკმარისი იქნება ერთი ფინჯანი ყავის გასაცხელებლად.
ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა ჰქონია, ვიდრე ჟირაფს…
უნგრელები და რუმინელები მკვდარს კისერზე ნამგალს კიდებდნენ და ისე მარხავდნენ.ნამგალი იმ შემთხვევისათვის იყო საჭირო თუ მიცვალებული საფლავიდან წამოდგომას მოინდომებდა : იგი ასე თავს მოიჭრიდ
დინამიტს მიწის თხილისგნ ამზადებენ.
ძველ რომში თუ პაციენტი კვდებოდა ექიმს აჭრიდნენ ხელებს..
საჰარის უდაბნოში 1979 წლის 18 თებერვალს თოვლი წამოვიდა..
დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს ბაქტერიები შეადგენენ..
ხიროსიმასა და ნაგასაკზე ჩამოგდებულ ატომურ ბომბებს ერქვათ fat man და little boy
ეკვატორულ და სამხრეთ აფრიკაში ბინადრობენ ძუძუ მწოვრები პანგოლინები , რომლებსაც კუჭი კბილებში აქვთ.
ლონდონის დაგარგული ნივთების ბიუროში ინახება 11000 საფულე, 10500 საკრედიტო ბარათი, 15000 ქოლგა, 13000 ქუდი, 11000 მობილური ტელეფონი… და ა.შ.
გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა “გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია” მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთკუპლეტიანი ლექსი დაწერა.
ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს (30 მლნ), ვიდემ აზერბაიჯანში (7,9 მლნ)
თუ აქლემს წყურვილი კლავს,მას შეუძლია 15 წუთის განმავლობაში 200 ლ. წყლის დალევა.
ერთ წუთში მზე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს
2000000 აბლაბუდის ფენა შეაკავებს სრული სიჩქარიტ მიმავალ თვითმფრინავს . თავად ობობის ქსელი კი მისი სისქის ფოლადზე 50-ჯერ მტკიცეა
სავარაუდოდ თამარ მეფე გარდაიცვალა მუხლის დაავადებით რომელიც ცივ ქვაზე ლოცვის გამო დაემართა.
სიტყვა საღოლ ქართულად ნიშნავს “გმადლობთ”.
ბრუს ლი ისეთი სწრაფი იყო, რომ უწევდათ ფილმის კადრების შენელება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მოძრაობების დანახვა.
დატვირთულ ტანკერს, რომელიც მიცურავს მთელი სიმძლავრით, 25 წუთი ჭირდება მინიმუმ გასაჩერებლად.
შხამიან ბაყაყს თავისი შხამი ეყოფა 2200 კაცის მოსაკლავად.
საშუალო ზომის აიზბერგის წონა შეადგენს 20,000,000 ტონას
თუ შევკრებთ ყველა რიცხვს რომელიც დატანილია კაზინოს რულეტკაზე მაშინ მივიღებთ ყველასათვის ცნობილ რიცხვს 6 6 6
საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ
ამერიკელებს ყველაზე მეტად ხილში უყვართ ბანანი და ჭამენ დაახლოებით 11 მილიარდს ყოველ წელს!
აბე ლინკოლნის გარდაცვალების მიზეზი გახლდათ ის, რომ მან დალია ოჯახის ძროხის რძე, რომელსაც ქონდა ნაჭამი შხამიანი სოკო და აბე მოიწამლა რძით
მხოლოდ 2 არსებაა ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში!
ქოლგეითს ქონდა დიდი პრობლემა კბილის პასტის გაყიდვასთან დაკავშირებით ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებში, რადგან ესპანურად ქოლგეითი ნიშნავს: წადი და ჩამოკარი შენთვითონ.
ყველა პოლარული მცენარე ეჭიდება მიწას. რადგან ძლიერ ქარს გაუძლოს…

გიგანტური ლენდ არტი – გოგონას პოტრეტი