მეცნიერებმა ის 7 ქალაქი გამოავლინეს, რომელიც შესაძლოა 90 წლის შემდეგ აღარ არსებობდეს ან მოსახლეობისგან მთლიანად დაიცალოს.
1.სან-ფრანცისკო. აშშ. მიზეზი- მიწისძვრა
კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარები პროგნორზირებენ, რომ 2086 წელს სან-ფრანცისკოში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდება. მათი კვლევით შესაძლებლობა იმის, რომ ქალაქი 7 ან მეტმა ბალიანმა მიწისძვრამ დაანგრიოს თითქმის 75%-ია.
2.დეტროიტი. აშშ. მიზეზი- მოსახლებისგან დაცლა.
1950 წლის შემდეგ დეტროიტის მოსახლეობა 3ჯერ, თითქმის 950 ათასი ადამიანით შემცირდა. გადინების ტემპი სულ უფრო და უფრო იზრდება. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ 2100 წელს ქალაქში აღარავინ იცხოვრებს.
3.ვენეცია. იტალია. მიზეზი- ნიადაგის დონის დაწევა.
ვენეციის ნიადაგი სულ უფრო და უფრო დაბლა იწევს. ათასწლეულებია ეს ტენდენცია შეიმჩნევა თუმცა ბოლო დროს ნიადაგის დაწევის სიჩქარე კატასტროფულად გაიზარდა. ბოლო 100 წლის მანძილზე ქალაქმა 24 სანტიმეტრით დაიწია. იტალიის მთავრობას ქალქის დაცვის გეგმა შემუშავებული აქვს თუმცა იმუშავებს თუ არა ის არავინ იცის.
4.მეხიხო. მექსიკა. მიზეზი -სასმელი წყლის ნაკლებობა და გრუნტის შემცირება.
მეხიკო იძიერება. ქალაქი ზღვისპირა ფენაზე მდებარეობს.ზოგიერთი რაიონში მიწამ 9 მეტრითაც კი დაიწია.
5.ნეაპოლი. იტალია. მიზეზი -ვულკანის ამოფრქვევა.
ვულკანი ვეზუვი, რომელმაც ჩვ.წ.აღ 79 წელს ქალაქი პომპეი გაანადგურა 100 წელიწადში ერთხელ იღვიძებს. ბოლოს ვეზუვი 1944 წელს ამოიფრქვა. მისი გაღვიძების დრო სულ უფრო ახლოვდება. ნეაპოლში კი 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.
6.ტიმბუქტუ. მალი. მიზეზი-გაუდაბნოება
მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მთავრობა ქალაქის გამწვანების რამდენიმე პროექტს ანხორციელებს, მალიში ძალიან მომრავლდა უბნები რომლებიც ქვიშიტ დაიფარა. ათ საუკუნოვან ქალაქს უდაბნოდ გადაქცევა ემუქრება.
7.ივანოვი. რუსეთი. მიზეზი- მოსახლეობისგან დაცლა
საჭოთა კავშირის დროს ეს ქალაქი ტექსტილის წარმოებით იყო განთქმული. დღეს კი იქ მხოლოდ 448 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მოსახლეობის მიგრაციის სალდო სულ უფრო იზრდება. შობადობა იკლებს და სიკვდილიანობა მატულობს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს ქალაქიც 2100 წელს დაცარიელებული იქნება.
წყარო : timer.ge
No comments:
Post a Comment