ყველა ჩვენგანს უყვარს ნაძვის ხე, მაგრამ შესაძლოა შენ გსურს რაღაც განსხვავებული ამ წელს – ახალი ტრადიციის შემოღება ან მოგზაურობ და საკმარისი დრო არ გრჩება, რომ ნაძვის ხეზე იზრუნო, ინსპირაციისთვის გთავაზობ სტანდარტული ხის ალტერნატიულ იდეებს.
ნაძვის ხე კედელზე
ძალიან ორგინალური და განსხავებული იდეაა – უამრავი სუვენირისგან შემდგარი ნაძვის ხე.
ბურთულებიანი ნაძვის ხე ორნამენტებით
კარგია იდეა ორნამენტებით ააწყო ნაძვის ხე, ალბათ შეამჩნევთ რომ სხვადასხვა ფერის გაფორმება მას სხვადასხვა ფორმას აძლევს.
წიგნის ნაძვის ხე
სტუდიებისთვის, ბიბლიოთეკებისთვის ან უბრალოდ მათთვის ვისაც უყვარს კარგი წიგნი. გამოყენებულია ერთი და იგივე წიგნის მსგავსი გამოცემები ან ტომები.
კიბის ნაძვის ხე
ყველაზე განსხვავებული და კრეატიული იდეა. იპოვე მაღალი, ძველებური კიბე და საახალწლო გირლიანდებით გააფორმე.
გირლიანდებისგან გაკეთებული ნაძვის ხე
ააგე ლამაზი კონსტრუქცია, ზედმეტი დეტალების გარეშე. ნაძვის ხე მართლაც რომ ეფექტური გამოვა.
ნაძვის ხე სურათის სტილში
სურათის სტილში შესრულებული ნაძვის ხე ორგინალური და მოდური დეკორაციაა და თანაც დიდ ფართსაც არ საჭიროებს.
ბალიშის ნაძვის ხე
ორგინალური და ყველაზე მარტივი გასაკეთებელი ნაძვის ხე – უბრალოდ, დააწყვე ბალიშები ერთმანეთზე.
ნოუთებისგან შემდგარი ნაძვის ხე
ამ დეკორაციის გაკეთება და შემდეგ დაშლა ძალიან ადვილია. თუ შენ გინდა, რომ ოფისის განწყობა სახლშიც იგრძნობოდეს, ნოუთებისგან შემდგარი ნაძვის ხე გააკეთე.
No comments:
Post a Comment