Monday, December 23, 2013

გერმანიაში მესამე სქესის ცნება ოფიციალურად მკვიდრდება

2013 წლის ნოემბრიდან გერმანია პირველი ევროპული ქვეყანა გახდება, რომელიც ოფიციალურად ცნობს “მესამე სქესს”. გერმანელ მშობლებს შეეძლებათ შვილის დაბადების მოწმობის შევსებისას სქესის გრაფაში მიუთითონ მდედრობითი, მამრობითი და “განუსაზღვრელი”, რის შედეგადაც თავისი სქესის შესახებ არჩევანის გაკეთების უფლება სამომავლოდ ბავშვს რჩება.
german-intersex-flag
კანონი ძალაში 1-ლი ნოემბრიდან შევა. აღსანიშნავია, რომ სულ რაღაც 6 კვირის წინ იგივე კანონი მიიღეს ავსტრალიაშიც, ის მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელიმაც მესამე სქესის ცნება ოფიციალურად დაამკვიდრა. ამა წლის ივლისში ავსტრალიამ “ინტერსქესი” და სხვა მსგავსი განსაზღვრებები ოფიციალურ დოკუმენტებში შეიტანა.
მოქალაქეებში, რომელთაც “ინტერსქესის” სტატუსი აქვთ, შედიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც სქესობრივი თავისებურებები (მათ შორის ქრომოსომები და გენიტალიები) არ აძლევს საშუალებას მიესადაგონ მხოლოდ მამრობით ან მხოლოდ მდედრობით სქესს.
ინტერსქესიანი ადამიანის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია აფრიკელი სპრინტერი კასტერ სემენაია. მისი ორგანიზმი ტესტოსტერონის მოჭარბებულ რაოდენობას გამოიმუშავებს, თუმცა გარეგნობის გამო მას მდედრობით სქესს მიაკუთვნებენ. ამან კასტერი, როგორც ათლეტი, ბევრი პრობლემის წინაშე დააყენა.
ტრადიციულად მშობლები ბავშვის სქესს მისი დაბადებისთანავე უთითებენ დაბადების მოწმობაში, რაც ბავშვს არჩევანის უფლებას ართმევს. როგორც საერთაშორისო LGBTI(ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსსექსუალი და ინტერსქესი) ასოციაციის წარმომადგენელი სილვან აგიუსი აცხადებს, ახალდაბადებულ ინტერსქესიან ბავშვებს ქირურგიული ჩარევის შედეგად ძირითადად მდედრობით სქესს უნარჩუნებენ. რადგან ეს უფრო მარტივი და მიზანშეწონილი გზაა, თუმცა ამ ქმედებამ შესაძლოა მომავალში მრავალი ფიზიკური და ფსიქოლოგიური პათოლოგია გამოიწვიოს.
გერმანია ევროკავშირის ერთადერთი ქვეყანაა (შესაძლოა მას ფინეთიც შეუერთდეს), რომელმაც დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ამ საკითხს და მსგავსი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა.
Spiegel Online-ის მიხედვით, სილვან აგიუსი ფიქრობს, რომ ევროკავშირი ჩამორჩება ამ პრობლემატიკას. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში ჯერ კიდევ 2012 წელს გამოსცა მოხსენება, რომლის მიხედვითაც იკრძალება ტრანსსექსუალებისა და ინტერსქესიანი ადამიანების გენდერული დისკრიმინაცია, ახლა პროგრესი შეჩერებულია.
2012 წელს ევროკავშირმა აგიუსის თანაავტორიბით გამოსცა მოხსენება, რომლის მიხედვითაც ევროპულ ქვეყნებში ტრანსსექსუალებისა და ინტერსქესიანი ადამიანების დისკრიმინაცია კვლავ გავრცელებული იყო.
ამ თემასთან დაკავშირებით შვედეთმა საზოგადოებას გააცნო ახალი უსქესო ნაცვალსახელი “hen”, ოფიციალური სახის მისაცემად ეს ნაცვალსახელი შვედეთის ეროვნულ ენიცკლოპედიაშიც შევიდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველებს სქესის გამომხატველი ნაცვალსახელი ენაში არ გვაქვს, მაინც საეჭვოა, უახლოეს მომავალში ეს დაგვეხმაროს, მხარი ავუბათ გერმანიის, შვედეთის და ავსტრალიის წამოწყებას და ჩვენს რეალობაში დავამკვიდროთ ინტერსქესის, უსქესო ადამიანის ცნება.

No comments:

Post a Comment