სახელი ჯინი ყველას გვახსენებს ჩვენთვის საყვარელ მულტფილმის გმირს, მაგრამ ამერიკელებმა ჯინი შეარქვეს გოგონას, რომელიც უსასტიკესი ძალადობის მსხვერპლი გახდა და მან იზოლაციაში 12 წელი გაატარა.
ჯინის მამა მფრინავ-მექანიკოსად მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ომის შემდეგ კი მან საავიაციო ინდუსტრიაში დაიწყო მუშაობა. მან მოიყვანა ცოლად წარმოშობით ოკლაჰომელი ცოლი. ოჯახის წევრები ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან ჯინის მამა მის მეუღლეზე 20 წლით დიდი გახლდათ. იგი დასაწყისში არ ჩანდა აგრესიული, თუმცა მან დაიწყო მისი ცოლის ცემა. მეუღლეს გაუჩნდა პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებით. მას არ სურდა შვილი, მაგრამ მისი მეუღლე დაორსულდა. მან იცოდა, რომ მისი ცოლი ორსულად იყო, მაგრამ აგრძელებდა მის ცემას. მორიგი ცემის დროს, ჯინის დედა კინაღამ გარდაიცვალა. ის მოათავსეს საავადმყოფოში და სწორედ ამ დროს დაეწყო მას მშობიარობა. ყველას გასაკვირად ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.
ჯინის მამამ ვერ აიტანა მტირალა ბავშვი და ჩაკეტა ავტოფარეხში. ბავშვი 10 კვირისაც არ იყო და ის გარდაიცვალა პნევმონიისგან. მეორე ბავშვი ბიჭი დაიბადა, მას ჰქონდა რეზუს კონფლიქტის დაავადება და ის 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. მესამე ასევე ბიჭი დაიბადა, რომელმაც ვერ გაუძლო ასეთ მოქცევას და ის წაიყვანა თავისმა ბებიამ. მოგივანებით ის დაუბრუნდა ოჯახს. მეოთხე და ბოლო გახლდათ ჯინი, რომელიც პატარა ასაკიდანვე მხოლოდ ერთ ოთახში ცხოვრობდა. მამამ აუკრძალა ცოლს და შვილს გარეთ გასვლა და ჯინისთან კონტაქტი.
უყურეთ დოკუმენტურ ფილმს ჯინის საზარელი ისტორიის შესახებ:
No comments:
Post a Comment