Wednesday, July 13, 2011

Soul Surfer

 ფილმი სერფინგისტ ბეტანი ჰემილტონის შესახებაა. ბეტანი ჰემილტონი - ბავშობიდან დაკავებულია სერფინგით, მაგრამ 13 წლის ასაკში კაუაის სანაპიროზე მას თავს დაესხა ზვიგენი, რის შედეგადაც გოგონა დარჩა მარცხენა ხელის გარეშე.

 თუმცა ნების ძალამ და ნამდვილმა ხასიათმა საშუალება მისცა ბეტანის კვლავ გაეგრძელებინა თავისი საყვარელი საქმიანობა. მან სრულიად ჯანმრთელი სერფინგისტის სტატუსით დაიწყო შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება… 

მოკლედ კარგი ფილმია, მომეწონა და გირჩევსთ ყველას, რომ ნახოთ.

უბრალო პოსტი ....:)

და აი დადგა ის ნანატრი წელიწადის დრო, რომელიც ყველას ძალიან ახარებს და იზიდავს. მის მოსვლას დარწმუნებული ვარ ყველა დიდი მოლოდინით ელოდებით, ისევე როგორც მე.
ყველას მიეჩქარება ქალაქიდან, როგორმე გასცილდეს აქაურობას და ახალი რამ შეიცნოს.
დასასვენებლად საზოგადიებუს 90% მაინც ზღვისპირა კურორტებს ამოჯობინებს. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ერთადერთი ადგილი სადაც ვისვენებ როგორც ფიზიკურად ისე სულიერად ზღვაა. რა საოცარია ცურვის დროს ფიქრი და ამავდროულად უსასრულობის განცდა საკუთარ თავთან.  უკიდეგანო და დაუსრულებელ დინებას სადღას ღრმა გრძნობებთან მივყავარ. 
მოკლედ რა მინდოდა და სად მოვედი.?! :):):) გისურვებთ ყველას სასიამოვნო დასვენებას ზღვისპირეთში. ;)