Monday, July 8, 2013

ON THE ROAD

ჯომარდობა

პირველად ცხოვრებაში წავედი ჯომარდობაზე ბორჯომში. მართალია ძაან მტკივა ყველაფერი მაგრამ ამად ღირდა. ღირდა ახალ კოლეგებთან დროის გატარება , ცოტა ექსტრიმი, შემართების შეძახილი და მთელი ენერგიის გამოცლა გამარჯვებისთვის.  წელს პირველად ვიღებდით ჩვენი ტელევიზია მონაწილეობას და საერთოდა მე ვიყავი პირველად ცხოვრებაში ასეთ შეჯიბრზე, მაგრამ ის 16 ადგილი, რომელიც 19-ი გუნდიდან ჩვენ გვერგო ღირსეული იყო.
ჯომარდობა ბორჯომის ხეობაში – მდინარე მტკვარზე მოყვარულ მოჯომარდეებს შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა.  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის,  კომპანია „რაფტინგ.ჯი“-ს და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით,  საერთაშორისო სპორტული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით, 6-7 ივლისს ბორჯომში მასშტაბური მედია-ფესტივალი - „ბაჩოს თასი“ და „მოროშას თასი“ გაიმართა .
7 ივლისს 18 -მა მედია  გუნდმა  მონაწილეობა მიიღო კომპანია „რაფტინგ.ჯი“-ს მიერ დაგეგმილ გრანდიოზულ მედია-ტურნირზე ჯომარდობაში, რომელშიც რუსთავი 2მა გაიმარჯვა და მოიპოვა მოიროშას თასი”.
მედია-ფესტივალის გამარჯვებულებს ტურნირის ორგანიზატორებმა  მნიშვნელოვანი პრიზები გადასცეს. ჯომარდობის გენერალური სპონსორის - არაყი „მოროშას“ მხარდაჭერით,  პირველ ადგილზე გასული გუნდი გაეგზავრება ერთი კვირით კიევში, მეორე ადგილზე გასული გუნდი ასევე ერთ  კვირას გაატარებს „შატო მერეში“, მესამე ადგილოსანი კი წარმატებას თბილისის ერთ-ერთ უკრაინულ რესტორანში აღნიშნავს.
ტურნირის გამარჯვებულები და პრიზორები ასევე თასებით, მედლებით, სპორტული ლიტერატურით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.  2013 წელს „ბაჩოს თასი“ და მედია ჯომარდის ტურნირი პირველად გაერთიანდა ერთი ქუდის ქვეშ - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შუამდგომლობით. 

TV-3 - დღის ამბები

TV-3 - დღის ამბები