რატომ გადავწყვიტე ამ პოსტის შექმნა? ალბათ შექმნილი და დანახული სიტუაციიდან გამომდინარე.
სამსახურის შემდეგ მეგობრებმა შემომთავაზეს გასეირნება და დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ დამითანხმეს კიდეც, მე ხომ ასე ცოტა დროს ვუთმობ მათ ამ ბოლო დროს. შეხვედრის ადგილი ,,ფრეედომ სქუერი" იყო და რადგან მე დრო ვერ გამოვნახე ის მენახა დიდი სიამოვნებით დავთანხმდი შეხვედრის ადგილთან მისვლაზე.
შთაბეჭდილება 10 ქულიდან 6 იყო, მაგრამ ჩვენს პირობებში ეს არ არის ცუდი. მხოლოდ გამაოგნა შექმნილმა სიტუაციამ რაც იქ ხდებოდა. დედები პირსახოცებით ხელში და მათი ბავშვები კი ჭუჭყიან წყალში მობანავეები. ნუთუ ჩვენი ინტელექტი ისე დაეცა, რომ გასართობი სკვერი და საბანაო გარემო აგვერია?! ფრიად საინტერესოა!
დაყრილი ნაგავი თუ კიდევ ერთი შექმნილი სამიშაო ადგილი?იქნებ გვეპიქრა სხვა სამუშაო ადგიკების შექმნაზე. ალბათ ამაზე არც გვიფიქრია. მოვა დაცვა და დაგიშლის ნაგავი რატომ დაყარეო, ან შეყვარებულს რატომ კოცნიო? ან კიდევ... ან მოვა მმკ-ს ნაირები, ჯერ ჯვარს გირტყამენ თავში და მერე მათი მრევლი გცემს. ჯერ ერთი რომ ამით ეკლესიასაც აყენებენ შეურაცხყოფას და თავიანთ ანაფორებსაც, რატომ? განა თვითონ ღმერთმა არ თქვა ადამიანი თავისუფალიაო? ნუ განიკითხავ და არ განიკითხებიო? პატივი ეცი სხვასო? მე ჩემს ცოდვებზე ღმერთი თვითონ მომთხოვს პასუხს და არ არის საჭირო მამაომ მოირგოს ღმერთის როლი. ისიც კი თქვა ქრისტემ დამემსგავსეთო, მაგრამ ქრისტესაც კი არ უცემია ცოდვილნი. თვითგვემა ძალიან გვიყვარს და რადიკალიზმიც გვიყვარს ქართველებს და ამაშიც გამოვირჩევით.
როგორ ძალიანაც არ უნდა გვინდოდეს 21 საუკუნეში გადასვლა, ჩვენ მაინც ყველა გვარის წარმომადგენლები, არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის ან რა არის... მაინც ქვის ხანის წარმომადგენლებად დავრჩებით.
მაგრამ არსებობს ეთიკის ნორმები და მე არ ვამბობ, რომ ეს ნორმები უნდა იქნეს დარღვეული ან რაიმე ტრადიცია ,,გარღვეული", თუმცა არის დრო რაღაც სიახეები შევიტანოთ ამ ტრადიციებში. აი თუნდაც მაგალითი ქართველი კაცისა, რომელიც საკუთარი პირით დედას შეაგინებს , ამის უფლებას სხვასაც მისცემს და ბოლოს სადმე პარტიოტულ გარემოში წამოდეგბა და ურცხვად იტყვის ,,დედის" სადღეგრძელოს. რათქმაუნდა კარგი ტრადიციებიც გვაქვს და მენტალიტეტიც , ქართველებს ცოტა გვიჭირს “მოძველებულთან” განშორება და რაიმე კარგ სიახლესთან შეხვედრა.
დიდი სიამოვნებით შვქმნიდი ამ თემაზე ფილმს ან რაიმე სიუჟეტს ახლო მომავალში. მინდა გადვიღო სიმართლე რაც დღეს არსებობს, რანი ვიყავით და რანი ვიქეცით.
მართალია იმ დღეს კარგი დრო ვატარე და მეგობრებთან ერთად გემრიელად ვიზეიმე უნივერსიტეტის დამთავრება და გამოცდების ჩაბარება, მაგრამ ნანახმა ძალიან გამაოცა და მინდოდა დამეწერა.