Saturday, June 23, 2012

მე მადრიდისტა ვარ და შენ?


რას ნიშნავს იყო მადრიდისტა ბევრი ვერ ხვდება.  გამეორებები თემაზე რომ გოგო ვარ და არ მესმის საფუძვლიანად ის რასაც ვგრძნობ და ვერ ვუღრმავდები ქომაგთა ქმედებებს,  ხომ სისულელა ამის ძახილი?
  იყო რაღაცის ნაწილი, გულით გრძნობდე ყველა მოძრაობას და სილუეტს სულაც არ ნიშნავს იმას რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს თავში.
   მადრიდისტა.... ეს სულისკვეთებაა საიდანაც იმდენი ადრენალინი მოდის, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერცერთ ექსტრემალურ სპორტში ვერ გამოცდი. ვერ ვიხსენებ კონკრეტულად ეს როდის დაიწყო, მაგრამ მახოვს, რომ ერთი ნახვით სიყვარულს გავდა.  მახსოვს ,,ზიზუ" დავინახე პირველი, ჯერ მისმა გარეგნობამ მომხიბლად, შემდეგ იყო რას იყო. აი ესე შეერწყა ორი შეგრძნება ერთმანეთს შორეულ ბავშვობაში, რომელიც დღემდე მომდგამს.
... იყო გამარჯვება, იყო დამარცხების მწარე ცრემლები და ზოგჯერ ჩემი თავის მიკვირდა. ვფიქრობდი რამ გამომაშტერა ამხელა გოგოთქო: ,,რა გატირებს ქალო". შემოვძახებდი ხოლმე საკუთარ ,,მეს", რომელიც მპასუხობდა ,,შენ რა გესმის ჩემი ცრემლებისო"...
  ალბათ ყველა გულშემატკივარს ააქვს ის, რომ ვერ ეგუება წაგებას, მაგრამ მადრიდისტას ეს ყველაზე გამძაფრებულად გააჩნია, განა ვერ ვეგუებით დამარცხება, საერთოდ ვერ ვეგუებით და არც გვესმის ზოგადად ამ სიტყვის მნიშვნელობა. წაგებული, მაიც ერთი ნაბიჯით გამარჯვებათქო, შემოვიძახებდი საკუთარ მეს. ასე მხიარულად გადავიტანეთ  მე და ჩემმა ,,მადრიდისტამ" მრავალ წლიანი ,,ჩამორჩენები".
...ვინები აღზარდა ,,რეალ-მადრიდმა"? ლეგენდები. ლეგენდები, რომელთა სახელები საუკუნეებს შემორჩება, რომელთა გატანილი გოლები წლებს გაჰყვება და არ დაიკარგება.

    შეგრძნება ყოველი თამაშის დაწყების წინ ერთიდაიგივეა გულშეკუმშუსულშეკავებულთველაბგადმოკარკლული პოზა და თამაში დაიწყო.  მთელი თამაში ცკმუთავ სკამზე, პარალელურად კომენტარებს ვისვრი სოციალურ ქსელებში, რომელიც აუცილებლად იწვევს აჟიოტაჟს. გამწარებული მოწინააღმდეგეები მესხმიან თავს და საბოლოო ჯამში მე მარტო ვართ  მე და ჩემი ,,საყვარელი" კლუბი. ბოლო წვეთამდე ვიცავ კლუბს და მაინც ჩემი გამაქვს მარტოდ მარტოს. ,,ეგე თქვენ ბოღმებო" იყო აზრი თავში, ხოლო პასუხი არა უმეტეს 2 წუთიანი გოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოოლ გამომივიდა. :) მახსოსვს ბოლო გამარჯვებისას მე და ჩემი დაქალი ნინიკო (რომელიც ბარსას თავგადაკლული ფანია) უჩვეულო გარემოში ვადევნებდით თვალს თამაშს. გული მიცემდა გამალებით და ცივი ოფლიც მასხამდა შიგადაშიგ იმიტომ , რომ მარტო ვიყავი მთელს ,,კამანდაში" რეალის გულშემატკივარი. ბოლო წამს ისეთი დაძაბულობით ვუყურე, რომ ერთი წლის სიცოცხლე მომაკლდა ჩემი აზრით. ყველაზე დაძაბულ მომენტში კი ,,ჩემმა ბიჭებმა" შეუძლებელი შეძლეს და გაიმარჯვეს. მართალია ის ტელევიზორი იმ თამაშმა შეიწირა, მაგრამ მე არ მანაღვლებდა რადგან ჩემი არ იყო. :)
  მაგალითების მოყვანა უსასარულობამდე შემიძლია, გრძნობებზეც ბევრს დავწერდი,  მაგრამ ერთეულები თუ იქნებიან ისეთები ვისაც ჩემნაირად უყვარს ,,ჩემი " კლუბი.
იყო მადრიდისტა ეს ნიშნავს გიყვარდეს ყველა მაში მოქცეული დიდიან პატარიანად და არა მხოლოდ ერთი პიროვნება. იყო მადრიდსტა ნიშნავს გამოეთხოვო შენს საყვარელ ფეხბურთელს და მაინც კლუყბის ერთგულად დარჩე.


 მე  მიხარია რომ ,, მადრიდსტა" ვარ...