ჩვენთან სოფელში ერთი დიდი ხე იდგა. ჩვენი ნავსაყუდელი სწორედ ეს ადგილი იყო. ხეზე ჩამოკიდებულ საქანელაზე ხშირად ველოდებოდით ერთმანეთს.
ბევრ საიდუმლოს ინახავს ეს ხე.
ხშირად ვაწყობდით ამ ხესთან პიკნიკებს. კოცონი, გამოთლილ ხის ტოტებზე შემწვარი დაჭერილი თევზი, უგემრიელესი იყო. 2 საათიანი რიტუალი ჰქონდა სანამ თევზაობას დაიწყებდა. არ მიყვარს თევზაობა, მაგრამ მას სულგანაბული ვუყურებდი. მისი ყოველი მოძრაობა მიყვარდა.
ხშირად გამღვიძებია შუაღამე ჩუმად მივსულვარ და ყური დამიდია თუ სუნთქავდა. არ ვიცი რატომ ვამოწმებდი მის სუნთქვას, პულსს, გულისცემას. ალბათ მეშინოდა არ დავეტოვებინე, არ წასულიყო.
ხშირად უწევდა ჩემი დამშვიდება, რადგან ესე უაზროდ ვიცოდი ყველაფერზე ტირილი , წარმოვიდგენ რაღაცეებს და მტკივა. ყველაფერი მტკივა ხოლმე ამ დროს.
ის კი ისეთი მშვიდი მოდის ჩემთან , სახეს ახლოს მომიტანს. ღმერთო როგორ ვგრძნობ ხოლმე მის გულს ამ დროს, მის ოხვრას. ცხვირს მომადებს ცხვირზე და მეტყვის: ,, ნე ხომ აქ ვარ ახლა, ამ წამს, რა საჭიროა მომავალი დღეების წარმოდგენა!!".
ნაზად მომიგდებდა მკლავებში, მისი სუნიც კი აღმაგზნებდა, ტკბილი-მომწარო სურნელი. მთელი ღამე მოფერებით, ვნებებით სავსე ისე ჩაივლიდა გათენებას ვერც ვგრძნობდით.
შემდეგ იყო მისი წასვლა. ყველაზე საშინელი დრო. ვიცოდი მოვიდოდა, საღამოს ძალიან დაღლილი და მშიერი, მაინც მეშინოდა.
არასოდეს ეტყობოდა დაღლა და მეც წლების შემდეგ ვისწავლე მისი გამოცნობა. კარს ისევე მხიარული შემოაღებდა, როგორც პირველად. ღიმილით მეტყოდა: ნენე მომენატრე".
სწორედ ეს იყო ბედნიერება მისი 2 სიტყვა დამღლელი დღის მერე. მისი თბილი სიტყვები და გარემო იმედებს მიღვიძებდა.
არასოდეს უთხოვია რამე. ზოგჯერ ვეხვეწებოდი მთხოვე რაც გინდა, ხომ იცი შეგისრულებ ყველაფერსთქო . პასუხად მხოლოდ ღიმილი მხვდებოდა. ერთხელ ძალიან, რომ ჩავაცივდი ,, მთხოვე რამე", ცოტა ხანს მიყურა და შემდეგ სევდანარევი სახით მითხრა: ,, ერთხელ უკვე გთხოვე 2 წლის წინ და შემისრულე, სხვა თხოვნები არ აღარ მაქვს"-ო . იმ მომენტში დავიბენი ვერ გავაანალიზე მისი პასუხი.
წლების შემდეგ მივხვდი, ეს ის თხოვნა იყო მასთან ერთად გაქცევა, რომ მთხოვა და მეც დაუფიქრებლად გავეკიდე უკან.