Friday, July 8, 2011

ფანტასტიური ზაფხული

ფანტასტიური ზაფხული

     პირველი დამოუკიდებელი მოგზაურობა ჩემი მაშინ დაიწყო როდესაც 2008 წლის ომს გავექეცით მე და ჩემი ოჯახის ნაწილი კიევში. :) ,,კარგი დრო გავატარე’’, მაგრამ ეს ის არ იყო რაც ყოველთვის მინდოდა. მე კი მინდოდა მეგობრებთან ერთად აწყვეტა, ნაირ- ნაირ კლუბებში წანწალი და ბოლო- ბოლო თმები შემეგება ვარდისფრად, იმიტომ რომ არ ვიყავი საქართველოში და არავინ დამიწყებდა პირდაღებული ყურებას. ეს ყოველივე რათქმაუნდა არ მომხდარა გარდა იმისა, რომ კარგი ადამინები გავიცანი 2ჯერ ვიყავი რესტორანში და დავტკეპნე ეგრედწოდებული ,,კიევური ხელოვნური პლაჟები’’. მაგრამ ზაგარი იცოცხლე ისეთი მქონდა.
 ჩამოსვლა საოცრად გამიხარდა რადგან ყველა მენატრებოდ და საოცრად განვიცდიდი ჩემი ..დედიკოს’’ და ,,მამიკოს’’ გარეშე.
  მიიწურა ზამთარიც და მოვიდა საოცარი ჩემი სამეგრელოს ,,პაესტკის’’ პერიოდიც. ურეკი ყოველზაფხულს გამოწერილი მაქვს და ტვინის ,,ამთხრელ’’ ბავშვებთან ერთად დასვენება, თან მათ ვემსახურები როგორც ძიძა. რას იზამ ბავშვები არიან, თან ,,მამიკოს ბავშვები’’. დგება ნანატრი წამი და ჩამოვდივარ ჩემს რაიონში ,,ხობში’’. საოცარია, აქაური ჰაერიც კი პარიზის ჰაერივითაა თბილი და ტკბილი. თუმცა პარიზში არასოდეს ვყოფილვარ. :) ,,ბებულიკო’’ და გაბუშტული ,,ბაბულიკო’’ მთელი წელი მელოდებოდნენ და როგორც იქნა მეც ჩავედი. ზაფხული ბავშვობის მეგობრებიც წრეში გადის, არყის სმაში და ნათლიაჩემის სახლში, რომელიც ყველაფერში ,,გვისწორებს’’ ჯოკერის თამაშში ვათენებთ და ვაღამებთ. გამთენიისას, როდესაც უკვე ჩვენი ხმაური ქალაქს სცდება, პასუხად კი ჩვენი მეზობელი კარლინგის ,,გინება’’ შემოგვეწევა, რომელიც გვაიძულებს ან იქნებ გვანიშნებს იმას, რომ დროა სახლებში დავიშალოთ.
  შუაგამე როდესაც არ გინდა ბებულიკომ და ბაბულიკომ დაგინახონ და შენი პატიოსანი სახელი შეიბღალოს მათ წინაშე იძულებულს გხდის, რომ ჟანგიან ღობეს გადაახტე და კინჩხიც კი მოიტეხო, ოღონდ ჩუმად შეიპარო სახლში.
 დილა საფიქრალით გათენდა: რა დავლიოთ? უკანასკნელი ,,მამიკოს’’ გამოგზავნილი 20 ლარი კი სულ არაყში და ,,ზაკუსკაში’’ დაიხარჯა სასტავთან ერთად. ბოლო გამოსავალი ისაა რომ დროა ,,ბაბულიკოს’’ 4 წლის შენახული არაყი მოპარო და მეგობრებთან ერთად ისიამოვნო ერთი დღე. მერე რა,  რომ ამან შეიძლება პედაგოგის ,,ბებულიკოს’’ და  ზედმეტად პატიოსანი ,,ბაბულიკოს’’ აღშფოთება გამოიწვიოს. რპოგორ შეიძლება მისმა შვილიშვილმა ასეთი რამ ჩაიდინოს და ბოლოს ისე გადის დღეები რომ წასვლის დრო ახლოვდება და მათ ყველაფერი ავიწყდებათ და გპატიობენ, რადგან კიდევ ერთი წელი ვერ გნახავენ.
   შეგრძნებები ერთი თვე მაინც გყვება და ერთი თვის შემდეგ კი ფიქრს იწყებ, თუ როდის გავა წელი რომ ისევ მოიპარო ,,ბაბულიკოს’’ არაყი და ხმაურით ,,გაამწარო’’ მეზობელი კარლინგი. :):):)

No comments:

Post a Comment