ეს დავწერე დაახლოებით 2 ან 3 წლის წინ.. :):):) უბრალოდ მომინდა რომ დამედო. :):):)
დღეს როგორც იქნა იმედი ნაპერწკალი ჩაისახა ახალი თაობის წარმომადგენელთა მოსვლით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. არის იმედი რომ უპერსპექტივო ფეხბურთს რაღაც გზა_კვალს ვანახებთ. რაც მთავარია ფეხბურთელებს მიეცემათ უკეთესი პირობები და საშუალება რომ მოემზადონ უკეთესად, ითამაშებენ სწორ თამაშს, დიახ სწორ თამაში უნდა ითამაშონ. ლაღად ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე, მეტად უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის, იყვნენ მობილიზებულები თამაშის დროს და რაც მთავარია ანახონ ხალხს ლამაზი თამაში, რითაც ქართველები არ ვართ განებივრებულები.
ცხოვრება თამაში გახდა, თამაში კი შეჯიბრის გარეშე გამორიცხულია. თამაშობ იმისთვის რომ ეჯიბრები ვიღაცას იმისთვის რომ აჯობო. შეჯიბრის ერთ_ერთი სახე სპორტია.
სპორტი კი ფეხბურთია, მე ასე დავარქმევდი. ფეხბურთი მილიონობით ადამიანის დიდი და უმთვარესი გატაცებაა. არ არსებობს ადამიანი ვისაც ფეხბურთი თუნდაც 5% მაინც არ აინტერესებს.
ფეხბურთი ეს ის წარმატებაა, რამაც შეიძლება შენს ქვეყანას დიდი სახელი და აღიარება მოუპოვოს და ბოლო_ბოლო ეს ყველაფერი ხომ ლამაზი თამაშია.
... და სწორედ რომ თამაშია. მის შიგნით რა იმალება ეს არავინ იცის და ვერც მიხვდება თუ ცოტათი მაინც არაა ჩახედული მასში.
დღეს ფეხბურთი და საერთოდ სპორტი ასე ვთქვათ ნულიდან იწყებს ცხოვრებას და რაიმეს თქმა ცოტათი ძნელია. ერთი რამ კი ნათელია მის გაუმჯობესებას და ბნელი დაჯგუფებების დაშლას სპორტის სამყაროს დაახლოებით 15 წელია ელის და აი ნანატრი დღეც დადგა.
საერთოდ ყველაზრე აქტუალური თემაა მსოფლიოში და რათქმაუნდა საქართველოშიც , მაგრამ მთავარი საბოლოო შედეგი, მიზანი და წარმატებაა. ფეხბურთელების უმეტესობას არ გააჩნია უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გამოცდილება და აი ეს არის სწორედ წაგების ერთ_ერთი მთავარი მიზეზიც. აღარაფერს ვამბობ საერთოდ, ქართული ფეხბურთის ძველ სენსე _ ამდენ საგოლე მომენტს რომ შექმნი, რეალიზაციის მომენტიც როგორმე უნდა გაიზარდოს. მწვრთნელების მთავარი გასასამართლებელი მიზეზი კი ის არის რომ მოითამაშეებს ჯამში გამოცდილება აკლიათო. გამოცდილების მიღება სპორცმენებისთვის კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ძვირი უჯდებოდა.
მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ წავაგეთო. უდავო უპირატესობის მიუხედავად თამაში მაინც წავაგეთ.
რას ნიშნავს მეტოქეს ვაჯობეთ, მაგრამ წავაგეთო? ნუთუ შეიძლება აჯობო მეტოქეს და წააგო, გქონდეს უპირატესობა და მაინც წააგო. რა არის ამის ძირითადი მიზეზი? ის ხომ არა რომ ქართველ ფეხბურთელებს აკლიათ გუნდური თამაში, ის ხომ არა რომ დაცვაში უხეში შეცდომებია, თავდაცვა არაფრად ვარგა, მხოლოდ მეკარე არ არის მთელი გუნდი. მთელი გუნდი ერთად უნდა იმარჯვებდეს ან, პირიქით მარცხდებოდეს; ანუ მოგება და წაგება კონრეტულ ფეხბურთელს არ უნდა, ,,მივაწეროთ’’ რაღა თქმა უნდა მწვრთნელიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
ჩვენს ფეხბურთელებს შებოჭილობა ეტყობათ, ალბათ ერთ_ერთი მთავარი, ფაქტორი რწმენის მომენტია, რომელიც რატომღაც არ გააჩნიათ დღევანდელ ფეხბურთელებს. ფეხბურთის ბედი არ არ საქართველოში უმნიშვნელო თემა, არ არის ადვილი იყო ფეხბურთელი საქართველოში. აქ მოთამაშე ფეხბურთელებს მეტწილად ცარიელი ტრიბუნების წინ უწევთ თამაში, ხოლო როგორც ვიცით გულშემატკივარი სპორცმენისთვის უმთავრესი სტიმულია. შეიძლება სწორედ ამ ფაქტორმა შეარყია მათი რწმენა., ხალხს აღარ სჯერა მოგების, რის შედეგად მათ საკუთარი თავის რწმენა დაკარგეს. საჭიროა რომ მათ ფსიქოლოგიური ტვირთის გარეშე ითამაშონ.
საშხაპე , კარგი კვება, დარბაზები, კარგი მინდორი, ხელფასები, პრემიების დროულად აღება, ნორმალური მწვრთნელი, საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელისთვის ფუფუნება და ყველაზე აქტუალური საკითხია.
ფაქტიურად ინფრასტრუქტურა არ არის განვითარებული სახელმწიფო დახმარების ნაცვლად, პირიქით დიდ გადასახადებს აწესებს. გუნდებს ფინანსური პრობლემები აქვთ. კერძო პირებს არანაირი შეღავათს არ უკეთებენ გადასახადზე. სახელმწიფო ძირითადად გუნდებს აღარ აფინანსებს. ბიუჯეტიდან სპორტის განვითარებისათვის ძალიან მცირე თანხა გამოიყოფა. დღეს როგორც იქნა იმედი ნაპერწკალი ჩაისახა ახალი თაობის წარმომადგენელთა მოსვლით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში. არის იმედი რომ უპერსპექტივო ფეხბურთს რაღაც გზა_კვალს ვანახებთ. რაც მთავარია ფეხბურთელებს მიეცემათ უკეთესი პირობები და საშუალება რომ მოემზადონ უკეთესად, ითამაშებენ სწორ თამაშს, დიახ სწორ თამაში უნდა ითამაშონ. ლაღად ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე, მეტად უნდა სჯეროდეთ საკუთარი თავის, იყვნენ მობილიზებულები თამაშის დროს და რაც მთავარია ანახონ ხალხს ლამაზი თამაში, რითაც ქართველები არ ვართ განებივრებულები.
No comments:
Post a Comment