Friday, July 25, 2014

საინტერესო,სასაცილო,უცნაური მაგრამ ნამდვილი ფაქტები

ამერიკის ნებრასკის შტატში უფრო მეტი ძროხაა, ვიდრე მცხოვრები.
მსოფლიოში ყველაზე გრძელი ანბანი კამბოჯელებს აქვთ, მასში 74 ასოა.
შინაური კატა საკუთარი სახლიდან 600-800 მეტრ მანძილზე შორს არასდროს მიდის.
პორტსმენებისთვის აკრძალული დოპინგების სია 2357 წამლისგან შედგება.
საქართველოში 21 ნაკრძალია.
ყველაზე მეტი ოსკარი უოლტ დისნეის ეკუთვნის (22 ოსკარი).

ყველაზე სწრაფად ხმა ყინულში ვრცელდება.
მოქმედი დროშებიდან ყველაზე ძველი დანიური დროშაა.
ფრინველებს, რომლებიც თბილ ქვეყნებში არ მიფრინავენ, რეზიდენტებს უწოდებენ.
1977 წლის 13 ივლისს ნიუ-იორკში 52 წუთით გამოირთო ელექტროენერგია, რის გამოც მატერიალურმა ზარალმა მილიარდი დოლარი შეადგინა.(ჩვენთან ხალხი მოგებაშია დენი თუ გამოირთო)
კატის ყურს 36 კუნთი აქვს და 90 გრადუსით შეუძლია მობრუნება.
არაბულად სიტყვა ”კაიფი” სადილის შემდეგ დასვენებას, სასიამოვნო უსაქმურობას ნიშნავს.
დათვი კბილის ტკივილისგანაც კვდება.
პირველი სმს-ი იყო გაგზავნილი ვოდაფონის ქსელში 1992 წელს ტექსტით “MERRY CHRISTMAS”
არგენტინული კლუბის ”ინდეპენდიენტეს” თავდამსხმელს, მალონს, 1973 წლის 18 მარტს მხოლოდ 1 წუთი და 50 წამი დასჭირდა იმისთვის, რომ მოწინააღმდეგის (”ხიმნასია და ესგრიმა”) კარი სამჯერ აეღო!
კარლოს ცეზლი, ჩილედან, იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წითელი ბარათი მიიღო.
მსოფლიოს პირველი საფეხბურთო კლუბი არის შეფილდი, რომელიც 1857 წელს დაარსდა ინგლისში.
ყველაზე მეტი მაყურებელი, ფეხბურთის ისტორიაში, დაესწრო 1950 წელს, რიო-დე-ჟანეიროში, მარაკანაზე გამართულ შეხვედრას, ბრაზილიასა და ურუგვაის შორის. ამ შეხვედრას 199,854 ადამიანი უყურებდა სტადიონიდან.
ყველაზე მეტი გოლი რაც კი ერთ ფეხბურთელს ერთ თამაშში დაუგროვებია არის 16.
სიტყვა Yahoo ნიშნავს პირუტყვს.
ჰავაური ენის ანბანში მხოლოდ 12 ასოა: a, e, i, o, u, h, k, l, m, n, p და w.
Volks-Wagen ნიშნავს ხალხის მანქანას და მის შექმნას ხელი შეუწყო ადოლფ ჰიტლერმა, ამ მარკის მანქანებს თავიდან ეწოდებოდა “Beetle”.
ციფრი 0 გამოიგონეს ინდოეთში მეხუთე საუკუნეში, მაშინ როდესაც ევროპაში რომაული ციფრები გამოიყენებოდა და ძალიან უძნელდებოდათ ანგარიში.
პაბლო პიკასოს სრული სახელი იყო ასეთი: “Pablito Diego Jose Santiago Francisco de Paula Juan Nepomuceno Crispin Crispiniano de los Remedios Cipriano de la Santisima Trinidad Ruiz Blasco y Picasso Lopez”.
მობილური ტელეფონის შესაქმნელად საჭიროა 75 კილოგრამი დაუმუშავებელი მასალა.
ამერიკაში დაშვებულია მოსამართლემ გამოიძახოს ძაღლი როგორც მოწმე.
საფრანგეთში და კალიფორნიაში 18 წლამდე აკრძალულია მზის აბაზანები.
ზამთარში ნიანგი ქვებს ყლაპავს რომ როცა ძინავს წყლის ფსკერზე – ზედაპირზე არ ამოტივტივდეს.
ტომას ედისონს (გამოიგონა ნათურა) სიბნელის ეშინოდა
თვალ ღია ვერასდროს ვერ დააცემინებ
ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა
ყველა თეთრი დათვი არის ცაცია
სირაქლემას ტვინზე უფრო დიდი თვალი აქვს.
დიეგო მარადონა მხოლოდ 16 წლის იყო როდესაც არგენტინის ნაკრებში მისი დებიუტი შედგა.
ტარაკანას შეუძლია იცოცხლოს 9 დღე თავის გარეშე. (ისიც იმიტომ მოკვდება რომ საჭმელს ვერ შეჭამს)
ცაციები საშუალოდ მემარჯვენეებზე ცხრა წლით ნაკლებს ცოცხლობენ.
პეპლები გემოს ფეხებით შეიგრძნობენ.
ლოქოს 27000-ზე მეტი გემოს შეგრძნება შეუძლია.
კედელზე თავის რტყმისას საათში 150 კალორია იწვება.
ადამიანის გულის ცემის წნევა საკმარისია სისხლის ერთ კილომეტრზე გასასროლად.
თუ 6 წლისა და 9 თვის განმავლობაში განუწყვეტლივ გამოუშვებთ გაზს, მისი ენერგია გაუტოლდება ატომური ბომბის ენერგიას.
თუ 8 წელი, 7 თვე და 6 დღე იყვირებთ, თქვენ მიერ წარმოებული ენერგია საკმარისი იქნება ერთი ფინჯანი ყავის გასაცხელებლად.
ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა ჰქონია, ვიდრე ჟირაფს…
უნგრელები და რუმინელები მკვდარს კისერზე ნამგალს კიდებდნენ და ისე მარხავდნენ.ნამგალი იმ შემთხვევისათვის იყო საჭირო თუ მიცვალებული საფლავიდან წამოდგომას მოინდომებდა : იგი ასე თავს მოიჭრიდ
დინამიტს მიწის თხილისგნ ამზადებენ.
ძველ რომში თუ პაციენტი კვდებოდა ექიმს აჭრიდნენ ხელებს..
საჰარის უდაბნოში 1979 წლის 18 თებერვალს თოვლი წამოვიდა..
დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს ბაქტერიები შეადგენენ..
ხიროსიმასა და ნაგასაკზე ჩამოგდებულ ატომურ ბომბებს ერქვათ fat man და little boy
ეკვატორულ და სამხრეთ აფრიკაში ბინადრობენ ძუძუ მწოვრები პანგოლინები , რომლებსაც კუჭი კბილებში აქვთ.
ლონდონის დაგარგული ნივთების ბიუროში ინახება 11000 საფულე, 10500 საკრედიტო ბარათი, 15000 ქოლგა, 13000 ქუდი, 11000 მობილური ტელეფონი… და ა.შ.
გალაკტიონ ტაბიძემ ერთ–ერთი უგრძესი ქართული სიტყვა “გადაინდუსტრიალებულთაგანისებურია” მოიგონა და ამ სიტყვაზე ერთკუპლეტიანი ლექსი დაწერა.
ირანში უფრო მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს (30 მლნ), ვიდემ აზერბაიჯანში (7,9 მლნ)
თუ აქლემს წყურვილი კლავს,მას შეუძლია 15 წუთის განმავლობაში 200 ლ. წყლის დალევა.
ერთ წუთში მზე იმაზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, ვიდრე დედამიწა მთელი წლის განმავლობაში ხარჯავს
2000000 აბლაბუდის ფენა შეაკავებს სრული სიჩქარიტ მიმავალ თვითმფრინავს . თავად ობობის ქსელი კი მისი სისქის ფოლადზე 50-ჯერ მტკიცეა
სავარაუდოდ თამარ მეფე გარდაიცვალა მუხლის დაავადებით რომელიც ცივ ქვაზე ლოცვის გამო დაემართა.
სიტყვა საღოლ ქართულად ნიშნავს “გმადლობთ”.
ბრუს ლი ისეთი სწრაფი იყო, რომ უწევდათ ფილმის კადრების შენელება, რათა შესაძლებელი ყოფილიყო მოძრაობების დანახვა.
დატვირთულ ტანკერს, რომელიც მიცურავს მთელი სიმძლავრით, 25 წუთი ჭირდება მინიმუმ გასაჩერებლად.
შხამიან ბაყაყს თავისი შხამი ეყოფა 2200 კაცის მოსაკლავად.
საშუალო ზომის აიზბერგის წონა შეადგენს 20,000,000 ტონას
თუ შევკრებთ ყველა რიცხვს რომელიც დატანილია კაზინოს რულეტკაზე მაშინ მივიღებთ ყველასათვის ცნობილ რიცხვს 6 6 6
საქმე რომ არ გქონდეთ და 24 საათი ითვლიდეთ, ტრილიონს მიაღწევთ 31,688 წლის შემდეგ
ამერიკელებს ყველაზე მეტად ხილში უყვართ ბანანი და ჭამენ დაახლოებით 11 მილიარდს ყოველ წელს!
აბე ლინკოლნის გარდაცვალების მიზეზი გახლდათ ის, რომ მან დალია ოჯახის ძროხის რძე, რომელსაც ქონდა ნაჭამი შხამიანი სოკო და აბე მოიწამლა რძით
მხოლოდ 2 არსებაა ისეთი, რომელიც უკან ხედავს ყველაფერს თავის მიბრუნების გარეშე! ესენი არიან კურდღელი და თუთიყუში!
ქოლგეითს ქონდა დიდი პრობლემა კბილის პასტის გაყიდვასთან დაკავშირებით ესპანურ ენაზე მოლაპარაკე ქვეყნებში, რადგან ესპანურად ქოლგეითი ნიშნავს: წადი და ჩამოკარი შენთვითონ.
ყველა პოლარული მცენარე ეჭიდება მიწას. რადგან ძლიერ ქარს გაუძლოს…

გიგანტური ლენდ არტი – გოგონას პოტრეტი


12 წელი იზოლაციაში – დაუჯერებელი ამბავი პატარა გოგონაზე

სახელი ჯინი ყველას გვახსენებს ჩვენთვის საყვარელ მულტფილმის გმირს, მაგრამ ამერიკელებმა ჯინი შეარქვეს გოგონას, რომელიც უსასტიკესი ძალადობის მსხვერპლი გახდა და მან იზოლაციაში 12 წელი გაატარა. 
ჯინის მამა მფრინავ-მექანიკოსად მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს, ომის შემდეგ კი მან საავიაციო ინდუსტრიაში დაიწყო მუშაობა. მან მოიყვანა ცოლად წარმოშობით ოკლაჰომელი ცოლი. ოჯახის წევრები ამ ქორწინების წინააღმდეგნი იყვნენ, რადგან ჯინის მამა მის მეუღლეზე 20 წლით დიდი გახლდათ. იგი დასაწყისში არ ჩანდა აგრესიული, თუმცა მან დაიწყო მისი ცოლის ცემა. მეუღლეს გაუჩნდა პრობლემები მხედველობასთან დაკავშირებით. მას არ სურდა შვილი, მაგრამ მისი მეუღლე დაორსულდა. მან იცოდა, რომ მისი ცოლი ორსულად იყო, მაგრამ აგრძელებდა მის ცემას. მორიგი ცემის დროს, ჯინის დედა კინაღამ გარდაიცვალა. ის მოათავსეს საავადმყოფოში და სწორედ ამ დროს დაეწყო მას მშობიარობა. ყველას გასაკვირად ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა.

ჯინის მამამ ვერ აიტანა მტირალა ბავშვი და ჩაკეტა ავტოფარეხში. ბავშვი 10 კვირისაც არ იყო და ის გარდაიცვალა პნევმონიისგან. მეორე ბავშვი ბიჭი დაიბადა, მას ჰქონდა რეზუს კონფლიქტის დაავადება და ის 2 წლის ასაკში გარდაიცვალა. მესამე ასევე ბიჭი დაიბადა, რომელმაც ვერ გაუძლო ასეთ მოქცევას და ის წაიყვანა თავისმა ბებიამ. მოგივანებით ის დაუბრუნდა ოჯახს. მეოთხე და ბოლო გახლდათ ჯინი, რომელიც პატარა ასაკიდანვე მხოლოდ ერთ ოთახში ცხოვრობდა. მამამ აუკრძალა ცოლს და შვილს გარეთ გასვლა და ჯინისთან კონტაქტი.
უყურეთ დოკუმენტურ ფილმს ჯინის საზარელი ისტორიის შესახებ:



რატომ ამთქნარებენ ადამიანები?

ამ საკითხთან დაკავშირებით ჰიპოთეზების რაოდენობა საკმაოდ დიდია, თუმცა მეცნიერები ჯერ-ჯერობით მაინც ვერ თანხმდებიან.
ხალხში ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული მოსაზრება, რომლის თანახმადაც დამთქნარება გვეხმარება მივაწოდოთ ფილტვებს დიდი რაოდენობით ჰაერი, გავზარდოთ სისხლის წნევა, გულის ცემის სიხშირე და სისხლში ჟანგბადის რაოდენობა. ეს ფიზიოლოგიური ცვლილებები კი ადამიანის გონებას აფხიზლებს, თუნდაც როდესაც მოწყენილი ხართ, ან ახალგაღვიძებული.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ჰიპოთეზა კარგად გამოიყურება, ექსპერიმენტებმა დაამტკიცეს, რომ მთქნარება სულაც არ იწვევს ზემოთ ნახსენებს მოვლენებს (გულის ცემის სიხშირის, წნევის, სისხლში ჟანგბადის რაოდენობის გაზრდა და ა.შ.).
2010 წლის კვლევები, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ “Neuroscience”-ში, გვიჩვენებს, რომ მთქნარება ზრდის ტვინის აქტივობას და უფრო ფხიზელს ხდის მას.
არსებობს ერთი იდეა, რომელმაც უკანასკნელ წლებში მეცნიერების ყველაზე დიდი ყურადღება მიიპყრო. ეს იდეა მოიცავს “გადახურების ჰიპოთეზას”. ანუ ამ ჰიპოთეზის თანახმად, მთქნარება ტვინს გადახურებისგან იცავს, აგრილებს. 2007 წელს საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა. ადამიანები დასვეს ტელევიზორთან და აყურებინეს, თუ როგორ ამთქნარებენ სხვა ადამიანები. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანების ნაწილს თავზე ცივი საგანი ჰქონდა მიდებული, ხოლო ნაწილს – ცხელი. ექსპერიმენტის შედეგბმა აჩვენეს, რომ ცივი საგნის მიდებამ შეამცირა დამთქნარების სიხშირე, ხოლო ცხელი საგნის მიდებამ პირიქით.
ამ ჰიპოთეზას ამყარებს თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტი, რომლის თანახმადაც, ისინი ამთქნარებენ მაშინ, როდესაც მათი ტვინის ტემპერატურა ჩვეულებრივზე მაღალია. ასევე ადამიანები უფრო ხშირად ამთქნარებენ, როდესაც ჰაერი ცივია. ეს შეიძლება ალოგიკურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მეცნიერების თქმით, რაც უფრო ცივია ჰაერი, მით უფრო კარგად გრილდება ტვინი მთქნარების დროს.

ჯეფრი დამერი – ადამიანი, რომლის დაპატიმრებამ მთელი მსოფლიო შეძრა

ჯეფრი ლიონელ დამერი (Jeffrey Lionel Dahmer) მას ხალხი მილუოკელ კანიბალს ეძახდა. დაუნდობელი სერიული მკვლელი, კანიბალი და რაც მთავარია, ნეკროფილი… ეს პოსტიც სწორედ მასზეა.
ჯეფრი დამერი დაიბადა 1960 წლის 21 მაისს უესტ ელისში, ვისკონსინის შტატში. 8 წლის ასაკში მისი ოჯახი ოჰაიოში გადაბარგდა. ბავშვობა ჯეფრის ნორმალური ჰქონდა, თუმცა 10–დან 15 წლის პერიოდში გამოირჩეოდა არაკომუნიკაბელურობით, ჩაკეტილობით, არ გააჩნდა ჰობი… მკვდარი ცხოველების ძიებაში ველოსიპედით წრეებს ურტყამდა თავის სამეზობლოს, შემდეგ სახლში მიჰქონდა ცხედრები და ანაწევრებდა. იმავე პერიოდში ჯეფრიმ შეატყო, რომ ის განსხვავებული იყო და გოგონების მაგივრად, ბიჭები აინტერესებდა.
1988 წლის 25 სექტემბერს, ახალ ბინაში გადასვლიდან მეორე დღეს, ის დააპატიმრეს 13 წლის ანუკონ სინტასონფონზე ძალადობის ბრალდებით. ბიჭმა, მიუხედავად მიღებული ნარკოტიკების დიდი დოზისა, მოახერხა დამერის სახლიდან გაქცევა და მშობლების მოუყვა ყველაფერი. მეორე დღეს ჯეფრი დამერი დააპატიმრეს და მიუსაჯეს ერთი წელი გამოსასწორებელი დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ ღამეს ათევდა, დილით კი სამსახურში დადიოდა (ჯეფრი დამერი შოკოლადის ქარხანაში მუშაობდა).
 1978 წელს 17 წლის ჯეფრი უნებლიე მოწმე იყო მისი მშობლების მტკივნეული გაყრისა. ზუსტად იმ წელს მან მანქანაში ჩაისვა უცნობი და მოკლა. ახსნა იმით, რომ არ უნდოდა სადმე გაეშვა. მომდევნო 13 წლის განმავლობაში დამერმა გააუპატიურა, მოკლა და შეჭამა დაახლოებით 15 მამაკაცი. ხანდახან ნარჩენებს მაცივარში ინახავდა. მსხვერპლის სხეულებს კი უცნაურ პოზებში ტოვებდა, სამკუთხედის ფორმას აძლევდა…1991 წლის 22 ივნისს დამერს ერთერთი მსხვერპლი გაექცა. პოლიციამ გაჩხრიკა მისი სახლი და საშინელი სურათი ნახა. აღმოაჩინეს ადამიანის ნარჩენები, რამოდენიმე თავი და ნახევრადგახრწნილი გვამები მჟავიან ჭურჭელში. მსხვერპლების ზუსტი რიცხვი უცნობია. დამერს მთლიანობაში 937 წელი მიუსაჯეს, მაგრამ 2 წლის შემდეგ ერთერთმა პატიმარმა სიცოცხლეს გამოასალმა. 
1978 წელს დაწყებული მკვლელობების სერია 1991 წელს დასრულდა ამ დროის მანძილზე დამერმა შემდეგი ადამიანები მოკლა:
  • სტივენ ჰიკსი – 17 წლის. თარიღი:  18 ივნისი, 1978
  • სტივენ ტუომი – 26 წლის. თარიღი: 15 სექტემბერი, 1987
  • ჯეიმს დოქსტატორი – 14 წლის. თარიღი: 18 იანვარი, 1988
  • რიჩარდ გერერო – 25 წლის. თარიღი: 18 მარტი, 1988
  • სტივენ ტუომი – 26 წლის. თარიღი: 15 სექტემბერი, 1987
  • ჯეიმს დოქსტატორი – 14 წლის. თარიღი: 18 იანვარი, 1988
  • რიჩარდ გერერო – 25 წლის. თარიღი: 18 მარტი, 1988
  • ენტონი სირსი – 24 წლის. თარიღი: 25 მარტი, 1989
  • ედი სმიტი – 36 წლის. თარიღი: 14 ივნისი, 1990
  • რიკი ბიქსი – 30 წლის. თარიღი: ივლისი (სხვა მონაცემებით, 29 მაისი), 1990
  • ერნესტ მილერი – 22 წლის. თარიღი: 3 სექტემბერი, 1990
  • დევიდ ტომასი – 23 წლის. თარიღი: 24 სექტემბერი, 1990
  • კერტის სტროუტერი – 17 წლის. თარიღი: 18 თებერვალი, 1991
  • ეროლ ლინდის – 19 წლის. თარიღი: 7 აპრილი, 1991
  • ტონი ჰიუზი – 32 წლის. თარიღი: 24 მაისი, 1991
  • კონერაკ სინტასომფონი – 14 წლის. თარიღი: 27 მაისი, 1991
  • მეტ ტერნერი – 21 წლის. თარიღი: 30 ივნისი, 1991
  • ჯერემია ვაინბერგერი – 23 წლის. თარიღი: 5 ივლისი, 1991
  • ოლივერ ლეისი – 23 წლის. თარიღი: 15 ივლისი, 1991
  • ჯოზეფ ბრედჰოფტი – 25 წლის. თარიღი: 19 ივლისი, 1991
ჯეფრის სურდა მამაკაცის ზომბირება რათა მონად ექცია და მისი სექსუალური ფანტაზიები რეალობად ექცია, ამიტომ ის მსხვერპლს ალკოჰოლური სასმელით აბრუებდა, რომელშიც ძლიერ მოქმედი ძილის წამლები ჰქონდა წინასწარ შერეული. ჯერ კიდევ ცოცხალ მსხვერპლს თავის ქალას უხვრეტდა და მის მიერ გაკეთებულ ქიმიურ ნარევს უშვებდა ტვინში, მისი ყველა მცდელობა წარუმატებელი იყო რადგან მისი მსხვერპლი მომენტალურად კვდებოდა ან თავის ძლიერი ტკივილით იღვიძებდა. 
ციხის ფსიქიატრების და ფსიქოლოგების დიაგნოზით მას აღენიშნებოდა მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა. სასამართლოს გადაწყვეტილებით დამერი ცნობილ იქნა შერაცხადად, 1992 წლის 15 თებერვალს დამნაშავედ იქნა ცნობილი 16-დან 15 მკვლელობაში და მიესაჯა სამუდამო პატიმრობა 15 ვადით. მოგვიანებით, 1978 წელს ოჰაიოში ჩადენილი მკვლელობისთვის დაემატა მე-16 სამუდამო პატიმრობა. 
სასამართლო პროცესი და განაჩენი
სასამართლო პროცესმა უდიდესი ყურადღება მიიპყრო. ეს იყო პირველი პროცესი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ტელევიზიით. ადვოკატის მოთხოვნის მიუხედავად, ჯეფრი დამერი არ სცნეს ფსიქიკურად შეშლილად. რა თქმა უნდა, მსგავს მკვლელობებს ნორმალური ადამიანი ვერ ჩაიდენდა, მაგრამ ექსპერტების დასკვნით ის აანალიზებდა, რომ ჩადიოდა არაკანონიერ ქმედებებს, შეეძლო ეკონტროლებინა საკუთარი ქმედებები ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო მკვლელობები იყო დაგეგმილი. მხოლოდ ჩადენილი საქციელების სისასტიკე არ იყო საკმარისი პასუხისმგებლობის ასარიდებლად.

სიკვდილი
საბოლოოდ ჯეფრი დამერს 957–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (ვისკონსინში სიკვდილით დასჯა არ არის). თავის ბოლო სიტყვაში ჯეფრი დამერმა განაცხადა, რომ ის ინანიებდა ჩადენილ საქციელს და ითხოვდა სიკვდილით დასჯას. 1994 წლის 28 ნოემბერს, თანასაკნელი კრისტოფერ სკარვერი დამერს ფიზიკურად გაუსწორდა, რა დროსაც მიღებული მძიმე თავის ტრავმის გამო მილუოკელი სერიული მკვლელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ჯეფრი დამერი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დაუნდობელ და ვერაგ მანიაკადაა აღიარებული…

2002 წელს დეივიდ ჯეიკობსონმა ჯეფრი დამერზე ფილმი გადაიღო (”Dahmer”) ფილმში დამერის როლს ჯერემი რენერი ასრულებს.


3 წამში შეჭამა ხინკალი ,,გორი"

Stand By Me | Playing For Change | Song Around the World

Imagine | Playing For Change

არ იცვლება არაფერი

ვითელი მიკროავტობუსის საფეხურზე ჩემს გარდა, კიდევ ორი ადამიანი დგას. 1.76 სმ სიმაღლის მიუხედავად, ორად მოკეცილი ვარ და ჭერზე ფუძის ძვლით ვეტყეპები. იმის გათვალისწინებით, რომ სამარშრუტო ტაქსი გაძეძგილია, ყველა ჩამსვლელს კარს ვუღებ, ჩავდივარ და თავიდან ამოვდივარ... მერე ახალი მგზავრებიც ამოდიან, ახლა საფეხურზე ისინი იკეცებიან. მე დაწინაურებულ მდგომარეობაში წელში ვიმართები და ცალ ხელზე დაკიდებული პერიოდულად ადგილმდებარეობას ვაკონტროლებ. სად ვარ, არ ჩანს... ცხოვრებაა ახლა ეს??? :@ :@ 

ჩვენ

ჩვენ მოვედით არაფრიდან და წავალთ არაფერში ანუ სიცარიელეში. მარა სანამ ცოცხლები ვართ ეს სიცოცხლე უნდა ვიზეიმოთ. სიცოცხლის ზეიმი კიდე იმით არ გამოიხატება რო კეთილმოწყობილი ცხოვრება გაქვს. არა შენ უნდა იცოცხლო იმ წუთში იმ წამში რომელშიც შენ ეხლა ხარ. დაიკიდე წარსული და მომავილი, იცოცხლე მომენტში და ამ მომენტიში ყველაპერი ლამაზი შეიგრძენი შენი მთელი არსებით. დაჯექი ფანჯარსთან ან აივანზე და დაელოდა მზის ამოსვლას და შეიზლება შეიგრძნო რა ბედნიერი ხარ უბრალოდ იმიტომ რომ შენ ხარ.