Friday, December 16, 2011

როგორიც არ უნდა იყოს-ეს ხომ გულიდან მოდის!!



მე ,,მუზის" გარეშე ისევე წარმოუდგენელი ვარ , როგორც პუტინი რუსეთის  ან კიდევ მიშა  შემოძახილების გარეშე.  ერთი შემოძახილი მეც არ მაწყენდა, მაგრამ არსაიდან ხმა არ მესმის. იქნებ სხვებიც მიატოვეს მუზამ (ებმა) ??  ან იქნებ მორიგმა კრიტიკამ გაანაწყენა რომელიმე?
 გონებაში კი ერთი ფრაზა მიტრიალებბს მთელი დღე : ,,მე წავედი საშობაო არდადეგებზე და სანამ ჩამოვალ თავში კლავიატურა გიხლია".  ეს ალბათ ჩემი მეორე ,,მეს" განწირული 
ხმა იყო, რომელიც დაიღალა გაუთავებელი შეკითვებით და უბრალოდ დასვენება მოუნდა. 
იქნებ პირადი ცხოვრებაა დამნაშავე მუზის შვებულებაში გასვლისა?  
 შეიძლება საკმარისი დავწერე და დრო იყო წასულიყო, დამესრულებინა ეს ორომტრიალი 
ნაწერებში. გაუგებარი ფრაზები, რომელიც მხოლოდ მე მესმოდა. შეიძლება წერისთვის 
მხოლოდ ლოგიკა არ კმარა და სხვა რამეა საჭირო? ხო მივხვდი.. კიი ნამდვილად ისაა რასაც მე ჩემში სულ ვხედვა და ვგრძნობ. 
  ემოცია... რომელიც შიგნიდან მოდის და რომელსაც ვერსად ვერ ისწავლი, უბრალოდ გჭირდება დრო და სივცე, რომ რაიმეს გამოვლენა და ასახვა შეძლო. 
 როგორი კარგი მომენტები იყო როდესაც ერთი აზრის ,,გავლებით" დავწერდი და ისეთ რამეს, ბოლოს საკუთარი თავისაც კი მიკვირდა. ახლა კი ორი სიტყვაც ვერ შემიკვირა. იყო დრო ძილშიც ვქმნიდი საოცარ ნიმუშებს, გამღვიძებია შუაღამე და ეგრევე გადამიტანია ფურცელზე.  მართალია დილით ის სხვაგვარად მეჩვენებოდა და არა ისეთი , როგორც ამას სიზმრად ვწერდი. 
 მე არ შემიძლია დავწერო რამე, თუ არ შევიგრძნობ მას. ჩემი საუკეთესო იდეები მოდის გულიდან და მერე ფურცელზე გადმომაქვა ან კომპში. 
 მთელი ჩემი წერის პერიოდი რაც აქამდე დამიწერია ჩემს მუზად ალბათ მარტოობას დავასახელებდი. ის წავიდა და ანუ მე განვთავისუფლდი? არ შემიძლია გითხრათ კონკრეტულად როდის მოდის ჩემი მუზა(ები) ან წავიდნენ თუ არა ისინი სინამდვილეში, მაგრამ მე შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ისი კი არ მიდიან ალბათ პერიოდულად იძინებენ ჩვენში და ისიც მხოლოდ იმიტო, რომ ჩვენ ვიძირებით ამ სამყაროში ისე ღრმად ვერც კი ვამჩნევთ, თუ როგორ დაეძინა ირგვლივ ყველაფერსაც. 
 ვერასდროს განსაზღვრავ,თუ როგორი გამოვა შენი ესა თუ ის ჩანაწერი,მთავარი ისაა რომ რასაც ვწერ გულიდან მოდის და არა გაზუთხული ცოდნიდან. ალბათ კიდევ მრავალ შეცდომებს დავუშვებ  და როგორიც არ უნდა იყოს-ეს ხომ გულიდან მოდის!!