Tuesday, June 12, 2012

მარტინ იდენი

ჩემი მეგობრის თხოვნით თუ მოთხოვნით დავიწყე ჯეკ ლონდონის ,,მარტინ იდენის" კითხვა.  თუმცა სიმართლეს ვიტყვი, გამოვტყდები ეს წიგნი მის მერე ვითხოვე მეგობრისგან, როდესაც მარტინზე გაოცებული და აღტაცებული მიყვებოდა რაღაცეებს სამსახურში. ერთი მხრივ დამაინტერესა , ხოლო მეორეს მხრივ მისი გაოცებული გამომეტყველება ვერ ავიტანე რომ   გაიგო არ მქონდა წაკითხული. ალბათ უფრო სტიმული იყო ვიდრე სხვა რამ... მოკლედ მინდა ისე გრძნობები, ემოციები და შეხედულები გაგანდოთ რაც მე .. მარტინ იდენის'' წაკითხვისას მივიღე.
 დავიწყებ იმით, რომ ადამინი ყოველთვის მიაღწევს მიზანს თუ მას ეს მტკიცედ ააქვს გადაწყვეტილი, ამ მიზანის განხორციელების ნათელი მაგალითია მარტინი. მარტინ იდენი კაცია, რომელმაც მიაღწია იმას რაც უნდოდა, დაკარგა სიყვარული, მარტინ იდენი კაცია, რომელმას სულ მოკლე ხანში შეძლო ესწავლა ის რაც ადამიანი მთელი ცხოვრება ცდილობს ისწავლოს. მარტინ იდენი უბრალო მუშათა კლასში აღზრდილი მეზყვაური იყო, რომელსაც სიარულიც კი მოქანავე გემივით ჰქონდა, სიყვარულის ძალამ შეაძლებინა დაევიწყებინა ყველაფერი წარსულიდან და შეექმან ის სამყარო, რომელშიც საბოლოოდ თავად ჩაიკარგა. სიყვარულმა შეაძლებინა ყოველივე, განევითარებინა გონება  მაგრამ საბოლოოდ მისმა წაკითხულმა და იდეოლოგიურმა აზროვნება დააკარგვინა საყვარელი ადამიანი.
 მარტინ იდენი ის კაცი იყო რომელმაც წიგნებში წაკითხული ფუფუნება ადვილად აითვისა, მოეწონა და საბოლოოდ ისე ღრმად შეძლო ამ ფუფუნების ,,ნეხვისა " და სიბინძურის დანახვა, რომ ზედმეტად ბევრი გაიგო. ამ ცოდნამ შეიძლება ითქვას დაღუპა კიდეც.
საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ისევ ისე მოკვდა როგორც დაიწყო, ისევ იმას დაუბრუნდა რითიც დაიწყო. ყველაზე დიდი სიკეთე ალბათ ისა როდესაც ყველას შეძლებ დანაპირები აუსრულ, სწორედ ეს შეძლო ამ ადამიანმა სიკვიდლამდე.
მისით აღფრთოვანებული ვიყავი ,მანამ სანამ ყოველივეს რასაც აკეთებდა ,,სიყვარული" ერქვა.

საბოლოოდ წიგნი ძალიან მომეწონდა და ერთ რამეს მივხვდი მიზანი ამართლებს საშუალებებს რის ფასადაც არ უნდა დაგიჯდეს.