Friday, July 8, 2011

წერილი თოვლის პაპას. :)

თოვლის პაპა იცი რა მინდოდა მეთქვა?... არა უფრო  მინდოდა მეთხოვა, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე.  შენ ხომ არ არსებობ, მხოლოდ მითი ხარ პატარა ბავშვებისთვის.  მეც ხომ პატარა ვარ, პატარა დიდი ბავშვი, რომელსაც სასწაულების სჯერა, სჯერა პარალელური სამყაროსი და საოცარი ფერიების.
თოვლის ბაბუ მე მინდოდა სიკეთე,  მინდოდა სიცოცხლე, მინდოდა სილაღე და ბედნიერება ყოფილი. მხოლოდ ეს მინდოდა მეთხოვა, მაგრამ არა ჩემთვის. ეს ყოველივე სხვისთვის მინდოდა.
საბოლოდ კი არც ჩემთვის და არც სხვისთვის არაფერი ასრულდა. ხოლო ყოველივე წარმოსახვითი ისევ გულში დარჩა,  სხვა სამყარო კი გაქრა.  არა, არ გადანაშაულებ თოვლის ბაბუ, შენ მხოლოდ სიკეთე ხარ, შენ ის ხარ რაც იმედს იძლევა  სურვილის ასრულებისა. უბრალო ყველაფერი გაუფასურდა რადგან , როცა იზრდები ილუზიების არ გჯერა.
... და მე მინდოდა შენთვის ბავშვობა მეთხოვა. ის სანუკვარი და უდარდელი, რომელიც ყოველ ჩვენგანში დღითიდღე ქრება და სიცარიელეს ტოვებს გულში. მოწოდებები და მიზანი იმისა, რომ გავიზარდო, ხოლო შემდგომში კი პირიქით დროის გაჩერება და ზრდის შეწყვეტა, მხოლოდ იმიტომ რომ დავიჯეროთ.
თოვლის ბაბუ მე მინდა დიდი ფუმფულა დათუნია, რომელიც არავინ მაჩუქა, იმის მიუხედავად, რომ გულით გთხოვე შარშან ზამთარს.
მე მინდა...
მე მინდა...
მე მინდა...
რატომ არავინ იკითხა მას რა უნდოდა? იქნებ მობეზრდა ჩვენი წუწუნი და თხოვნები და დასვენება უნდა. ??!!  მე გიშვებ შენ თოვლის ბაბუ, გიშვებ მხოლოდ იმიტომ კი არა,  რომ შენ დასვენება გჭირდება , მხოლოდ იმისთვის, რომ მე მჭირდება დასვენება.

No comments:

Post a Comment