მეცნიერთა თქმით, არქტიკული ბაქტერიების ასაკი მილიონი წელია. მათი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლიათ ექსტრემალური ყინვის პირობებში გაძლონ, ხოლო ისეთ დადებით ტემპერატურაზე იღუპებიან, რაც სხვა ბაქტერიებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. სწორედ ამ ფენომენის გამო, მკვლევარები აპირებენ ახალი პრეპარატების შექმნას, რომელთა გამოყენება ინფექციების, მათ შორის ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით მოხდება.
კანადელი მეცნიერების იდეის თანახმად, არქტიკული ბაქტერიის დეენემის გენი, ტუბერკულოზის მიკრობაქტერიის გენთან შეხვედრისას იძენს ახალ თვისებას -თერმომგრძნობელობას. ასეთი მიკრობაქტერია ადამიანის ორგანიზმის სითბოში მოხვედრისას დაიღუპება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ტუბერკულოზის მიზეზი, შესაძლოა, მის საწინააღმდეგო ვაქცინად იქცეს.