Friday, December 2, 2011

*** ***

ვინც ღრმად შეიცნო ღმერთი, მისკენ მიილტვის, ვინც მცირედ შეიცნო – ხან პოულობს, ხან კარგავს. ვინც ვერ შეიცნო ღმერთი, დასცინის მას. ისინი ამბობენ: ღმერთი კი მწამს, მაგრამ მღვდელი და ეკლესია არ მომწონსო. ფუჭი და ამაოა ეს სიტყვები. თუ ადამიანს უყვარს სიმღერა, მომღერალს სცემს პატივს, თუ პოეზია უყვარს, პოეტს მიაგებს პატივს, ღმერთი თუ უყვარს, ყველაფერს პატივს მიაგებს, რაც ცისქვეშეთში ადიდებს უფალს – ეკლესიასაც და ღვთისმსახურსაც. ეს არის ნიღაბი. ვერ ამბობს ასეთი ადამიანი, ათეისტი ვარო, ამიტომ სათქმელს ასე ნიღბავს