Monday, December 23, 2013

,,ლაკი” ლუჩიანო

ჩარლზ ,,ლაკი” ლუჩიანო –  სიცილიელი განგსტერი, რომელმაც მოახერხა ამერიკაში  დიდი მაფიოზური ოჯახების გაერთიანება და  მართვა წლების განმავლობაში.
ჩარლზ «ლაკი» ლუჩიანო დაიბადა კუნძულ სიცილიაზე 1897 წელს, 9 წლის შემდეგ კი მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასახლდა. გავიდა ხანი, ახალგაზრდა ჩარლზი “ხუთი წერტილის” ბანდის წევრი გახდა. ხუთი წლის განმავლობაში, ბანდის მთავარი შემოსავლის წყარო პროსტიტუცია იყო, ლუჩიანო კი აკონტროლებდა რეკეტიონ ბანდიტებს მთელ მანჰეტენზე. 1929 წელს ლუჩიანოზე მოაწყვეს თავდასხმა, რომელიც კრახით დასრულდა. ამ დღიდან “ლაკიმ” გადაწყვიტა დამნაშავეების ნაციონალური სინდიკატის შექმნა.

1935 წლისთვის “ლაკი” ლუჩიანო “ბოსების ბოსად” მოიხსენიებდნე – არამარტო ნიუ-იორკში, არამედ მთელ ამერიკაში. 1936 წელს ჩარლზი დაიჭირეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 30-დან 50 წლამდე ვადით.

ათი წლის შემდეგ “ლაკი” გაანთავისუფლეს 1 პირობით – მას უნდა დაეტოვა ნიუ-იორკი და დაბრუნებულიყო იტალიაში. ლაკის ძალაუფლებაზე ყველაზე კარგად 1 ფაქტი მეტყველებს: მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის მთავრობამ ლუჩიანოს დახმარება თხოვა იტალიის ტერიტორიაზე, თავისი საჯარისო ნაწილების გადმოსასხმელად. ჩარლზ “ლაკი” ლუჩიანო დაიღუპა 1962 წელს გულის შეტევით.

10 ყველაზე უცნაური ნივთი რაც კი ოდესმე გაყიდულა Ebay-ზე.

10 ყველაზე უცნაური ნივთი რაც კი ოდესმე გაყიდულა Ebay-ზე.
ქალაქი ტექსასში
ქალაქი ტექსასში თავისი სახლებით და ტავერნით Ebay-ს აუქციონზე იქნა გამოტანილი 2007 წელს. გაყიდვის მიზეზი იყო ის, რომ ქალაქი ნელ-ნელა იცლებოდა და მყიდველს უნდა შეეჩერებინა ქალაქის დაცლა. თავიდან ვაჭრობა კარგად წავიდა, მაგრამ საბოლოო შეთავაზებაც ვერც კი მიაღწია სარეზერვო თანხას – 2.5 მილიონ ამერიკულ დოლარს. ამიტომაც ქალაქი გაიყიდა როგორც ცალკე ლოტები, ანუ ცალკე სახლები, მიწები და ა.შ.

მოჩვენება ქილაში
ამერიკელმა გამოიტანა აუქციონზე ძველი ჭუჭყიანი ქილა და ამტკიცებდა, რომ ამ ქილაში ცხოვრობდა მოჩვენება და მას სურდა, რომ გაეყიდა ეს ქილა, რადგან მას ის აშინებდა. პრესაში ინფორმაცია მალევე გავრცელდა და ქილა საბოლოო ჯამში გაიყიდა 50 000 დოლარად. მყიდველის ბედი უცნობია, მაგრამ აი გამყიდველმა კი კარგად იხეირა. მან საშიში ქილა მოიცილა და ასევე კარგა ბლომად იშოვა ფულიც.

სარეკლამო ადგილი
ფული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და ყველანი ვცდილობთ, რომ ის როგორმე გამოვიმუშავოთ, მაგრამ ოდესმე გიფიქრიათ, რომ თქვენი შუბლი გაგეყიდათ როგორც სარეკლამო ადგილი? ნებრასკის მცხოვრებმა აუქციონზე გამოიტანა ლოტი, რომლის მიხედვითაც ის ყიდდა სარეკლამო ადგილს შუბლზე 30 დღით. ყველაზე მაღალმა მაჩვენებელმა შეადგინა 322 დოლარი. არც ისე ცუდია.

თირკმელი
ორგანოების გაყიდვა დღესდღეობით არის ფულის გამომუშავბების ყველაზე ექსტრემალური საშუალება. სასოწარკვეთილმა კაცმა ფლორიდიდან სცადა, რომ გაეყიდა თავისი თირკმელი Ebay-ს საშუალებით, მაგრამ ორგანოების გაყიდვა ამ გზით არის არაკანონიერი და ამიტომაც აუქციონი დაიხურა, ხოლო სანამ დაიხურებოდა ბოლო ლოტი იყო 5.7 მილიონი ამერიკული დოლარი.

სენდვიჩი ყველით
თქვენ ალბათ იფიქრებთ, რომ ეს სენდვიჩი არის რატომღაც გასნაკუთრებული რადგან მისმა ფასმა მიაღწია 28 000 დოლარს. ალბათ თქვენ მართლებიც იქნებით. სენდვიჩის უნიკალურობა იმაში გამოიხატება, რომ როდესაც მას აცხელებთ ტოსტერში გამოისახება წმინდა მარიას სახე.

ბრიუსელის კომბოსტო
ბევრ ევროპელს შობის ვახშმის შემდეგ სახლში რჩება უამრავი ბრიუსელის კომბოსტო, მაგრამ ცოტას თუ მოსდის აზრათ ის ფაქტი, რომ დარჩენილი კომბოსტო გაყიდოს აუქციონზე. ბრიტანეთის მოქალაქემ გასაყიდად გამოიტანა 2005 წლის შობის შემდეგ ერთი ცალი კომბოსტოს თავი გასაყიდად და კომბოსტო საბოლოო ჯამში გაიყიდა 99.5 ფუნტ სტერლინგთან.

რეაქტიული გამანადგურებელი
eBay-ზე ხშირად იყიდება მანქანები და ნავები, მაგრამ აი F18-ის ტიპის რეაქტიული გამანადგურებელი სრული მოულოდნელობა იყო. კალიფორნიის მოქალაქემ თვითმფრინავი წამოიღო ჯართიდან და გადაწყვიტა, რომ გაეყიდა 1 მილიონ დოლარად. ამერიკის მთავრობას არ მოეწონა მსგავსი ფაქტი და თვითმფრინავი არ გაიყიდა, რადგან მიზეზი იყო ის, რომ თვითმფინავს არ უნდა დაეტოვებინა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორია. თვითმფრინავს საბოლოოდ რა ბედი ეწია უცნობია.

ქორწილზე დაპატიჟება
ზოგჯერ რთულია ქორწილისთვის კავალერის პოვნა. იგივე პრობლემა გაუჩნდა ლოდნონის ერთ-ერთ მაცხოვრებელს და გადაწყვიტა, რომ ეპოვა კავალერი და თან ამისგან ეშოვა ცოტაოდენი ფული. EBAY-ს საშუალებით ამ ადამიანმა კავალერიც იპოვა და თან გამოიმუშავა 535 ფუნტი სტერლინგი. მყიდველის ვინაობა უცნობია.

ცხოვრება
მას შემდეგ რაც მისი ქორწინება შეწყდა ავსტრალიაში მცხოვრებმა ადამიანმა სახელად ბრიტმა გადაწყვიტა, რომ დაეწყო ცხოვრება თავიდან. ამისთვის მან მოიფიქრა შემდეგი რამ: მან გაყიდა EBAY-ზე თავისი ძველი ცხოვრება. ლოტი მოიცავდა მანქანას, სახლს და მეგობრებთან ნაცნობობასაც კი. საერთო ჯამში ბრიტის ძველ ცხოვრებაზე უფლება იყიდა კინოკომპანია Dysney-მ. ალბათ ეხლა ბრიტის ყოფილი ცოლი თავში ხელებს ირტყამს.
ბავშვები
დღეს ბევრი მშობელი ხუმრობით ემუქრება თავის შვილს, რომ თუ “ცუდად მოიქცევი გაგყიდი”. ერთ-ერთი გერმანული ოჯახი მართლაც წავიდა ძალიან შორს და შექმნეს ლოტი, რომლის მიხედვითაც ისინი ყიდიდნენ ბავშვს. საწყისი ფასი იყო 1 ევრო. ამან გერმანიაში დიდი ხმაური გამოიწვია. გერმანულმა მთავრობამ ვერ გაიგო მშობლების ხუმრობა და ბავშვი წაიყვანა. დაიწყო გამოძიება ვაჭრობს თუ არა ოჯახი ბავშვებით.

როგორ ცხოვრობენ საუდის არაბეთში ქალები?




ახლა ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ ცხოვრობენ საუდის არაბეთში ქალები. თქვენ ალბათ წარმოიდგინეთ საწყალი ქალები რომლებიც ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთში. ასეცაა, აქ უფლებადამცველები ტკბილად ვერ ცხოვრობენ. 2009 წლის კვლევების შედეგად ქალების უფლებების დაცვის მხრივ 134 ქვეყნიდან საუდის არაბეთი არის 130-ე ადგილზე.
სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ქალთა ნაწილს ასეთი ცხოვრება მოსწონთ. საუდის არაბეთში ქალების მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ბავშვების მდგომარეობას ევროპაში. ქალს არ შეუძლია, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ქალს არ აქვს იმუშაოს, მარტო ისეირნოს, ისწავლოს, წავიდეს საზღვარგარეთ და ა.შ. ამ ყოველივეს გასაკეთებლად საჭიროა, რომ ქალს უფლება მისცეს ნათესავმა ან ქმარმა. შეიძლება ამგვარი შეზღუდვებით ცხოვრება? ყველამ საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ.
დიდიხანია მას შემდეგ, რაც ქალები იბრძვიან, რომ მანქანის ტარების უფლება მოიპოვონ. ფორმალურად დაშვებულია, რომ ქალმა ატაროს მანქანა, მაგრამ არაბეთში ქალებს არ აძლევენ მართვის მოწმობას. ბევრი ქალი მანქანას ატარებს მართვის მოწმობის გარეშე. ოფიციალურად არანაირი სასჯელი არ არსებობს ქალებისთვის, რომ ისინი მანქანას ატარებენ მართვის მოწმობის გარეშე. მაქსიმალური, რაც შეუძლია, რომ ქალმა გააკეთოს არის, რომ “დამნაშავე” გადასცეს ნათესავებს. თუ ქმრები ქალებს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მანქანით იმოძრაონ, მაშინ ისინი ვალდებულები არიან, რომ ცოლები უზრუნველყონ ტაქსით ან მძღოლით. ამაზე ფულის დიდი ნაწილი მიდის და უკვე კაცებიც კი ითხოვენ მეფისგან, რომ ქალებს ნება დართონ, რომ ატარონ მანქანები. ტაქსისტებთანაც ქალებს მოსდით კურიოზები, მაგალითად: როგორც ვიცით არაბეთში ქალებს არ აქვთ უფლება, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ უცხო კაცებთან, ხოლო ტაქსისტი გამოდის “უცხო კაცი” და მაშინ როგორღა უნდა უთხრას ქალმა სად უნდა მიიყვანოს ტაქსის მძღოლმა. ეს ფაქტი ჩამოდის უკვე სრულ იდიოტობამდე. იუსტიციის სამინისტრომ 2010 წელს გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ტაქსისტს ქალმა უნდა დაალევინოს თავისი მკერდის რძე. ამგვარად ტაქსისტი გამოდის ქალისთვის მაჰრამი(ნათესავი). ამგვარად ქალს შეუძლია, რომ იურთიერთოს ტაქსის მძღოლთან თავისუფლად.
მეფე იღიმის და ამბობს, რომ თანაბარი უფლებებისთვის ერი მზად არ არის:
“მე მყარად მჯერა ქალების უფლებების. დედაჩემი ქალია. ჩემი და ქალია. ჩემი ქალიშვილი ქალია. ჩემი ცოლი ქალია. მე მჯერა, რომ დადგება დრო როდესაც ქალები შეძლებენ მანქანის ტარებას. ქალაქგარეთ ნახავთ უამრავ ქალს საჭესთან. მე ვთვლი, რომ ეს შესაძლებელი იქნება თავის დროზე, ხოლო მოთმინება მხოლოდ კარგის მომტანია”.
არის კარგი მაბავიც. ამ წელს ქალებს უფლება მისცეს, რომ ესეირნათ ველოსიპედებით, მაგრამ მხოლოდ წყვილში.

ქალები საუდის არაბეთში იშვიათად მუშაობენ. მათთვის ბევრი პროფესია არის დახურული, მაგრამ ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისაკენ მიღოღავს. მიმდინარე წელს ქალებს უფლება მისცეს, რომ იმუშაონ ადვოკატებად. არაბეთში სურდათ, რომ აეშენებინათ ცალკე რაიონი ქალებისთვის, სადაც იმუშავებდნენ მხოლოდ ქალები. საუდის არაბეთში არის გასართობი დაწესებულებების სიმცირე, იქ არ არის თეატრები, კინო და ერთადერთი გასართობი არის მხოლოდ მაღაზია. ქალები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, რადგან ადრიანად თხოვდებიან. მათ არაფერი არ იციან, რადგან არაფერი არ უსწავლიათ, ამიტომ კაცები უპირატესობას ანიჭებენ უცხოურ საზოგადოებას, რადგანაც რაღაცაზე მაინც ილაპარაკებენ.
ყველაზე არასასიამოვნო შეზღუდვა რაც არის ქალებისთვის არის მხოლოდ ის, რომ ქალებმა აუცილებლად უნდა ჩაიცვან აბაები, რასაც ჩვენთან ხუმრობით ეძახიან საწვიმარ ტანსაცმელს.

ძლიერადაა რეკომენდირებული, რომ ქალებმა არ იარონ თავსაბურავის გარეშე. ამაზე პოლიცია მაშინვე შეამჩნევთ. ქალთა უმრავლესობა თავს სრულიად იფარავს და იტოვებს მხოლოდ თვალებს, მაგრამ ზოგი კი ამას აკეთებს ნებაყოფლობით. ასეა მიღებული. ზოგს შეუძლია იაროს ისე როგორც დაბლითა ფოტოშია ნაჩვენები:

კაცთა 100% დადის საუდის არაბეთში თეთრი გრძელი პერანგებით. ალბათ კომფორტულია.
ადრე უფრო საშინელი ფაქტებიც მომხდარა საუდის არაბეთში. 2002 წელს ქალაქ მექას ქალთა ერთ-ერთ სკოლაში მოხდა ხანძარი და დაიღუპა 15 მოსწავლე. როგორც გაირკვა მათი გარდაცვალების მიზეზი იყო ის, რომ როდესაც უნდა გადარჩენილიყვნენ მათ უკან ხანძარში აიძულებდნენ შესვლას. მოწმეებმა ისიც თქვეს, რომ პოლიციელები სცემდნენ მოსწავლეებს იმის გამო, რომ ისინი არ ბრუნდებოდნენ ცეცხლში, რომ იქიდან გამოეტანათ ტანსაცმელი. 8 წლის შემდეგ 2010 წელს გულმოწყალე მეფემ აბდალამ მოსწავლეებს უფლება მისცა, რომ მეხანძრეებმა გადაარჩინონ “ჩაუცმელი ქალები”.
მთელი საუდის არაბეთი გაყოფილია ორ ნაწილად – კაცებად და ქალებად. ქალების ნაწილს დელიკატურად ეძახიან “ოჯახურ” ნაწილს. ნებისმიერ რესტორანში არის სექცია ცალკე მეოჯახეებისთვის და ცალკე კაცებისთვის.

ზოგიერთ რესტორანში არის გაყოფილი შესასვლელებიც კი. კაცების სექცია არის პატარა და იქ მხოლოდ დგას რამდენიმე მაგიდა, ხოლო ქალების სექცია არის უფრო დიდი. ქალებს შეუძლიათ, რომ მოიხსნან თავსაბურავები და მიირთვან გემრიელად საჭმელი.
ბევრ პარკში კაცებს არ უშვებენ, უშვებენ მხოლოდ ქალებს და ოჯახებს. სუპერმარკეტებში ერთ კაცს არ ემსახურება მოლარე. ზოგიერთ მაღაზიებში არის მთელი სართულები, სადაც კაცებს ასვლა არ შეუძლიათ. ასევე სასტუმროებში ხშირად აკეთებენ ცალკე სართულებს კაცებისთვის და ცალკე ქალებისთვის.
ხანდახან მოსწავლეებსაც სხვადასხვა დროს ასწავლიან, რადგან კაცები და ქალები ერთმანეთს არ შეეჩეხონ. საზოგადოებრივ ტრანსპორტიც დაყოფილია. საუდის არაბეთში უცოლო კაცებს ძლიერ უჭირთ, რადგან მათთვის მვრი დაწესებულება არის დაკეტილი.
ადრე ქალები თანამგზავრის გარეშე ვერ გადაადგილდებოდნენ. დღეს ისინი თავისუფლები არიან ამ შეზღუდვისგან, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ თავისუფლად. ცოტახნისწინ ქალებს მისცეს საზღვარგარეთ წასვლის უფლებაც თანამგზავრის გარეშე, ოღონდ საჭიროა ქმრის თანხმობა.
თქვენ ალბათ გაინტერესებთ როგორ ეცნობიან ერთმანეთს ახალგაზრდები. საუდის არაბეთში დღეს არის ძალიან ცნობილი შემდეგი აპლიაკაცია – Who Is There? ამ აპლიკაციას შეუძლია, რომ იპოვოს ხალხი რამდენიმე კილომეტრის რადიუსში. ისინი ერთმანეთს უგზავნიან ფოტოებს და ეცნობიან, მაგრამ ადრე ეს ყველაფერი მარტივი არ იყო. 2007 წელს მამამ მოკლა ახალგაზრდა ქალიშვილი იმის გამო, რომ ის ემესიჯებოდა Facebook-ის საშუალებით უცნობ ბიჭს. ამ ფაქტმა პრესა ააფეთქა. კონსერვატორებმა მოუწოდეს მთავრობას, რომ სოციალური ქსელი დაეხურათ, რადგან ქსელი ხალხს უბიძგებს გარყვნილობისაკენ.
ყველაზე დიდ სირცხვილათ ითვლება რელიგიური პოლიციის მიერ დაპატიმრება, იმის გამო, რომ ქალს ჰქონდა კავშირი არანათესავ კაცთან. 2009 წელს ორი ახალგაზრდა გოგონა მათმა ძმებმა საჯაროდ დახვრიტეს თავიანთი მამის თვალწინ. ამავე წელს 23 წლის გოგონას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა და ასევე 100 მათრახი, ეს გოგონა გახდა იმის მსხვერპლი, რომ მან იმრუშა და შემდეგ არაკანონიერი გზით ცდილობდა აბორტის გაკეთებას. გამათრახება გადაიდო მშობიარობის გამო, მაგრამ ასეთი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.




3 მილაირდელი ადამიანი უმაღლესი განათლების გარეშე

ადამიანები , რომლებიც კიდევ ერთხელ გვიმტკიცებენ რომ მთავარი მონდომებაა
ბიუჯეტი: 4,6 მილიარდი დოლარი
სახელი/გვარი: რიჩარდ ბრენსონი

რიჩარდ ბრენსონმა 16 წლის ასაკში მიატოვა სკოლა. ბრენსონს არანაირი უმაღლესი განათელება არ მიაუღია მაგრამ ამას ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია მისთვის, რომ გაეხსნა “ვირჯინრეკორდსი” , “ვირჯინ ატლანტიკ ეირვეისი” და ასევე , 300-მდე სხვადასხვა კომპაინია. 24 წლის ასაკში იმდენი ფული ქონდა ბრენსონს რომ შეეძლო ნებისმიერი კუნძული ეყიდა კარიბის არქიპელაგიდან.
ბიუჯეტი: 43 მილიარდი დოლარი
სახელი/გვარი: ლარი ელისონი
ლარი ელისონი კომპაინია “ორაკლის” დამაარსებელი. სწავლობდა რამოდენიმე უნივერსიტეტში მაგრამ მან არც ერთგან არ მიიყვანა საქმე ბოლომდე. 1977 წელს,  2000$ დოლარით დაარსა კომპაინა “ორაკლი” რომელიც დღეს მსოფლიოში, კომპიუტერული უზრუნველყოფის სიდიდით მეორე კომპაინიაა.
ბიუჯეტი: 3,3 მილიარდი დილარი
სახელი/გვარი: კირკ კერკორიანი
სომხეთის ნაციონალურმა გმირმა და ლასვეგასის ცოცხალმა ლეგენდამ, 96 წლის კირკ კერკორიანმა სკოლა ჯერ კიდევ
მე-8 კლასიდან მიატოვა და მას შემდეგ, ხან კრივით იყო გატაცებული, ხან – სამხედრო ავიაციით. დღესდღეობით, ამერიკის ერთ-ერთი უხუცეს მილიარდერს, მსოფლიოში სახელგანთქმული სამორინეების: “ექსკალიბურ” , “მენდელეი ბეი” , “ლუქსორ” , “ნიუ იორკ-ნიუ იორკ” , “სირკუს სირკუსა” და “მირაჟის” აქციები ეკუთვნის.

ჰესი ტაუმ საუკი


დედამიწაზე მრავალი ჰიდროელექტროსადგურებია, მაგრამ ისინი განლაგებულია დიდ მდინარეებზე ან ზღვებზე. მაგრამ ტაუმ საუკი არღვევს ყველანაირ ლოგიკურ სქემას და განლაგებულია სან ფრანსუას მთიან ნაწილში, მისური. ერთადერთი წყლის წყარო არის მისგან 80 კილომეტრის დაშორებით – მდინარე მისისიპი

ჰიდროელექტროსადგური აიგო 1963 წელს, იმისათვის რომ დააკმაყოფილოს ელექტროენერგიის დიდი მოთხოვნილება.







რას აღნიშნავენ სიმბოლოები რომლებიც თქვენი მოწყობილობების უკანაა?

ბევრ გაჯეტებს და მოწყობილობებს მოყვება უკნიდან იეროგლიფები, რომლების ნაწილიც გასაგებია ჩემი განმარტების გარეშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ სულყველა მათგანის მნიშვნელობა თქვენ არ იცით, ამიტომ მე ვაპირებ, რომ განგიმარტოთ თუ რას ნიშნავენ ისინი და ამავდროულად მეც ვისწავლო. 
შტამპი წარწერით Underwriters Laboratories. ეს არის დამოუკიდებელი, არაკომერციული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია “ტექნიკის მეცნიერების უსაფრთხოებაზე”. ის ამოწმებს, აანალიზებს და ატარებს ფართო სპექტრის ნაწარმის აუდიტს. ის მოქმედებს მხოლოდ ამერიკაში, კანადაში და მექსიკაში. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ნაწარმი შეესაბამება ტექნიკის უსაფრთხოების სახელმწიფო და ფედერალურ წესებს. ტექნიკის უმეტესობა რაც კი იყიდება ჩრდილოეთ ამერიკაში კონკრეტულად კი ციფრული კამერები, ელექტრო გიტარები, ყურსასმენები OLED დისპლეები ამოწმებს სწორედ Underwriters Laboratories-ი. UL-ის ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია სადაზღვევო კომპანიებისთვის, ეს ნიშანი მათთვის არის პროდუქტის ხარისხიანობის მანიშნებელი.
CSA International ეს არის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ატარებს პროდუქტის ტესტირებას, მაგრამ UL-ისგან განსხვავებით ეს კომპანია ამოწმებს ნაწარმს თუ რამდენად უსაფრთხოა ის ცხოველებისთვის. სანტექნიკის სისტემები, ვენტილაციის და კონდინცირების სისტემები და ელექტრონიკა სანამ გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის ბაზარზე მანამდე გადის შემოწმებას CSA International-სგან. CSA-ს შტამპი აღნიშნავს, რომ პროდუქცია შეესაბამება უსაფრთხოების ყველა მოქმედ სტანდარტებს როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის ამერიკისა და კანადის ტერიტორიაზე.
როგორც ვიცით გაიზარდა მობილური მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ ან იჭერენ უკაბელო ქსელებს, ამიტომაც აშშ-ში გადაწყვიტეს, რომ შეემოწმებინათ თუ რამდენად უშლის ასეთი გაჯეტებისგან წამოსული ტალღები სხვა მობილურ მოწყობილობების მუშაობას ხელს. კავშირგაბმულობის ფედერალური კომისია ანუ იგივე Federal Communications Commission და ანუ იგივე FCC-ი ატარებს ტესტებს ყველა მობილურ მოწყობილობაზე და თუ მოწყობილობა უსაფრთხოა მაშინ ასეთ ნიშანს სვამს გაჯეტზე.
პრაქტიკულად ყველა ნაწარმს რაც კი შედის, იქმნება და იმპორტირდება ევროკავშირში თან უნდა ერტყას ეს ნიშანი – CE, რაც იშიფრება როგორც Conformité Européenne. ეს ნიშანი აღნიშნავს, რომ პროდუქტი პასუხობს ყველა ნორმატიულ მოთხოვნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ევროკავშირში გასაყიდად ვარგა. ასევე აღნიშვნა თვითონვე არ იძლევა იმის გარანტირებას, რომ პროდუქტი უეჭველი ვარგისია და ევროკავშირში შემოწმება ისე ხშირად არ ხდება როგორც ამერიკის შეერთებულ და როგორ შემოწმებასაც ატარებს თუნდაც CSA International-ი და UL.
ოფიციალურად ამ ნიშანს ქვია CE R & TTE Directive. ეს ნიშანი იმის მანიშნებელია, რომ პროდუქტი არღვევს უკაბელო ქსელების წესებს. მაგალითად iPhone-ი არღვევს ფრანგულ წესებს და ამიტომაც ღია ადგილას მისი მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ 2,4Ghz და 2.454Ghz დიაპაზონებში.
ეს სიმბოლო აღნიშნავს იმას, რომ პროდუქტი შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და პროდუქტი არ უნდა იქნეს გადაგდებული პირდაპირ სანაგვეში, არამედ ის უნდა მივიტანოთ სპეციალურ ცენტრში.
მიუხედავად იმისა, რომ СЕ წარმოადგენს მთელ ევროკავშირში პროდუქტების სტანდარტების დაცვის ორგანიზაციას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში ხდება დამატებით პროდუქტის შემოწმება. ეს ნიშანი რომელსაც ჰქვია TÜV Rheinland GS Mark აღნიშნავს იმას, რომ ელექტრონული პროდუქტი შემოწმებულია დამოუკიდებელი კომპანიის მიერ და შეესაბამება სტანდარტებს. TÜV Rheinland GS Mark-ი არის ამერიკული UL-ის ანალოგი.
აი ესეც ჩინური სასერთიფიკაციო ნიშანი. დღეს მსოფლიოს ნახევარი მაინც იყენებს ჩინურ პროდუქტს რადგან იაფია, ამიტომ ჩინურ ნაწარმს მოყვება ეს ნიშანი – CCC. ეს ნიშანი არის როგორც გაჯეტებზე, ასევე მანქანების საბურავებზე, ტანსაცმელებზე და ერთი სიტყვით თითქმის ყველაფერზე.

6 ცნობილი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც შესაძლოა სასარგებლოც აღმოჩნდეს

არალეგალური წამლების სამედიცინო მიზნებით გამოყენება ხშირ შემთხვევაში დავის საგანი ხდება, თუმცა მრავალ სახელმწიფოში მარიხუანის სამკურნალო მიზნებით გამოყენება დაშვებულია.
ნარკოტიკული საშუალებების პროფესიონალი ექიმის მეთვალყურეობის გარეშე მიღებამ შესაძლოა ძალიან დიდი საფრთხე გამოიწვიოს.
“ნარკოტიკული წამლებით ავტო-მკურნალობის რისკებია დიაგნოზის არასწორი დასმა, არასწორი დოზა, შესაძლოა განკურნების მაგივრად საშინელი ავადმყოფობა მივიღოთ… დიდი შანსია შეჩვევის და მისი გამოყენების დიდი სურვილის გაჩენის.” – იტყობინება 2010 წლის ჟურნალი “Current Drug Safety”.
სწორედ ამ რისკების გამო ექიმები მკაცრად გვირჩევენ, რომ არ მივიღოთ არალეგალური წამლები პროფესიონალის კონტროლის გარეშე.
ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ გვხვდება შემთხვევები, როდესაც გართობის მიზნით მიღებულმა ნარკოტიკმა ადამიანი განკურნა და მისი ჯანმრთელობის დონე საგრძნობლად გაზარდა. ასეთი შემთხვევები ცოტა არ არის და ექიმებს აკვირვებთ კიდეც სტატისტიკა.
ჯადოსნური სოკოები:

სოკოს ეს სახეობა შეიცავს ფსილოსიბინს, რომლის მიღებაც ფერად ჰალუცინაციებს იწვევს, იმ შემთხვევაშიც თუ მცირე რაოდენობა არის მიღებული. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მცირე რაოდენობის ფსილოსიბინის მიღება ხსნის თავის ტკივილს, უხასიათობასა და დეპრესიას.
2012 წლის გამოკვლევებმა გვაჩვენეს, რომ ტვინის ცენტრში არსებული უჯრედების მუშაობას, რომლებიც ძალიან აქტიურები ხდებიან ადამიანის დეპრესიაში ყოფნისას, სწორედ ფსილოსიბინი ანელებს.
“ჩვენ არ ვიძახით, რომ როცა დეპრესიაში ხარ უნდა წახვიდე და ჭამო ეს სოკოები, მაგრამ… ამ წამალს დიდი გავლენა აქვს ტვინის უჯრედებზე, რაც მრავლისმეტყველია. ეს სოკოები კარგად გვანახებს თუ როგორ მუშაობს ტვინი. ასე რომ მომავალში გამოკვლევების გაგრძელებას ვაპირებ და ვიმედოვნებ რომ სასურველ შედეგამდეც მივალ.” – ამბობს ქარჰართ ჰერისი, ზემოთ ნახსენები გამოკვლევის ხელმძღვანელი.
ექსტაზი:

ექსტაზი, ასევე ცნობილი როგორც MDMA, არის ხელოვნური ნარევი, რომელიც მიღების შემთხვევაში ჰალუცინაციებს, სითბოს და ენერგიის მოზღვავების შეგრძნებას იწვევს. ასევე ექსტაზს პოპულარობას ანიჭებს მისი შესაძლებლობა, მოხსნას პოსტ-ტრამვული(ეს შეიძლება იყოს რაიმე დაავადების გადატანა ან რაიმე ტრაგიკული შემთხვევა) დეპრესია.
გამოკვლევებმა დაამტკიცეს, რომ ექსტაზი დიდ წინააღმდეგობას უწევს კიბოს. იგი ებრძვის ლეიკემიას, ლიმფომასა და მიელომას. 2011 წლის ბირმინგემის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა გამოვკლევებმა გვაჩვენეს, რომ მსუბუქად მოდიფიცირებული ექსტაზის ფორმა 100 ჯერ ეფექტური იყო კიბოს უჯრედების განადგურებაში, ვიდრე თვითონ MDMA.
“კიდევ ბევრი შრომა არის საჭირო, თუმცა თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდი ნაბიჯი გადავდგით სიმსივნის სამკურნალო წამლის გამოგონებაში.” – განაცხადეს მეცნიერებმა, რომლებიც ზემოთ ნახსენებ გამოკვლევებში იღებდნენ მონაწილეობას.
კოკაინი

მცენარე კოკას ფოთლები უკვე რამოდენიმე ათასწლეულია, რაც სამხრეთ აფრიკაში სტიმულატორად გამოიყენება. ეს ნარკოტიკი სწორედ შექმნილია კოკასგან, აქიდან წარმოიშვა სახელი კოკაინი. კოკაინი საკმაოდ საშიში ნარკოტიკია, თუმცა სამედიცინო მიზნებით მისი გამოყენება მრავალმხრივ არის შესაძლებელი.
ის შესაძლოა გამოყენებული იყოს, როგორც ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, მას შეუძლია ძალიან სწრაფად დაუკარგოს ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილს მგრძნობელობა. კოკაინი სხვა ნივთიერებებთან ერთად TAC-ს შეიცავს, რომელსაც მრავალი კანის დაავადების წარმოქმნა შეუძლია, რამეთუ TAC-ის მიღება ავიწროვებს სისხლძარღვებს.
დოქტორ ენდრიუ უეილმა, არიზონას სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელმა და დირექტორმა, შეისწავლა კოკას ეფექტები კუჭ-ნაწლავზე. მან დაკვირვების სფეროდ სამხრეთ აფრიკელი ხალხი შეარჩია. იგი ამბობს:
“თუ შენ კარგად დააკვირდები კოკას ფოთლის მოლეკულებს, 14 ბიოაქტიურ ალკალოიდს იპოვნი… როდესაც კოკაინი ნაწლავის სტიმულირებას ახდენს, კოკას სხვა ალკალოიდები პირიქით მოქმედებენ ნაწლავზე და მის მოქმედებას აწესრიგებს.
როდესაც ინფორმაციას ვაგროვებდი კოკაზე და ვაკვირდებოდი მის მოქმედებას ნაწლავებზე, მე შევამჩნიე დადებითი და უცნაური ეფექტები, რომელიც კოკამ ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებაზე მოახდინა.”
LSD:

ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი, ცნობილი როგორც ელ-ეს-დე. იგი ფსიქოაქტიური საშუალებაა, რომელიც ჰალუცინაციებს, დროისა და სივრცის აღქმის შეფერხებასა და დამახინჯებას, აგრეთვე ემოციურ განცდებსა და აზროვნების აშლას იწვევს, რაც ინტენსიურობით ფსიქოზთან დგას ახლოს.
ერთადერთი დადებითი რაც მას მოაქვს, ეს არის წარმატებული ბრძოლა ალკოჰოლიზმის წინააღმდეგ. გამოკვლევების მიხედვით, ელ-ეს-დე ყველაზე ეფექტური ფსიქოტროპული საშუალებაა, რომელიც ალკოლოჰიზმით დაავადებულ ადამიანებს კურნავს.
კეტამინი:
ასევე ცნობილი როგორც “სპეციალური K”, ეს არის პირუტყვების დამამშვიდებელი საშუალება, თუმცა მას ადამიანები(ნარკომანები) გასართობად იყენებენ.
2012 წლის გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ კეტამინი ტვინში სინაპსების რაოდენობას ზრდის. სინაპსი არის ნერვული უჯრედების შეერთების ადგილები. კეტამინის მიღების შემდეგ, ადამიანი, რომელსაც ქრონიკულად არის დეპრესიაში, რამოდენიმე საათში იგრძნობს უკეთესობას.
“კეტამინის ეფექტურობა გასაოცარია. პაციენტების, რომლებიც ძნელად განსაკურნები არიან დეპრესიისგან, რეაქცია კეტამინზე დაუჯერებელი იყო. კეტამინი შეგვიძლია ჩავთვალოთ საუკეთესო ანტი დეპრესანტად გასულ ნახევარ საუკუნეში აღმოჩენილ წამლებს შორის.” – ამბობს რონალდ დუმანი, პროფესორი და ფსიქიატრი.
მარიხუანა:

ა.შ.შ-ში ყველაზე პოპულარულ არალეგალურ ნარკოტიკულ საშუალებას მრავალი დადებითი სამკურნალო ეფექტი აქვს. NORML-ის(მარიხუანას პროპაგანდის მწარმოებელი ორგანიზაცია) ცნობით, კოლუმბიის 21-ზე მეტ ოლქში დაშვებულია მარიხუანას გამოყენება სამედიცინო მიზნებით(ნუ რამდენად იყენებს ხალხი მას მხოლოდ სამედიცინო მიზნებით ეს კიდევ სხვა თემაა…).
მეცნიერების მრავალწლიანი გამოკვლევების შემდეგ მარიხუანამ დაამტკიცა, რომ ეს ნარკოტიკი შეგვიძლია მრავალი სამკურნალო გზით გამოვიყენოთ. მას შეუძლია მოგვიხსნას ქრონიკული ტკივილები, გამოგვიყვანოს პოსტ-ტრამვული დეპრესიიდან. აივ ინფექციის ეგრედ წოდებული გაფლანგვის სინდრომის დროს, როდესაც ადამიანი სხეულის წონის 10%-ზე მეტს კარგავს(უმეტესწილად კუნთებს), მარიხუანას შეუძლია მოიყვანოს ეს ადამიანი კარგ მადაზე, რაც დაეხმარება მას კუნთების შენარჩუნებაში. მარიხუანით მკურნალობა დაგვეხმარება გულის რევის გაკონტროლებაში. გლაუკომის(თვალის დაავადება) დროს ამცირებს თვალშიგა წნევას. ასევე ის დაგვეხმარება ოპიოდზე დამოკიდებულების მოხსნაში.
გაითვალისწინეთ! რომ არა ნარკომანები, ახლა უფრო ბევრი ადამიანი იქნებოდა ჯანმრთელი(მრავალი წამალი არაა გაყიდვაში, რადგან ხალხი მას იყენებს როგორც ნარკოტიკს და არა როგორც წამალს). ნარკოტიკის მიღებამ შესაძლოა თქვენს და თქვენს საყვარელ ადამიანებსაც დაუნგრიოს მთელი ცხოვრება! ნუ გაიწირავ თავს “კაიფის” გამო! მისი ერთხელ გასინჯვის შემთხვევაშიც შენ პოტენციური ნარკომანი ხარ. ეს პოსტი არ ემსახურება იმის დამტკიცებას, რომ რომელიმე ნარკოტიკის მიღება სასარგებლოა, არამედ პირიქით!