Monday, December 23, 2013

როგორ ცხოვრობენ საუდის არაბეთში ქალები?




ახლა ჩვენ ვისაუბრებთ თუ როგორ ცხოვრობენ საუდის არაბეთში ქალები. თქვენ ალბათ წარმოიდგინეთ საწყალი ქალები რომლებიც ცხოვრობენ ახლო აღმოსავლეთში. ასეცაა, აქ უფლებადამცველები ტკბილად ვერ ცხოვრობენ. 2009 წლის კვლევების შედეგად ქალების უფლებების დაცვის მხრივ 134 ქვეყნიდან საუდის არაბეთი არის 130-ე ადგილზე.
სინამდვილეში საქმე იმაშია, რომ ქალთა ნაწილს ასეთი ცხოვრება მოსწონთ. საუდის არაბეთში ქალების მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ბავშვების მდგომარეობას ევროპაში. ქალს არ შეუძლია, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, ქალს არ აქვს იმუშაოს, მარტო ისეირნოს, ისწავლოს, წავიდეს საზღვარგარეთ და ა.შ. ამ ყოველივეს გასაკეთებლად საჭიროა, რომ ქალს უფლება მისცეს ნათესავმა ან ქმარმა. შეიძლება ამგვარი შეზღუდვებით ცხოვრება? ყველამ საკუთარი აზრი დავაფიქსიროთ.
დიდიხანია მას შემდეგ, რაც ქალები იბრძვიან, რომ მანქანის ტარების უფლება მოიპოვონ. ფორმალურად დაშვებულია, რომ ქალმა ატაროს მანქანა, მაგრამ არაბეთში ქალებს არ აძლევენ მართვის მოწმობას. ბევრი ქალი მანქანას ატარებს მართვის მოწმობის გარეშე. ოფიციალურად არანაირი სასჯელი არ არსებობს ქალებისთვის, რომ ისინი მანქანას ატარებენ მართვის მოწმობის გარეშე. მაქსიმალური, რაც შეუძლია, რომ ქალმა გააკეთოს არის, რომ “დამნაშავე” გადასცეს ნათესავებს. თუ ქმრები ქალებს არ აძლევენ იმის უფლებას, რომ მანქანით იმოძრაონ, მაშინ ისინი ვალდებულები არიან, რომ ცოლები უზრუნველყონ ტაქსით ან მძღოლით. ამაზე ფულის დიდი ნაწილი მიდის და უკვე კაცებიც კი ითხოვენ მეფისგან, რომ ქალებს ნება დართონ, რომ ატარონ მანქანები. ტაქსისტებთანაც ქალებს მოსდით კურიოზები, მაგალითად: როგორც ვიცით არაბეთში ქალებს არ აქვთ უფლება, რომ ურთიერთობა ჰქონდეთ უცხო კაცებთან, ხოლო ტაქსისტი გამოდის “უცხო კაცი” და მაშინ როგორღა უნდა უთხრას ქალმა სად უნდა მიიყვანოს ტაქსის მძღოლმა. ეს ფაქტი ჩამოდის უკვე სრულ იდიოტობამდე. იუსტიციის სამინისტრომ 2010 წელს გამოსცა დეკრეტი, რომლის მიხედვითაც ტაქსისტს ქალმა უნდა დაალევინოს თავისი მკერდის რძე. ამგვარად ტაქსისტი გამოდის ქალისთვის მაჰრამი(ნათესავი). ამგვარად ქალს შეუძლია, რომ იურთიერთოს ტაქსის მძღოლთან თავისუფლად.
მეფე იღიმის და ამბობს, რომ თანაბარი უფლებებისთვის ერი მზად არ არის:
“მე მყარად მჯერა ქალების უფლებების. დედაჩემი ქალია. ჩემი და ქალია. ჩემი ქალიშვილი ქალია. ჩემი ცოლი ქალია. მე მჯერა, რომ დადგება დრო როდესაც ქალები შეძლებენ მანქანის ტარებას. ქალაქგარეთ ნახავთ უამრავ ქალს საჭესთან. მე ვთვლი, რომ ეს შესაძლებელი იქნება თავის დროზე, ხოლო მოთმინება მხოლოდ კარგის მომტანია”.
არის კარგი მაბავიც. ამ წელს ქალებს უფლება მისცეს, რომ ესეირნათ ველოსიპედებით, მაგრამ მხოლოდ წყვილში.

ქალები საუდის არაბეთში იშვიათად მუშაობენ. მათთვის ბევრი პროფესია არის დახურული, მაგრამ ამ მხრივ სიტუაცია უკეთესობისაკენ მიღოღავს. მიმდინარე წელს ქალებს უფლება მისცეს, რომ იმუშაონ ადვოკატებად. არაბეთში სურდათ, რომ აეშენებინათ ცალკე რაიონი ქალებისთვის, სადაც იმუშავებდნენ მხოლოდ ქალები. საუდის არაბეთში არის გასართობი დაწესებულებების სიმცირე, იქ არ არის თეატრები, კინო და ერთადერთი გასართობი არის მხოლოდ მაღაზია. ქალები ვერ იღებენ სრულფასოვან განათლებას, რადგან ადრიანად თხოვდებიან. მათ არაფერი არ იციან, რადგან არაფერი არ უსწავლიათ, ამიტომ კაცები უპირატესობას ანიჭებენ უცხოურ საზოგადოებას, რადგანაც რაღაცაზე მაინც ილაპარაკებენ.
ყველაზე არასასიამოვნო შეზღუდვა რაც არის ქალებისთვის არის მხოლოდ ის, რომ ქალებმა აუცილებლად უნდა ჩაიცვან აბაები, რასაც ჩვენთან ხუმრობით ეძახიან საწვიმარ ტანსაცმელს.

ძლიერადაა რეკომენდირებული, რომ ქალებმა არ იარონ თავსაბურავის გარეშე. ამაზე პოლიცია მაშინვე შეამჩნევთ. ქალთა უმრავლესობა თავს სრულიად იფარავს და იტოვებს მხოლოდ თვალებს, მაგრამ ზოგი კი ამას აკეთებს ნებაყოფლობით. ასეა მიღებული. ზოგს შეუძლია იაროს ისე როგორც დაბლითა ფოტოშია ნაჩვენები:

კაცთა 100% დადის საუდის არაბეთში თეთრი გრძელი პერანგებით. ალბათ კომფორტულია.
ადრე უფრო საშინელი ფაქტებიც მომხდარა საუდის არაბეთში. 2002 წელს ქალაქ მექას ქალთა ერთ-ერთ სკოლაში მოხდა ხანძარი და დაიღუპა 15 მოსწავლე. როგორც გაირკვა მათი გარდაცვალების მიზეზი იყო ის, რომ როდესაც უნდა გადარჩენილიყვნენ მათ უკან ხანძარში აიძულებდნენ შესვლას. მოწმეებმა ისიც თქვეს, რომ პოლიციელები სცემდნენ მოსწავლეებს იმის გამო, რომ ისინი არ ბრუნდებოდნენ ცეცხლში, რომ იქიდან გამოეტანათ ტანსაცმელი. 8 წლის შემდეგ 2010 წელს გულმოწყალე მეფემ აბდალამ მოსწავლეებს უფლება მისცა, რომ მეხანძრეებმა გადაარჩინონ “ჩაუცმელი ქალები”.
მთელი საუდის არაბეთი გაყოფილია ორ ნაწილად – კაცებად და ქალებად. ქალების ნაწილს დელიკატურად ეძახიან “ოჯახურ” ნაწილს. ნებისმიერ რესტორანში არის სექცია ცალკე მეოჯახეებისთვის და ცალკე კაცებისთვის.

ზოგიერთ რესტორანში არის გაყოფილი შესასვლელებიც კი. კაცების სექცია არის პატარა და იქ მხოლოდ დგას რამდენიმე მაგიდა, ხოლო ქალების სექცია არის უფრო დიდი. ქალებს შეუძლიათ, რომ მოიხსნან თავსაბურავები და მიირთვან გემრიელად საჭმელი.
ბევრ პარკში კაცებს არ უშვებენ, უშვებენ მხოლოდ ქალებს და ოჯახებს. სუპერმარკეტებში ერთ კაცს არ ემსახურება მოლარე. ზოგიერთ მაღაზიებში არის მთელი სართულები, სადაც კაცებს ასვლა არ შეუძლიათ. ასევე სასტუმროებში ხშირად აკეთებენ ცალკე სართულებს კაცებისთვის და ცალკე ქალებისთვის.
ხანდახან მოსწავლეებსაც სხვადასხვა დროს ასწავლიან, რადგან კაცები და ქალები ერთმანეთს არ შეეჩეხონ. საზოგადოებრივ ტრანსპორტიც დაყოფილია. საუდის არაბეთში უცოლო კაცებს ძლიერ უჭირთ, რადგან მათთვის მვრი დაწესებულება არის დაკეტილი.
ადრე ქალები თანამგზავრის გარეშე ვერ გადაადგილდებოდნენ. დღეს ისინი თავისუფლები არიან ამ შეზღუდვისგან, მათ შეუძლიათ გადაადგილდნენ თავისუფლად. ცოტახნისწინ ქალებს მისცეს საზღვარგარეთ წასვლის უფლებაც თანამგზავრის გარეშე, ოღონდ საჭიროა ქმრის თანხმობა.
თქვენ ალბათ გაინტერესებთ როგორ ეცნობიან ერთმანეთს ახალგაზრდები. საუდის არაბეთში დღეს არის ძალიან ცნობილი შემდეგი აპლიაკაცია – Who Is There? ამ აპლიკაციას შეუძლია, რომ იპოვოს ხალხი რამდენიმე კილომეტრის რადიუსში. ისინი ერთმანეთს უგზავნიან ფოტოებს და ეცნობიან, მაგრამ ადრე ეს ყველაფერი მარტივი არ იყო. 2007 წელს მამამ მოკლა ახალგაზრდა ქალიშვილი იმის გამო, რომ ის ემესიჯებოდა Facebook-ის საშუალებით უცნობ ბიჭს. ამ ფაქტმა პრესა ააფეთქა. კონსერვატორებმა მოუწოდეს მთავრობას, რომ სოციალური ქსელი დაეხურათ, რადგან ქსელი ხალხს უბიძგებს გარყვნილობისაკენ.
ყველაზე დიდ სირცხვილათ ითვლება რელიგიური პოლიციის მიერ დაპატიმრება, იმის გამო, რომ ქალს ჰქონდა კავშირი არანათესავ კაცთან. 2009 წელს ორი ახალგაზრდა გოგონა მათმა ძმებმა საჯაროდ დახვრიტეს თავიანთი მამის თვალწინ. ამავე წელს 23 წლის გოგონას მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა და ასევე 100 მათრახი, ეს გოგონა გახდა იმის მსხვერპლი, რომ მან იმრუშა და შემდეგ არაკანონიერი გზით ცდილობდა აბორტის გაკეთებას. გამათრახება გადაიდო მშობიარობის გამო, მაგრამ ასეთი შემთხვევების რაოდენობა იკლებს.




No comments:

Post a Comment