რამოდენიმე თვის წინ ერთმა ჩემმა მეგობარმა ზღვის გოჭი მაჩუქა. დანახვისთანავე შემიყვარდა და ვცდილობდი მისთვის კარგი მეგობრობა გამეწია. ,,გაბი" ასე ერქვა გოჭს რომელიც ზოგს დიდ აკვარეუმში მოცურავე სელაპი ეგონა, ზოგს ჩვეულებრივი გოჭი. განსაკუთრებით მამაჩემს უყვარდა ეს გოჭი და ,,გაბის" გამო გადაპუტული ჰქონდა მთელი სფ.კ ,,მერანის" სტადიონის ბალახეულობა. მისი სიკვდილიც სწორედ მან გადაიტანა მძიმედ და წუთიერი დუმილიც მიაგო. :):):(:(:(
მოკლედ ჩემი ,,გაბი" ნათელში იყო და მინდა ცოთა რამ გაგანდოთ მათ შესახებ:
ზღვის გოჭი (Cavia porcellus), გვინეური ზღვის გოჭი, ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი უკუდო სხეული 35 სმ აღწევს. უკანა თათზე 3 თითი აქვს, წინაზე – 4, ზურგი – მოყავისფრო-რუხია. ცხოვრობს პერუს მთისწინების ღია ადგილებში. ბინადრობს სოროებში პატარ-პატარა ჯგუფებად. წელიწადში 2-ჯერ შობს 1-4 ნაშიერს. ზღვის გოჭი (ან მისი ახლობელი სახეობა) სახორცედ მოაშინაურეს ინკებმა. ევროპაში შემოყვანილია XVI საუკუნეში. ზღვის გოჭს იყენებენ ბიოლოგიასა და მედიცინაში ფიზიოლოგიური, იმუნოლოგიური და სხვა ცდებისათვის. ტყვეობაში მრავლდება მთელი წლის განმავლობაში და შობს 6 ნაშიერს. ცუდად იტანს ტენპერატურის მკვეთრ ცვლილებას.
პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ რომ ზღვის გოჭებს უყვართ ბოსტნეული. გირჩევთ გამოკვებოთ თქვენი მუცელა გოჭი შემდეგი ბოსტნეულით: სტაფილო,გათლილი კატოფილი,სალათის პურცელი,პეტრუშკა,კამა,კომბოსტო,კიტრი,პამიდორი.
ეს საკვები არის ძირითადი და მნიშვნელოვანი ის თქვენს მუცელა გოჭს სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს. საცხოვრებელი პირობები.
პირველ რიგში გახსოვდეთ რომ ზღვის გოჭი პატარა შეიძინოთ რადგანაც ადვილად შეგეჩვიოთ.
აკვარიუმში ჩაყარეთ ნახერხი და ყოველ 3 დგეში ერთხელ გამოუცვალეთ ნახერხი ჰიგიენის დაცვის მიზნით.ნუ გააღვიძებთ ზღვის გოჭს, როცა ძინავს ან არ შეაშინოთ ის რადგანაც შეიძლება გული გაუსკდეს და ….. ამიტომ აცალეთ ძილი . მათ დიდი ნაწილი ძინავთ როცა შეჭამენ ხელში არ აიყვანოთ (ახალნაჭამზე რა) აცალეთ დაისვენონ მოინელონ საკვები.
No comments:
Post a Comment