დაუსრულებელი უკმაყოფილების გრძნობა, რაღაც მრჩება, მაგრამ რა? ფორიაქი და გამალებული ფიქრები დატოვებულზე.
დამრჩა თუ დარჩა?
ჩაფიქრებული, ჩადუნებული დანაკარგზე, რაღაც ინისლება, რაღაც იფანტება, სითბო ინასკვება, სიცივე იფარგლება, ჟრჟოლა ატანილი მოხუცს ემსგავსება, ენატრება, სადღაც ელანდება.
ფიქრი დატოვებულზე ისევ ათრთოლდება, მწუხარე მოგონება ისევ დაბრუნდება. შეგაწუხებს აღარ მოგეშვება, ისევ დაბრუნდება. დაგამცირებს, ჩაგაფიქრებს და გულს მიგიძინებს.
დატოვებულს იღებ, მაგრამ გული აღარ იხედება, აღარც ახსოვს, აღარ ფიქრობ, ღარც ენატრება. მოგონებებში მოწოლილ სევდას ემალება.
გარეთ კი ვიღაც ცრემლებით ბობოქრობდა, არ ანებებდა ბოდიალს დამღლელს. მღეროდა სულში... გაჭრილ იარას არ ეხებოდა. დარჩენილს ეძებდა, ქუჩაში ხეტიალობდა, ელოდებოდა ნანატრს ელოდებოდა.
ფორიაქს, უაზრო კანკალს აეტანა მისი სხეული, ვერ ჩერდებოდა. სიცხეში ციოდა სული ეყინებოდა. ენატრებოდა, ელანდებოდა ... უაზრო ფიქრებში ბოდიალობდა. ტუჩებს კი ენით გამალებით ნერწყვით ანებივრებდა.
მარტოსული ამდენ მეგობრებში ვერ ეტეოდა. გარიყული ყველას ნანატრ ანგელოზად ევლინებოდა. საკუთარი პრობლემებით დაღლილს სხვისი ემატებოდა, სხვისთვის ყველაფერს, თავისთვის არაფერს არ იშურებდა.
.... ავიწყდებოდა ... ის მუდამ ავიწყდებოდა. მინაზე დაორთქლილ ხაზებს უსასრულოდ ეფერებოდა, რადგან მის განვლილ ცხოვრებას ძლიერ აგონებდა.
... გარეთ კი ისევ მდუმარედ ციოდა.
მიუყვებოდა ბილიკებს ისევ ჩაფიქრებული, ის კი ისევ ავიწყდებოდა.
No comments:
Post a Comment