Monday, December 23, 2013

რას აღნიშნავენ სიმბოლოები რომლებიც თქვენი მოწყობილობების უკანაა?

ბევრ გაჯეტებს და მოწყობილობებს მოყვება უკნიდან იეროგლიფები, რომლების ნაწილიც გასაგებია ჩემი განმარტების გარეშე, მაგრამ დარწმუნებული ვარ სულყველა მათგანის მნიშვნელობა თქვენ არ იცით, ამიტომ მე ვაპირებ, რომ განგიმარტოთ თუ რას ნიშნავენ ისინი და ამავდროულად მეც ვისწავლო. 
შტამპი წარწერით Underwriters Laboratories. ეს არის დამოუკიდებელი, არაკომერციული კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია “ტექნიკის მეცნიერების უსაფრთხოებაზე”. ის ამოწმებს, აანალიზებს და ატარებს ფართო სპექტრის ნაწარმის აუდიტს. ის მოქმედებს მხოლოდ ამერიკაში, კანადაში და მექსიკაში. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ნაწარმი შეესაბამება ტექნიკის უსაფრთხოების სახელმწიფო და ფედერალურ წესებს. ტექნიკის უმეტესობა რაც კი იყიდება ჩრდილოეთ ამერიკაში კონკრეტულად კი ციფრული კამერები, ელექტრო გიტარები, ყურსასმენები OLED დისპლეები ამოწმებს სწორედ Underwriters Laboratories-ი. UL-ის ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია სადაზღვევო კომპანიებისთვის, ეს ნიშანი მათთვის არის პროდუქტის ხარისხიანობის მანიშნებელი.
CSA International ეს არის კიდევ ერთი დამოუკიდებელი კომპანია, რომელიც ატარებს პროდუქტის ტესტირებას, მაგრამ UL-ისგან განსხვავებით ეს კომპანია ამოწმებს ნაწარმს თუ რამდენად უსაფრთხოა ის ცხოველებისთვის. სანტექნიკის სისტემები, ვენტილაციის და კონდინცირების სისტემები და ელექტრონიკა სანამ გამოვა ამერიკის შეერთებული შტატების და კანადის ბაზარზე მანამდე გადის შემოწმებას CSA International-სგან. CSA-ს შტამპი აღნიშნავს, რომ პროდუქცია შეესაბამება უსაფრთხოების ყველა მოქმედ სტანდარტებს როგორც ადამიანებისთვის, ასევე ცხოველებისთვის ამერიკისა და კანადის ტერიტორიაზე.
როგორც ვიცით გაიზარდა მობილური მოწყობილობები, რომლებიც მუშაობენ ან იჭერენ უკაბელო ქსელებს, ამიტომაც აშშ-ში გადაწყვიტეს, რომ შეემოწმებინათ თუ რამდენად უშლის ასეთი გაჯეტებისგან წამოსული ტალღები სხვა მობილურ მოწყობილობების მუშაობას ხელს. კავშირგაბმულობის ფედერალური კომისია ანუ იგივე Federal Communications Commission და ანუ იგივე FCC-ი ატარებს ტესტებს ყველა მობილურ მოწყობილობაზე და თუ მოწყობილობა უსაფრთხოა მაშინ ასეთ ნიშანს სვამს გაჯეტზე.
პრაქტიკულად ყველა ნაწარმს რაც კი შედის, იქმნება და იმპორტირდება ევროკავშირში თან უნდა ერტყას ეს ნიშანი – CE, რაც იშიფრება როგორც Conformité Européenne. ეს ნიშანი აღნიშნავს, რომ პროდუქტი პასუხობს ყველა ნორმატიულ მოთხოვნებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტი ევროკავშირში გასაყიდად ვარგა. ასევე აღნიშვნა თვითონვე არ იძლევა იმის გარანტირებას, რომ პროდუქტი უეჭველი ვარგისია და ევროკავშირში შემოწმება ისე ხშირად არ ხდება როგორც ამერიკის შეერთებულ და როგორ შემოწმებასაც ატარებს თუნდაც CSA International-ი და UL.
ოფიციალურად ამ ნიშანს ქვია CE R & TTE Directive. ეს ნიშანი იმის მანიშნებელია, რომ პროდუქტი არღვევს უკაბელო ქსელების წესებს. მაგალითად iPhone-ი არღვევს ფრანგულ წესებს და ამიტომაც ღია ადგილას მისი მუშაობა შესაძლებელია მხოლოდ 2,4Ghz და 2.454Ghz დიაპაზონებში.
ეს სიმბოლო აღნიშნავს იმას, რომ პროდუქტი შეესაბამება ევროკავშირის მიერ დადგენილ მოთხოვნებს და პროდუქტი არ უნდა იქნეს გადაგდებული პირდაპირ სანაგვეში, არამედ ის უნდა მივიტანოთ სპეციალურ ცენტრში.
მიუხედავად იმისა, რომ СЕ წარმოადგენს მთელ ევროკავშირში პროდუქტების სტანდარტების დაცვის ორგანიზაციას, ზოგიერთ ევროპულ ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში ხდება დამატებით პროდუქტის შემოწმება. ეს ნიშანი რომელსაც ჰქვია TÜV Rheinland GS Mark აღნიშნავს იმას, რომ ელექტრონული პროდუქტი შემოწმებულია დამოუკიდებელი კომპანიის მიერ და შეესაბამება სტანდარტებს. TÜV Rheinland GS Mark-ი არის ამერიკული UL-ის ანალოგი.
აი ესეც ჩინური სასერთიფიკაციო ნიშანი. დღეს მსოფლიოს ნახევარი მაინც იყენებს ჩინურ პროდუქტს რადგან იაფია, ამიტომ ჩინურ ნაწარმს მოყვება ეს ნიშანი – CCC. ეს ნიშანი არის როგორც გაჯეტებზე, ასევე მანქანების საბურავებზე, ტანსაცმელებზე და ერთი სიტყვით თითქმის ყველაფერზე.

No comments:

Post a Comment