Monday, December 23, 2013

,,ლაკი” ლუჩიანო

ჩარლზ ,,ლაკი” ლუჩიანო –  სიცილიელი განგსტერი, რომელმაც მოახერხა ამერიკაში  დიდი მაფიოზური ოჯახების გაერთიანება და  მართვა წლების განმავლობაში.
ჩარლზ «ლაკი» ლუჩიანო დაიბადა კუნძულ სიცილიაზე 1897 წელს, 9 წლის შემდეგ კი მისი ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადასახლდა. გავიდა ხანი, ახალგაზრდა ჩარლზი “ხუთი წერტილის” ბანდის წევრი გახდა. ხუთი წლის განმავლობაში, ბანდის მთავარი შემოსავლის წყარო პროსტიტუცია იყო, ლუჩიანო კი აკონტროლებდა რეკეტიონ ბანდიტებს მთელ მანჰეტენზე. 1929 წელს ლუჩიანოზე მოაწყვეს თავდასხმა, რომელიც კრახით დასრულდა. ამ დღიდან “ლაკიმ” გადაწყვიტა დამნაშავეების ნაციონალური სინდიკატის შექმნა.

1935 წლისთვის “ლაკი” ლუჩიანო “ბოსების ბოსად” მოიხსენიებდნე – არამარტო ნიუ-იორკში, არამედ მთელ ამერიკაში. 1936 წელს ჩარლზი დაიჭირეს და მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა 30-დან 50 წლამდე ვადით.

ათი წლის შემდეგ “ლაკი” გაანთავისუფლეს 1 პირობით – მას უნდა დაეტოვა ნიუ-იორკი და დაბრუნებულიყო იტალიაში. ლაკის ძალაუფლებაზე ყველაზე კარგად 1 ფაქტი მეტყველებს: მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკის მთავრობამ ლუჩიანოს დახმარება თხოვა იტალიის ტერიტორიაზე, თავისი საჯარისო ნაწილების გადმოსასხმელად. ჩარლზ “ლაკი” ლუჩიანო დაიღუპა 1962 წელს გულის შეტევით.

No comments:

Post a Comment