Sunday, January 19, 2014

,,ფაიფურის ქალი რკინის აბჯრით.“

21 -თე საუკუნეში არც თუ ისე ცოტაა მაგალითი პოლიტიკოსი ქალების     საზოგადოებაში, პოლიტიკაში, ბიზნესსა და ზოგადად ჩვენს ირგვლივ არსებულ სივრცეში  მათი აქტიურობის  და ძალაუფლების  შესახებ.  არადა, ჯერ კიდევ ახლო წარსულამდე, ითვლებოდა, რომ ქალებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებოდათ და პოლიტიკური მოღვაწეობა, მხოლოდძლიერისქესის პრეროგატივა იყო. ისტორიულად ისე აეწყო, რომ ქალისა და მამაკაცის როლები მკვეთრად გაემიჯნა ერთმანეთს. მამაკაცი იყო მომპოვებელი, ხოლო ქალი_ ოჯახური კერის მცველი. ეს სტერეოტიპი საქართვცელოში თითქმის უკვე დარღვეულია და მისი ერთ-რთი ნათელი მაგალი ეკა ბესელიაა. 
მკაცრი იმიჯის მიღმა ,,ფაიფურის  ქალმა, რკინის აბჯრით“  შეძლო საზოგადოებისათვის ქალის როლის სხვაგვარად წარმოჩენა. ეს პოლიტიკაა, ეს ხალხის სამსახურია, სადაც დღის განმავლოაბში უამრავი ადამიანის გულისტკივილი იყრის თავს.  რთული მომენტები არაერთი ყოფილა მის ცხოვრებაში, მაგრამ ის ყოველთვის ცდილობდა მკვეთრად,  კომპეტენტურად, მიზანმიმართულად და დიპლომატიურად ემოქმედა.
დღეს კვირა დღეა  და მიუხედავად იმისა, რომ დასვენების დღე აქვს, უარი არ გვითხრა და ჟურნალ ,,star”- ს ვრცელი ინრეტრვიუ მისცა ისეთ თემებზე როგორებიცაა  სათნოების, მზრუნველობისა და შინაგანი კეთილშობილების გამოხატვისეთ ძლიერ საქმეში, როგორიცაა პოლიტიკა, ბიზნესი თუ სხვა საზოგადოებრივი საქმერა უფრო მნიშვნელოვანია, ძლიერი დედა, მეუღლე თუ იგივე, პოლიტიკოსი?
 ქალს რომელსაც ერთი შეხედვით   საკმაოდ მკაცრი გამომეტყველება აქვს სულაც არ აღმოჩნდა ამ იმიჯის მატარებელი და მისი მხიარული განწყობა გადამდები აღმოჩნდა  მთელი ინტერვიუს განმავლობაში.
რას ფიქრობთ გენდერულ თანასწორობაზე, როგორც ქალი როგორ მიგაჩნიათ საქართველოში დაცულია გენდერული თანასწორობა?
მე როგორც გენდერული საბჭოს  წარმომადგენელი , თანასწორ უფლებიანობის პრინციპს ვაღიარებ და ვიცავ. საქართველო ხომ ტრადიციული ქვეყანაა. მიუხედავად იმისა, რომ 12 საუკუნეში ჩვენ გვყავდა ქალი  მეფე თამარი და ამან ჯერ კიდევ შორეულ წარსულში აღაფრთოვანა ევროპელები და არამარტო ევროპელები აქ თანასწორობამ ფესვები მყარად ვერ მოიკიდა.  მე მაინც გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ. ამ თანასწორ უფლებიანობში იმდენად განსაკუთრებულია ქალის  როლი , რომ იგი ვერასდრის ვერ შეითავსებს მამაკაცის როლს და პირიქით მამაკაცი თავისი განუმეორებელი როლით. მე არამგონია რომელიმეს უნდა ქონდეს ის კომპორტი, რომ  განსაზღვრონ ვინ უფრო ზუსტად არის შერჩეული და მორგებული ამ როლში. რატომ უდნა გინდოდეს იმაზე ნაკლები რაც შენ შეგიძლია გქონდეს  ან პირიქით.  მე ვფიქრობ, აქ განსაკუთრებულია ორვეს როლი  და ფუნქცია, ეს ყოველივე თუ სწორად არის დანახული და გაცნობიერებული არამგონია ამან შინაგანი დისკომფორტი მოუტანოს ვინმეს.
რას მოითხოვს საზოგადოება ქალი პოლიტიკოსისგან ?
უფრო მეტს რათაქმაუნდა ვიდრე  ნაკლებს. (იღიმის) ქალები ნაკლებად არიან წარმოდგენილებიწამყვან პოზოციებზე, ეს დისბალანსი ყველგან არის, თუმცა ბოლოს წლებში ბევრი ცვლილება მოხდა საკანონმდებლო კუთხით აძლიერებენ ქალებს. მაქსიმალურად ცდილობენ ხელი შეუწყონ, რომ ხელმძღვანელ პოზიციაზე იყვნენ ქალები.  საქართველოში მართალია  გაორმაგდა იმიტომ, რომ წინა პარლამენტში იყო 6 პროცენტი ქალი დეპუტატი, დღეს არის 100 პროცენტი. ანუ შედარებით მაღალი, თუმცა მიჩნეულია 30 პროცენტს მაინც უნდა აჭარბებდეს.  ამ კუთხიტაც ვგეგმავთ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ წავახალისოთ ქალები საჯარო აქტიურობის ტვალსაზრისით. რატომ ხდება ეს , ამას ბევრი მიზეზი აქვს და ერთ - ერთი არის ის ტრადიციები, რომ მიჩნეურია პოლიტიკა არ არის ქალის საქმე.
ანუ ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ დრო სწრაფად გავიდა და ქალი გაძლიერდა და აღარ არის სუსტი სქესი?!
კი, დრო სწრაფად გადის , სწრაფად იცვლება ყველაფერი და ამ ყველაფერს მოაქვს სრულიად ახალი გამოწვევები. ბოლო პერიოდი, ბოლო წლები, რომელიც იყო საქართველოსთვის ძალიან მძიმე ქალმა ძალიან ბევრი ფუნქცია აიღო საკუთარ თავზე. მათ შორის  ბევრი მამაკაცის ფუნქციაც.  ამით ქალმა, ქალტა აქტიურობის თვარსაზრისით  დიდი ნახტომი გააკეთა, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.  თუმცა ქალის როლის მომატებას საზოგადოებაში არ გულისხმობს მამაკაცის როლის დაკნინებას.
როგორ  ფიქრობთ ქალს უფრო მეტი ფუნქცია აკისრია თუ მამაკაცს ? თუნდაცა ავიღოთ დედის როლი, ოჯახის თვალსაზრისით. ეს ყოველივე ხომ არ დაკარგა ქალმა დღევანდელ რელობაში ?
საბოლოოდ , რომ ავიღოთ  ,,ქართლის დედა“ არის სიმბოლო და ,,ქართლის მამა“ არც გასჩენია აზრდა არავის.  დედა საწყისი როგორც ქალის ასევე მამაკაცის, ამიტომაც თავისატავად უნივერსალურობა ქალის აქედან მოდის და  ფენომენი, რომ საქართველოში განსაკუთრებულად აღიარებენ ქალის როლს და პატივისცემას. 

როგორი დედაა ეკა ბესელია?
ჩემს შვილებს , რომ ჰკითხო  აიი მაგალითად ჩემს 9 წლის გოგოს ცუდია როცა  ცნობილი დედის შვილი ხარო.  (იცინის) ვეკითხები რატომთქო ? იმიტომ, რომ უფრო ნაკლებად ნახულობ დედასო.  მახსოვს ვუპასუხე ამას ცნობადოიბასთან არაფერი შეხება არაქვს ეს პოლიტიკაა ესეთუ ბევრი დრო მიაქვსთქო. დისკომფორტი ააქვთ რათქმაუნდა ჩემს შვილებს. განსაკუთრებით ქუთაისში პარლამენტმა მე მომწყვიტა ოჯახს. ძალიან მძიმეა გულწრფელად, რომ გითხრა, მაგრამ მთელი დარჩენილი დრო, ფიქრი და ენერგია მიმართული მაქვს იქითკენ , რომ ჩემი შვილებს ქონდეთ ჩემთან მუდმივად კონტაქტი. ეს რთულია, ყველაფერი ერთად არ გამოდის. მე ძალიან  რთული კომიტეტი მაბარია. ეს ყველაფერი რაღაცის ხარჯზე ხდება და ამ რაღაცეებსში მოყვნენ ჩემი შვილები. ეს სამწუხარო რეალობაა, თუმცა არის ის დღეები, შაბათი- კვირა როცა ხშირად მიწევს ჩემს გოგონასთან ერთად სიარული შეხვერდებზე. (იცინის)

პირადი ცხოვრება? მოხდა თუ არა ამ ,,რაღაცეების დათმობაში“ პირადი ცხოვრება?
დიახ! როდესაც დიდი დოზით თავს უძღვნი საჯარო სამსახურს.  ,,ადამიანის უფლებები“ ეს არის პოლიტიკაზე მეტი, ეს ბევრად საპასუხისმგებლო საქმეა ვიდრე პოლიტიკა. რომ გითხრა პოლიტიკისთვის ოჯახს შევწირავ, არ არის ესე. მე ბავშვობიდან არ მიყავრს უსამართლობა და ამითვის ტოველთვის ღიად და ხმამაღლა ვიბრძვი, ყოველთვის ვცდილობდი ჩემი წილი სამართლიანობა აღმედგინა. მე ამ იდეალებიტ მოვედი პოლიტიკაში.  პოლიტიკის გამო ესე ვერავის ვერ გავწირავ ვერც ოჯახს, ვერც შვილებს, მაგრამ საქმე, რომელსაც შევეჭიდე მოითხოვს მაქსიმალურად თავის გადადებას. თუ პირადი ცხოვრებისთვის მეტი დრო გჭირდება, ამშინ ეს დორ იმ საქმეს აკლდება. მე არჩევანი გავაკეთე, ეს ჩემი არჩევანია. არავის დაუძალებია ამის გაკეთება, შინაგანად ესე მოდის. ან გნდა ან არ გინდა. მე რადგან ავიღე ეს ვალდებულება,მიმაჩნია, რომ ეს რაღაცის ხარჯზე უნდა ხდებოდეს. ყველაზე ძაან რათქმაუნდა ის მაწუხებს, რომ ჩმეს შვილებს და ოჯახს ვაკლივარ, თორემ პირადისთვის ახლა მართლა არ მაქვს დრო. რთული გზაა, მაგრამ დრო ისე გარბის, რომ ემ ამას ვერ ვგრძნობ. მე დრო არასოდეს მყოფნის სულ მაკლია. ყველაფერს 24 საათში ვერ ვასწრებ. ხშირად ხდება, როდესაც მე პარლამენტის შენობიდან ყველაზე გვიან გამოვდივარ. კოლეგები ხშირად მეუბნებიან, რომ უნდა დავისვენო, ცოტა გავერთო, მაგრამ მე ამ რეჟიმს უკვე შევეჩვიე. (იცინის)  მიმაჩნია პირადის ხარჯზე, რამე უფრო ღირსეულის გავაკეთება ღირს.

სინანულის გრძნობა არ გაგიჩნდებათ, რომ დრო ასე სწრაფად გავიდა, თქვენ მაინც ვერ ააწყვეთ თქვენი პირადი ცხოვრება და თითქმის მთელი ცხოვრება  საქმეს შეალიეთ?!
კი, შეიძლება დრო, რომ გავიდეს რარაც სინანულის გრძნობა გამიჩნდეს და ვიფიქრო ჯობდა გადამენაწილებინა დრო, მაგრამ დღეს ესე ვცხოვრობ.

გაიხსენეთ თქვენი ყველაზე ბედნიერი 5 დღე...
5 ცოტაა იქნებ 6 იყოს ? (იცინის)

თუ გნებავთ 41 იყოს ...
ექვსი იყოს. (იცინის) პირველი და მეორე თავისთავად ჩემი შვილების დაბაბადების დღეები.  მესამედ როპდის იყო ? (ფიქრობს) თავისტავად ამ ექვსეულში შედის პირველი ოქტომბრის გამარჯვება. ეს არ იყო მ,ხოლოდ გამარჯვება, ეს იყო დიდი წარმატება საქართველოსთვის.  იყო რაღაც შუალედური ბედნიერი დრეები, მაგრამ აიი ყველაზე ბედნიერი და დასამახსოვრებელი დრე იყო ჩემთვის, როდესაც 80 პოლიტპატიმარი გავანთავისუფლეთ. მე არასოდეს არ დამავიწყდება ის დღე ის ემოცია. მათი ბედნიერი სახეები, იმედიანი თვალები. გული მწყდება ფოტოს გადაღება, რომ ვერ მოვახერხეთ.

რომ არ ყოფილიყო პოლიტიკა, რომ არ ყოფილიყო კანონი, რომ არ ყოფილიყო იურიდიული საკიტხები ვინ იქნებოდა ეკა ბესელია ?
(ფიქრობს) არ ვიცი ვინ ვიქნებოდი. ალბათ ვიქნებოდი სამეცნიერო სფეროში, შეიძლება ვყოფილიყავი პედაგოგი. ძალიან მომწონდა სცენაც. ალბათ უფრო  ხელოვნებას ავირჩევდი. სხვათაშორის ძალიან მიყვარდა ლექსები, მაქვს რამოდენიმე ჩემი ავტორიბით შექმნილი ლექსებიც. (იცინის)


No comments:

Post a Comment