Friday, July 8, 2011

უპასუხო პასუხები

ჩვენ ვართ ისეთები , როგორებადაც თავს ვიკატუნებთ.
ჩვენ ვართ ისინი ვინც გარკვეულ როლებს თამაშობენ ამ სამყაროში, ასე რომ ფრთხილად ვიყოთ ჩვენი როლის შერჩევისას.  შემთხვევითობა არ არსებობს,  არსებობს მხოლოდ გამიზნული ქმედებები და ამ ქმედებებზე ზოგჯერ არც ჩვენ ვაგებთ პასუხს. თავდაჯერება იმისა რომ რაღაცის გვწამს,  ცრურწმენები - ეს ისაა, რასაც ბრიყვები ყველაფერს აბრალებენ. აბრალებენ მხოლოდ იმიტომ, რომ თავიდან აიცილონ ის პასუხისმგებოლობა რაც სამყარომ დაგვაკისრა.  
არსებული , არასებულია და ამ არსებითომაში მთელი სონატა იმალება. ნოტები უკრავენ და უბრალოდ ყველაფერი მიდის მხოლოდ სწორ გზაზე.  არააქვს მოსახვევბი ამ გზას.  მკაცრია იყო თქმული! არაფერი მოდის იოლად, არც ყვავილი გაიხარებს უმიზეოდ. ყოველი ნაბიჯი ინახავს რაღაც აზრობრივ, სანამ მის წართმევას მოინდომებენ  როცა ვხედავთ, რომ ჩვენს აზრებს იპარავენ, ყვირლის ატეხვამდე, უნდა დავფიქრდეთ- მართლა ჩვენია თუ არა ეს აზრი.  იქნებ ეს ყოველივე უკვე იყო ჩვენამდე? იქნებ ეს ყოველივე უკვე ჩვენამდე მოიპარა ვინმემ?! 
გზა...  სიმართლისაკენ მისწრაფული, სხეულის ჭიდილი სულთან. სწორია თუ არასწორი? მართალი თუ მტყუანი? კეთილი თუ ბოროტი? საუკუნის სიტყვები გაშვებული ჰაერში და ზოგჯერ არც კი იცი ვის ეკითხები.  შვილების მჭამელი მართმლსაჯულება და კანონი.
ხოლო ვინ ვართ ჩვენ შვილები მოსულები არსაიდან თუ შვილები მოსულები პასუხების საძებნელად?  იმ კითხვების პასუხებისა, რომელნიც ოდიდგანვე ჩვენში ინახება, პასუხისმგებენლიც ჩვენ ვართ ყოველივე ჩვენი საერთო წესისაგან, ნორმისაგან გადახვევის გამო. 
...და თვენ რას იტყვით ღირსნი ვართ, რომ გაგვანთავისუფლონ ჩვენი როლებიდან სამუდამოდ, რომ ჩვენი ქმედებების გამო აღარ ვაგოთ პასუხი, რომ პასუხებს ექნებათ კითხვები და პირიქით, ან ის რომ ცრურწმენები აღარ იარსებებენ???
ბოლოს ხომ ჩვენ მაინც შეკითხებთან მივედით, რომელთა პასუხები ისევ ჩვენს გულებსა და სულებშია.

No comments:

Post a Comment