რაღაც იყო..
ვიღაც იყო...
სადღაც იყო...
ყოველივე დარჩა იქ ვისთანაც უნდა დარჩენილიყო. ოდესღაც მოღრუბლული სამყარო, განათდა. გამოვედი შემნილი სამყაროდან, რომელიც კვერცხის ნაჭუჭივით იოლად გატყდა. მიხარია, რომ მანდ სამუდამოდ არ დავრჩი ჩემს ოცნებებთან და ფიქრებთან.
იყო დრო როდესაც მე მოვკვდი საკუთრ სამყაროსთან ერთად. თუმცა აღმოჩნდა ის არ მომკვდარა მხოლოდ ჩემში ჩაიმალა.
პეიზაჟი რომლის აღწერა მე მინდოდა წყლითაა დააფარული, ასევე ბუნდოვანია სპექტაკლი, რომლის დადგმა ჯერ ვერ მოვასწარი. მიმოფანტულან მსახიბებიც.
გვირილებით მოპენტილი მინდოდი მამშვიდებს. ყვავლების სურნელი, ამოუცნობი ადამიანის სურვილები, როგორი ძნელია ვინმეზე წერო. სიყალბე არ გამომივა, მხოლოდ სიმართლე და ,,გამის“ სისწორე, როგორი ძნელია ,,მუსიკის“ არევა. ,,მუსიკის“ რომელსაც არ უყვარს სიყალბე.
ადამიანი იბადები ერთხელ და იბადები ბედნიერებისთვის. მე შევცვალე ჩემი ტაქტიკა, მომავლისთვის მხოლოდ კარგი იქნება ჩემი ლექსიკა. არაფრით იწყება ყველაფერი და წამიერად გამიჩნდა შეკითხვა: არის აქ ბედნიერება?
გრძნობები გულშია, ფერები კი ყვეგანაა სულში, გულში, გონებში... რა არის ნაწილი ამ ყოველივესი?
ადამინის ნაწილი ხომ სიცოცხლეა, მისი ნაწილია ტკივილი, სიხარული, ტირილი, ღიმილი და ის ამოუცნობი სიტყვა ,,ბედნიერებაც“.
რა მცირედია საჭირო რომ იყო რაღაცნაირი სიხარული, რაღაცნაირი კეთილი, რაღაცნაირი ფერადი....
ხო, აი, ალბათ ესაა ის ამოუცნობი გრძნობაც, რომელიც ვერ გავშიფრე და სადღაც დავკარგე.
და....
დრო...
ტკივილი...
სევდა...
ცრემლი და ისევ...
დრო....
მოვიდა ის მეწვია, ჩემს გულშიც დაიდო ბინა. ის მოვიდა და მე ვერ გავუშვი ის უკანასკნელი ბედნიერება, რომელიც ჩემთვის ცხოვრებამ გამოიმეტა .
მე დავრჩი, ის დარჩა. ჩვენ დავრჩით ერთად სმუდამოდ ...
No comments:
Post a Comment