გადაეშვა რუხის ფერი სული და მე მარტოობა ვიგრძენი... შიში სასოწარკვეთისა. სურნელი კანისა, რომელიც წლებია მიღიტინებს გონებას, სულს, სხეულს და ყოველ იმ კაპილარს რაც გამაჩნია.
დახუთული ჰაერი, სიკაშკაშე სადღაც გაქრა.
ღმერთო! როგორ მჭირდები. რწმენის გაღრმავება სიცარილეში, სამყაროს მარადიულობის არსებობის განადგურების მოწმობა მჭირდება ჩემში. წავალ, ალბათ ოდესმე მეც წავალ და არაღაფერს დავტოვებ უკან. მხოლოდ სურნელი იტრიალებს ჩემი, ოღონდ სხვისი გონებით.
... და მე მოვალ, ისევ მოვალ. მხოლოდ მას დაემართება გაორება ვისთანაც მოვა. ისე იქნება როგორც ახლა მე ვარ. ვისი სურნელი დარჩა ჩემში?! ან პირიქით ვისი მერგო წილად რომ მეტარებინა?! სუნთქვა გვიჭირს... ჩვენ ხომ ორნი ვართ ერთ სხეულში.
ამოდიი... ამოდიი... გთხოვ.!! მე ხომ ვიხრჩობი. ყველა მოძრაობა , ყველა შეხება ჩემს ნაზ კანთან გაურკვევს ტკივილს მანიჭებს. აქ მხოლოდ ერთის ადგილია, შენ ხომ იცხოვრე, შენ ხომ ისუნთქე, შენ ხომ გიყვარდა.... ახლა ეს ყოველივე ჩემია, მე მეკუთვნის, ჩემი ჯერია.
იცი რა მენატრება?! საკუთარი გულის სიცარიელე, საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენა. ვგრძნობ რომ შენ არ წახვალ, არა და როგორ მეიმედებოდა შენი გამგზავრება სულ ცოტახნით მაინც. არ წახვალ! მაშ მე წავალ დაე დარჩი შენ ისევ და იყავი სულ, მუდამ, დიდხანს. მოგბეზრდება ეს ერთფეროვნების განტოლება, რომელიც ვერავინ ამოხსნა. -რამეს მოიფიქრებ? არამგონია ისეთი რამ მოიფიქრი, რაც აამდე არავის ჩაუდენია, არამგონია შენნაირი ეგოისტიც იყოს სხვა ვინმე...
მაშ არ წახვალ?
მაშ მე წავალ....
დაგტოვებ სამუამოდ ეულს და აღარასოდეს მოვალ. დასრულდება ეს რახარუხი ჩემშიც, დამწვარ მიწაზე ისევ ამოვა ლამაზი გვირილები. მათი სურნელით ვივლი მხოლოდ, შენ კი დაგივიწყებ მიეცემი სამუდამო ძილს და წუხილს.
გავფრინდები, ფრთებს შევალეწ მწვანე ღრუბლებს და დავეშვები ზღვისპირა წითელ ნაპირზე სადაც ვიქნებით მხოლოდ მე და ჩემი ნუგეში, იმედი და ის მარტოობა რასაც მივტირი.
,,იმედი ბოლოს კვდება, ის ჩემში ისევ ცოცხლობს. „
No comments:
Post a Comment