Friday, July 8, 2011

**** **** ****

თემის ძებაში იმდენი ფორუმ გვერდები შემოვიარე რომ თვალიც კი ამიჭრელდა.  ეს ფოტო ხელოვნებაო, ის ლიტერატურაო, მოკლედ ძალიან ბევრი ვირბინე საიტებს შორის და ბოლოს იმ თემას წავაწყდი რაც ასე თუ ისე ყველაზე ძალიან მაღელვებდა. მართლია ეს ის არაა რაც უნდა დამეწერა.
   ეს არაა რომელიმე წიგნის განხილვა და შეფასება უნიკალური ნახატებისა, რომელიც კულტურის დარგს შეეფერბა, მაგრამ ეს ისაა რაც ყველას გვაღელვებს და გვაერთიანებს.
 ლოს ანჟელესში, მილკენის ინსტიტუტის ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციაზე გამოსვლისას 27 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა აუდიტორიას განუცხადა, რომ ის "ნაწილობრივ" იზიარებს სასამართლო სისტემის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას, ხოლო მედიის თავისუფლების მისამართით გამოთქმულ პრეტინზიებს მან "სრული სისულელე" უწოდა.   სამწუხაროა, რომ ქართული მედია დღეს თავისუფლებით ვერ დაიკვეხნის, ერთი დინებით მიედინება და არც აპირებს ამ დინებას გადაუხვიოს. დამნაშავის ძიება ალბათ ცოტა უხეხული იქნებოდა, თუმცა ეს არ გახდა საჭირო  თვით აღიარება უგუნურობისა თავად მოახერხეს. დამნაშავე ალბათ, სიტყვა „დემოკრატიაა“, რომელსაც დღეს სიტყვის მასალად თუ გამოვიყენებთ. ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოს დამახასიათებელი ნიშანია. იგი სამ შტოდ იყოფა საკამნონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებად, სამივე ერთმანეთის მიმართ კონტროლს ახორციელებს, ამის გარდა არის მეოთხე ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების წინაშე დიდი ვალდებულება დააკისრეს. საზოგადოებისაგან დაკისრებული მოვალეობა კი არც თუ ისე წარმატებით აითვისეს ,,ვაი ჟურნლისტებმა’’.
ალბათ მკითხველს დაებადა კითხვა, ტელევიზია თუ არა პრესა ხომ მაინც არსებობსო? რა თქმა უნდა, არსებობს „ყვითელი“ პრესა. „გაყვითლებული“ გაზეთ-ჟურნალები უფრო იზიდავს საზოგადოებას, ეს იმიტომ, რომ ქართული მედია მოწოდების სიმაღლეზე არ დგას, იშვიათად ან საერთოდ ვერ ნახავ ანალიტიკურ პუბლიკაციებს, ვერსად იპოვი ან ძალიან იშვიათად შევხდებით ფაქტებს, ანალიზს, არგუმენტებსა და ობიექტურობას.
  სწორედ  თავისუფალი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა უნდა იყოს თვალი და ყური მაყურებლის, მაგრამ ახლა თვალსაც და ყურსაც მკურნალობა სჭირდება.
  დღეს ისევ პრესით თუ გაიგებ  რა ხდება ქვეყანაში. „მეოთხე ხელისუფლება“ აქ ცდილობს თავიანთი ფუნქციების შესრულებას. რომელ დემოკრატიაზეა საუბარი, როცა ქვეყანაში ჟურნალისტიკა ფაქტობრივად დაღუპვის გზაზეა და ეს მაშინ, როცა ძალიან ბევრი ნიჭიერი ჟურნალისტი გვყავს, ქართველ ჟურნალისტებს აქვთ ნიჭი და ბუნებრივი უნარი, მაყურებლი და მსმენელი მიიზიდონ თუმცა ამის საშუალება იშვიათად ეძლევათ მათ.
დღეს როგორც იქნა ძალიან მწირი  რაოდენობა  ტელევიზიებისა  და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისა, რომელთაც ასე თუ ისე გამოსდით ის გააკთონ რაც სურთ, ან ის დაწერონ რაც უნდათ, რომ ხალხმა გაიგოს ან პირიქით.  


p.s  ი.თ.  შემდეგში იმ თემას ვიქონიებ რაც საჭიროა კულტურის ჟურნალისტმა დაწეროს.... :):):):) 

No comments:

Post a Comment