როდესაც 1066 წელს ჰასტინგტან გამართული ბრძოლის დროს მეფე უილიამ დამპყრობელმა , ინგლისის მეფე ჰაროლდის ჯარი გაანადგურა უგზო-უკვლოდ დაკარგული მონარქის სხეული მის გულზე ამოტვირფული საყვარელი მეუღლის სახელით ამოიცნეს....
ისტორიის განმავლობაში ტატუირებას,ისევე როგორც ადამიანის სხვა ნებისმიერ გატაცებას, მრავალჯერ განუცდია აღმაფრენისა და დაცემის პერიოდი. იგი გამოიყენებოდა სარიტუალო და სამედიცინო მიზნებისთვის, ხან ღრმა აზრს ატარებდა, ხან კი ყოველგვარ შინაარსს იყო მოკლებული და უბრაოდ მოდას ემსახურებოდა.ტატუს დიზაინი ასახავდა ადამიანის წარმომავლობას,მისს სოციალურ სტატუსს , მის ძლიერებასა თუ სისუსტეს.ასე რომ, ჩვენი თანამედროვეობისგან გასხვავებით, როდესაც სხეულს ხშირ შემთხევაში იმიტომ იხატავენ, რომ მოდას არ ჩამორჩნენ.ძველ დროში ტატუირება ადამიანის შესახებ საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას იძლეოდა. ძნელია იმის თქმა,ზუსტად როდის დაიწყო ადამიანმა სხეულის მოხატვა,მაგრამ ერთი რამ დანამდვლებითაა ცნობილი:ტატუირების ისტორია, 4000 წელს მაინც ითვლის. ყველაზე ძველი ტატუირება ეგვიპტის პირამიდების გათხრების დროსაა აღმოჩენილი.მუმიებზე,რომლებიც, სულ მცირე, 4000 წლის მაინც არის,ტატუირების კვალი მკაფიოდ ჩანს.არსებობს წყაროები,რომლის მიხედვითაც ტატუირება უფრო ადრე- პირველყოფილი წყობილების დროს გაჩნდა.ასე, მაგალითად არქეოლოგებმა ალპებში ბრინჯაოს ხანის დროინდელი ადამიანი აღმოაჩინეს, რომელსაც მოგვიანებით სახელი ოზი დაარქვეს.მიუხედავად იმისა,რომ ოზიმ ყინულის სამარეში 5000 წელზე მეტხანს დაჰყო,მის სხეუზლე ტატუს კვალი აშკარად შეინიშნება.რაც შეეხება ეგვიპტურ მუმიებს, მათ სხეულზე გამოსახული მრავალფეროვანი დიზაინის ნახატები მსოფლიოს ნებისმიერ სამხატვრო გალერეას შეშურდებოდა.
ძველ დროში ტატუირებას, კანს მსხვილი ნემსებით ხვრეტდნენ,ამა თუ იმ ფერის მისაცემად კი გამოიყენებოდა ყველაფერი,რაც კი ადამიანს, პირდაპირი გაგებით, ხელთ მოხვდებოდა:ჭვარტლით დაწყებული და სხვადასხვა ბუნებრივი საღებავებით დამთავრებული.ამ მასას პირდაპირ ღია ჭრილობასი უშვებდნენ. რომაელები ტატუირებას მონებსა და ბადიტებზე დაღდასასმელად იყენებდნენ, მაშინ როდესაც იაპონელი აბორიგენი ქალები სახეზე გაკეთებული ტატუირებით თავიანთ ოჯახურ მდგომარეობას გამოსახავდნენ:იყო თუ არა მანდილოსანი გათხოვილი და რამდენი შვილი ჰყავდა.არაბები სხეულზე ამოტვირფულ ყურანის ციტატებს დამცველ თილისმად მიიჩნევდნენ. ეს ყველაფერი მანამ გრძელდებოდა, სანამ 787 წელს ნიკეაში გამართული ეკუმენისტური საბჭოს დროს,პაპმა ადრიან I-მა ''ბარბაროსობა'', ანუ ტატუირება სასტიკად არ აკრძალა.ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, სხეულის მოხატვამ თანდათანობით ძალა დაკარგა და ნელ-ნელა წარმართული ტრადიციების ნაწილად იქცა.მნიშვნელოვანია ისიც,რომ ძველ აღთქმაში ნათქვამია:"ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდირსთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ''.აკრძალვა იმდენად მკაცრი აღმოჩნდა , რომ XVIII საუკუნამდე მისთვის ევროპაში არავის მიუმართავს.ალბათ, სწორედ ამ აკრძავლის წყალობით მიაღწია ტატუირებამ ჩვენს დრომდე.
ადამიანს ხომ ყოველთვის იზიდავდა აკრძალული ხილი. ''აკრძალული ტატუს'' სათუთად უფრთხილდებოდნენ და თაობიდან თაობას მალულად გადასცემდნენ. ტატუირების ევრობაში დაბრუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის კარგად ცნობილ კაპიტანს-ჯეიმს კუკს.1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა , ტაიტიდან არა მარტო სიტყვა ''Tattoo'' ჩამოიტანა, არამედ ბევრი მოსვირინგებული პელენეზიელებიც ჩამოიყვანა,რომელიც ცოცხალი ტატუს პირველ გალერად იქცნენ. თანდათანობით სხეულის მოხატვის ტექნოლოგიაც გამოუჯობესდა.ყველაზე დიდი გარღვევა კი 1891 წელს მოხდა, როდესაც ირლანდიური წარმოშობის ამერიკელმა-სამუელ ო'რეილისმა ტატუს ელექტრონული მანქანა გამოიგონა.
ადამიანს ხომ ყოველთვის იზიდავდა აკრძალული ხილი. ''აკრძალული ტატუს'' სათუთად უფრთხილდებოდნენ და თაობიდან თაობას მალულად გადასცემდნენ. ტატუირების ევრობაში დაბრუნებაში დიდი წვლილი მიუძღვის კარგად ცნობილ კაპიტანს-ჯეიმს კუკს.1769 წელს მოგზაურობიდან დაბრუნებულმა კაპიტანმა , ტაიტიდან არა მარტო სიტყვა ''Tattoo'' ჩამოიტანა, არამედ ბევრი მოსვირინგებული პელენეზიელებიც ჩამოიყვანა,რომელიც ცოცხალი ტატუს პირველ გალერად იქცნენ. თანდათანობით სხეულის მოხატვის ტექნოლოგიაც გამოუჯობესდა.ყველაზე დიდი გარღვევა კი 1891 წელს მოხდა, როდესაც ირლანდიური წარმოშობის ამერიკელმა-სამუელ ო'რეილისმა ტატუს ელექტრონული მანქანა გამოიგონა.
ადამიანი, რომელსაც სხეულზე ყველაზე მეტი ტატუირება აქვს გაკეთებული, პატარა ქოხში განდეგილად ცხოვრობს.ინგლისელი ტომ ლეოპარდი,რომელმაც სამხედრო სამსახურში 28 წელი იმსახურა,მიხვდა,რომ ცივილიზაციასი ნორმალურად არსებობა აღარ შეეძლო და ლეოპარდად გადაქცევა გადაწყვიტა. ტატუირებაზე მან 10000 დოლარი დახარჯა და ეშვებიც კი ჩაისვა,რათა ლეოპარდს უფრო მეტად დამსგავსებოდა.სამაგიეროდ,გინესის რეკორდების წიგნმა მას ეს ''შრომა'' დაუფასა და მსოფლიოში ყველაზე მეტი ტატუიერების მქონდე ადამიანად დაასახელა. ტატუირებამ საქართველოშიც მალე მოიპოვა პოპულარობა.სხეულს ცნობილი ადამიანებიც სიამოვნებით იხატავდნენ.ტატუირების ყველა ნახატს თავისი დატვირთვა და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, თუმცა როგორც ტატუს ოსტატები აღნიშნავენ, ქართველი კლიენტები ნახატების შინაარსზე ყურაღებას იშვიათად ამახვილებენდა სხეულს იეროგლიფებითა და გაუგებარი სიმბოლოებით თამამად იმკობენ.
No comments:
Post a Comment