Monday, October 31, 2011

სიყვარული და სიცოცხლე

სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა. ეს თვით ცხოვრების სუნთქვაა. ჩვენ პატარა ხეს დიდი სიყვარულით ვზრდით. როდესაც იგი იზრდება და ბოლოს და ბოლოს გამხმარ ხედ იქცევა, ყოველგვარი შეცოდების გარეშე ვჭრით მას. რა დიდი სიყვარულით ვუვლიდით პატარა ხეს! ვზრდიდით, სანამ მასში სიცოცხლე იყო. როდესაც იგი ხმელი და უსიცოცხლო გახდა, მისდამი ჩვენი სიყვარულიც დასრულდა. დედა ბავშვობიდან გვიყვარს, რომელმაც დაგვბადა და გაგვზარდა. მაგრამ როცა კვდება, მის სხეულს მიწას მიაბარებენ და მასზე მიბმულობას არ განიცდიან. რა არის ის, რაც წინათ გვიყვარდა? ჩვენ ცოცხალი არსება გვიყვარდა. ამრიგად, სიყვარული და სიცოცხლე ურთიერთდაკავშირებულია.

No comments:

Post a Comment