Wednesday, November 30, 2011

ჟან ნიკოლა არტიურ რემბო (Jean Nicolas Arthur Rimbaud)


დაიბადა საშუალო შეძლების ოჯახში შარლვილში ჩრდილო-აღმოსავლეთ საფრანგეთში. სიყმაწვილეში ცელქი, თუმცა უაღრესად ნიჭიერი მოწაფე იყო. თხუთმეტი წლის ასაკში უამრავი პრიზი ჰქონდა მიღებული და მრავალი ლექსი და დიალოგი ჰქონდა დაწერილი ლათინურად. 1870 წელს მისი მასწავლებელი ჟორჟ იზამბარი რემბოს პირველი ლიტერატურული მენტორი ხდება, შედეგად მისი ლექსები ფრანგულად სწრაფად იხვეწება. რემბო ხშირად გარბოდა შინიდან და 1871 წელს მცირე ხნით პარიხის კომინას შეუერთდა კიდეც, რაც შემდეგში მის პოემაში "L'Orgie parisienne ou Paris se repeuple" (პარიზული ორგია ან პარიზის რეპოპულაცია) აისახა. აქ სავარაუდოდ ის კომუნარმა ჯარისკაცებმა გააუპატიურეს (რაზეც გადაკვირთ მიანიშნებს ლექსში "Le Cœur supplicié" - "ტანჯული გული"). ამ პერიოდისთვის ის უკვე ანარქისტი ხდება, იწყებს ლოთობას და ბურჟუაზიულ თავყრილობებში დებოშებს აწყობს. 1871 წლის სექტემბრის ბოლოს ის პარიზში ბრუნდება განთქმული პარნასელი პოეტის, პოლ ვერნელის მოწვევით (ვერლენისთვის მისი რამდენიმე სანიმუშო ლექსის გაგზავნის შემდეგ), და მცირე ხნით მასთან სახლდება. ვერლენს ცისფერთვალება ჯიუტი ხასიათის ყმაწვილი მყისვე შეუყვარდება და წყვილი დეკადენტურ, აბსენთითა და ჰაშიშით გაჯერებულ, მომთაბარე ცხოვრებას მიჰყვება. მათი ამგვარი ცხოვრების სტილი ხშირად გამხდარა პარიზის ლიტერატურული ელიტის წრეში სკანდალების მიზეზი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რემბო აგრძელებს წერას განსაკუთრებულ, იმ დროისთვის სრულიად ახალ სტილში. რემბოს გამო ვერლენი ცოლსა და ახალშობილ შვილს ტოვებს და წყვილი 1872 წელს ლონდონში გადადის.
1873 წლის ივლისში რემბო პარიზში გამგზავრებას გეგმავს ვერლენის გარეშე, რის გამოც ეს უკანასკნელი ეჭვიანობის ნიადაგზე მას რევოლვერით დაჭრის. რემბო მსუბუქად იჭრება, თუმცა მოსამართლემ ვერლენს ორ-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. რემბო შინ, შარლევილში, ბრუნდება და ასრულებს შრომას პროზაულ ნაწარმოებზე "Une Saison en Enfer" (ერთი სეზონი ჯოჯოხეთში). ეს ნამუშევარი საყოველთაოდ აღიარებულ იქნა, როგორც თანამედროვე სიმბოლისტური მწერლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. 1874 წელს რემბო ლონდონში ბრუნდება, სადაც ასრულებს მუშაობას მის ერთობ საკამათო წარმოსახვებზე, რომელშიც შევიდა მისი პირველი ორი ფრანგული ვერლიბრი. 

ძველი კარადა
მუხის კარადის ჩუქურთმები, ხეში ნაკვეთი,
დიდი ხანია დაემსგავსა წარსულ ზმანებებს.
ღია კარიდან სურნელება სასოწარმკვეთი
უზომოდ გვათრობს, გვიზიდავს და თავს არ გვანებებს.
ბოხჩად შეკრული ძველმანების ალიაქოთი
ყვითელ თეთრეულს სიბნელეში თეთრად იგონებს.
გადაავიწყდათ დრომოჭმული დროის წალკოტი
ბებოს თავშალზე ამოქარგულ ციცქნა გრიფონებს…
აქ თქვენ შეხვდებით თმის ხვეულებს და გულსაბამებს,
ყვითელ სურათებს და თოჯინებს დაულამბავებს –
სიბნელეში რომ გვიყურებენ ნაჭრის თვალებით.
კარადას ბევრი ჭორ-მართალი ეცოდინება
და, ზანტად, მუხის შავი კარის აჭრიალებით
წარსულის ზღაპრებს მოგვიყვება, თუკი ინება.

No comments:

Post a Comment