ლეზეინ პერიშ კრუკსი, ასე დაარქვა მას დედამ როდესაც , მოავლინა ქვეყანას. თუმცა მსოფლიო მას 2pac- ით უფრო იცნობს. თუფაქ ამარუ შაკური 1971 წლის 16 ივნის დაიბადა.
თუფაკ ამარუ შაკური დაიბადა აღმოსავლეთ ჰარლემში, მანჰენეტენის ერთ-ერთ რაიონში, ნიუ-იორკში. სახელი მას დაერქვა თუფაკ ამარუ III-ს პატივსაცემად, რომელიც ესპანეთის წინააღმდეგ მებრძოლი სიკვდილით დასჯილი პერუელი რევოლუციონერი იყო.
თუფაკის დედა, აფინი შაკური და მამა, ბილი გარლენდი, 1960-იან და 1970-იან წლებში ნიუ-იორკში იყვნენ ორგანიზაციის Black Panthers აქტიური წევრები. თუფაკი დაიბადა ერთი თვით ადრე, სანამ მის დედას წაუყენებდნენ აშშ-ს მთავრობისა და ნიუ-იორკის მიჯნების წინააღმდეგ შეთქმულების გამო. შაკურმა კარიერა როუდ მენეჯერის სახით დაიწყო, ასევე იყო დამატებითი მოცეკვავე და MC ალტერნატიულ ჰიპ ჰოპ ჯგუფში. თუფაკის სიმღერების ძირითადი თემაა ძალადობა და რთული ცხოვრება ქალაქში, რასიზმი, სოციალური პრობლემები და კონფლიქტები სხვა რეპერებთან აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროებს შორის ჰიპ-ჰოპ დაპირისპირების პერიოდში. 1996 წლის 7 სექტემბერს შაკურს ოთხჯერ ესროლეს ლას-ვეგასში (ნევადა). იგი გადაყვანილი იქნა სამხრეთ ნევადის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში, სადაც სასუნთქი ორგანოებისა და გულის უკმარისობის გამო გარდაიცვალა.
რამოდენიმე მისი სიტყვებიდან წინადადებებიდან :
''"როდესაც მე ვიყავი მარტო, არცერთი მეგობარი არ დამეხმარა, დამეხმარა მხოლოდ ღმერთი. როდესაც მე მჭირდებოდა სუნთქვა ძილისთვის, ვერავინ ვერ დამეხმარა გარდა ღმერთისა. როდესაც ვნახე მწუხარება არავინ არ დამეხმარა გარდა ღმერთისა. მე მაქვს კითხვა. ვინ იმსახურებს ჩემგან უპირობო სიყვარულს? მე ვერ ვპოულობ სხვა სახელს გარდა ღმერთისა."
''ცხოვრება ბედის ბორბალია და ჩემი შანსია ის დავატრიალო’’
’’არასოდეს შეწყვიტო ოცნება,რადგან ვერავინ ვერ წაგართმევს მას’’
''ქალმა მოგავლინა ამ ქვეყნად და შენ არ გაქვს გამართლება მისდამი უპატივცემულობის’’
''მე არ ვამბობ რომ უნდა შევცვალო მსოფლიო, მაგრამ ვიძლევი გარანტიას,დავიწყებ ფიქრს სამყაროს შესაცვლელად’’
’’მათ აქვთ ფული ომისთვის, მაგრამ არ შეუძლიათ ღარიბების გამოკვება’’
No comments:
Post a Comment