Sunday, October 28, 2012

ფარფალია პოლონეთში თუ ბელორუსიაში ?



  საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის გუნდი, ხობის ,,კოლხეთი“ სასურველი ადგილის დამკვიდრებას ცდილობს. ბესიკ შეროზიას ფეხბურთელები მზად არიან მორიგი გამარჯვებისთვის. ეს ის ბესიკ შეროზიაა რომელმაც თავის დროზე, პირველიდან უმაღლეს ლიგაში ოთხი გუნდი - "ლაზიკა”, თბილისის `სპარტაკი”, "მგლები” და ფოთის "კოლხეთი”გადაიყვანა. "კოლხეთმა მართლაც კარგი სტარტი აიღო ჩემპიონატზე , გუნდის სამომავლო და მის პირად გეგმებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ ხობის ,,კოლხეთის“ ფეხბურთელს გიორგი ფარფალიას:
     1.  რას ნიშნავს თქვენთვის ხობის ,,კოლხეთში“ თამაში ?  :  ხობის კოლხეთი ის გუნდია სადაც მე გავიზარდე და ჩამოვყალიბდი როგორც ფეხბურთელი, დიდი პასუხისმგებლობაა ითამაშო იმ გუნდში სადაც თამაშობდნენ ლევან გვაზავა, ავთო ქანთარია და ენუქი თევზაძე, ამავე გუნდში აქვს ნათამაშები მამაჩემს გიორგი ფარფალიას და  სწორედ ამიტომ უკავია ხობის კოლხეთს  განსაკუთრებული ადგილი ჩემს კარიერაში.  ვცდილობ ნებისმიერ თამაშში მაქსიმალურად დავიხარჯო და ყველაფერი გავაკეთო ჩემი გუნდისათვის.
    2. სეზონი კარგად დაიწყეთ , ლიდერები იყავით , ბოლო ოთხ თამაშში კი მხოლოდ ერთი მოგება გაქვთ, რა არის ამის მიზეზი, რომ გუნდმა ბოლო თამაშებში წარმატებას ვეღარ მიაღწია ?   სტარტი ნამდვილად  შესანიშნავი იყო, მაგრამ როგორ მოგეხსენებათ პატარა ჩავარდნები ყველა გუნდს ააქვს და არც ჩვენ  ვართ გამონაკლისი. გუნდი აქტიურ ფაზაშია, ვემზადებით და შემდეგ თამაშებში  შევეცდებით მაქსიმალურად გამოვასწოროთ სატურნირო მდგომარეობა. ვეცდებით  გულშემატკივართა იმედები გავამართლოთ.
     3. რამდენად რეალურია,  შეინარჩუნო მოწინავეთა პოზიცია და ვინ მიგაჩნია მთავარ კონკურენტებად.?    შეუძლებელი არაფერია და ვეცდებით ჩვენი მოწინავე პოზიციის დაბრუნებას.  რაც შეეხება კონკურენტებს რეალურ კონკურენტად  ვთვლი ცხინვალის ,,სპარტაკს“.
   4.  გოლების რაოდენობა საკმაოდ ცოტა გაქვთ, 11 გოლი 9თამაში...  --  რაც შეეხება გოლებს ჩვენ შესანიშნავი თავდამსხმელები გვყავს,  ციცხვაია რომელიც სამი თამაშია დისკვალიფიცირებულია, ხოლო ჯიქიძე, ღლონტი და  ლომაია ტრანვირებულები იყვნენ, ბიჭები მაქსიმალურად ცდილობენ  ფორმის აღდგენას და შედეგის გაუმჯობესებას.
    5. მცველისთვის საკმაოდ კარგი შედეგია 9 თამაშიდან 3 გოლი, ხშირად ერთვები შეტევაში? კი ხშირად , მაგრამ ძირითადად გოლები სტანდარტული მდგომარეობიდან გამაქვს.
    6. მომდევნო ტურის  მატჩი ბათუმთან გაქვთ. როგორ ფიქრობ გაგიჭირდებათ გაგიჭირდებათ ქულის მოპოვება ?   მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ,,ადელი“ აუთსაიდერია,  ყველას გუნდს ერთნაირი პასუხისმგებლობით ვეკიდებით და ვეცდებით  შინ გამართული თამაში ჩვენს სასარგებლოდ დავასრულოთ.
    7.თამაშობდი უკრაინაში და მოლდავეთში, რა განსხვავებაა ამ სამი ქვეყნის ჩემპიონატს შორის?     განსხვავება ნამდვილად არის ...  თუნდაც პირობების და  ჩემპიონატის დონით. იმედია საქართველოშიც ყველაფერი გამოსწორდება.
    8. აპირებ თუ არა სეზონის დასრულების შემდეგ   სხვა გუნდში გადასვლას და კონკრეტულად რა გეგმები გაქვს ?   გეგმები ნამდვილად მაქვს, კონკრეტული გუნდების სახელებს ჯერ ვერ დაგისახელებთ, მაგრამ, მაქვს მოწვევები ბელორუსიიდან და პოლონეთიდან. ჩემი აგენტი მუშაობს ამ გეგმებთან დაკავშირებით. 

No comments:

Post a Comment