8 აგვისტოა და მთელი ფეისბუქი
აჭრელდა ომში დაღუპული გმირების
მოხსენება, ხსენების პოსტებით. მოჩვენებითი წუხილი და გახსენების მარტივი ფორმა.
ყველაზე ძაან ჩემი მეგობრის პოსტმა გამაღიზიანა ,, გიორგი შენ ყველაზე ძალიან გიყვარდა სამშობლო და სწორედ მისთვის გასწირე
სიცოცხლე, როგორ გვაკლიხარ და გვენატრები. რატომ დაგვტოვე ასე უდროოდ??? “ და
ა.შ. მრავალი სხვა სამგლოვიარსაწუხილო სიტყვები.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მისმა ამ პოსტმა ,,ატვრაშენია“ გამოიწვია ჩემში. რუსული სიტყვის გამოყენებისთვის ალბათ 2008 რომ იყოს თავს მომკვეთდნენ, მაგრამ
საბედნიეროდ 2013 წელია და შედარებით წინაა ყველაფერი.
აიი მაგალითად პოსტი მეორე ,,როგორ
არ გიხდება ეს მოწყენილი სახე ლევან“
ფოტო საფლავის ქვიდან. მარაზმია
!!!!!.... სრული მარაზმი.
არსებობენ ისეთი ტიპებიც
ვინებიც მხოლოდ ომის დროინდელი ფოტოებით შემოიფარგლებიან. მერე რა, რომ ამ ფოტოზე
ჩამოტყაული ბებოა, მერე რაა , რომ ამ ფოტოზე პატარა მტირალა ბავშვია, რომელმაც
დედა და სახლი დაკარგა, მერე რა, რომ დაღუპული ჯარისკაცების გვამებია. ყველაზე
ტრაგიკული იცი რა მომენტია წარწერა ამ ფოტოებზე ,,გვახსოვდეს 2008 წლის აგვისტო“.
ვინ ხარ რომ მახსენებ???? ან
რას მახსენებ? შავ ისტორიას? რომელსაც
ჩემი ბავშვობის მეგობრები ემსხვერპლნენ??
კაიით რა ხალხო რა საჭიროა ეს აფიშირება, რომ გტკივა და წუხხარ.
გვჯერა ბატონო, გვჯერა.!!!!
თუ არ წუხარ მით უმეტეს რას წუხარ?
ცალკე საეკლესიო პოსპები იწონებენ თავს გაწეული გმირობისთვის, ასე
მაგალითად : ,, 2008 წლის ომის დრო , გორისა და სამთავსის ეპარქიის ეპისკოპოსმა და მღვდელმონაზვნებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება, დაბომბილ ქალაქში დარჩენა და მოსახლეობიდ გვერდით ყოფნა.. ამ ომში სიმამაცე და გმირობა გამოიჩინა ქართულმა სამღვდელოებამ, რომელიც ცოცხალ ფარად გადაეფარა მშვიდობიან მოსახლეობას და გადამწყვეტი როლი შეასრულეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების გადმოსვენების პროცესში.“ რა საინტერესო
იქნებოდა გაწეული გმირობის გაშუქება ქვის
ხანაში.! სავარაუდოდ ქვის ,,ვოლზე“ გაჩნდებოდა წარწერები ,,ჩვენი მამაოები მოსახლეობის სადარაჯოზე“.
ჩვენს შეგნებას ნულიანი ან მინუს უსასრულობა, რომ
მივაწეროთ წინა უკეთესი იქნება.
ამბიციები
გვაქვს ოხრად.!!!!
სამწუხაროა, როდესაც არ
იციან სიჩუმის თეორია, არ იციან ჩუმად განიცადო ის რაც მოიპოვე ან დაკარგე.
დაა აიი!!!!
თურმე !!!!
სიტუაცია ასეთია: ინტერნეტ სივრცეში ბირთვული აფეთქება მოხდა და
საზოგადოება ისე შეიჭრა ამ ვირუსში, რომ გამოსვლა უჭირთ. სხვათაშორის მეც! ლამისაა
ისიც დამეპოსტოს თუ როდის ვაპირებ ბანაობას ან როდის დავივარცხნე თმა.
ისე რა კარგი სტატუსი
გამოვიდოდა ჩემი თმის დავარცხნას რომ გამოვაჭენებდი და ფოტოს დავურთავი ციტატით ,, შენ დაუვარცხნელი თმა უფრო გიხდებოდა ნინი“.
ან წარმოიდგინეთ ასეთი სტატუსი ,, შენი
თმა, როგორი კარგი იყოო აბურდული ეს რა გიქნია გოგო“ .
ხუმრობა იქით იყოს და დღეს
ისევ როგორც ყოველ წელს, 5 წლის
განმავლობაში, ყოველ 8 აგვისტოს, ყოველ საღამოს ჩემი მეგობარი მიშო მოვა ისევ
წვიმად და მეც გამახსენდება მისი ღიღინი ,,წვიმად
გადავიქეცი“.
No comments:
Post a Comment