ახალი წელი ახლოვდება და ყველანი საახალწლო საჩუქრებზე ფიქრს ვიწყებთ. ჩვენი მკითხველები უფრო და უფრო ხშირად გვწერენ და გვეკითხებიან რჩევებს, რა აჩუქონ საყვარელ ადამიანებს. თუ შენც მათ რიცხვში ხარ და საჩუქარი ჯერ არ შეგირჩევია, თანაც გინდა, რამე ორიგინალური და შენი ხელით გაკეთებული აჩუქო, მაშინ ამ სტატიის კითხვა განაგრძე.
1. შენი მოხატული ჭიქა
ეს ისეთი საჩუქარია, რომელიც ყოველ დილით გაახსენებს შენს თავს.
დაგჭირდება:
- თეთრი ჭიქა, რომლის მიკროტალღურ ღუმელში შედგმაც შეიძლება;
- შავი ფერის პერმანენტული მარკერი (შავი ფერი ყველაზე მდგრადია);
- ძმარი ან სუფთა სახის აცეტონი;
- მიკროტალღური ღუმელი.
პირველ რიგში გადაწყვიტე, რას დააწერ ან დაახატავ ჭიქას. ეს შეიძლება იყოს სასიყვარულო ფრაზა, მისი საყვარელი გამონათქვამი ან უბრალოდ ნახატი. იდეებისტთვის საკუთარ ფანტაზიას ან ინტერნეტს მოუხმე. შემდეგ ჭიქა ძმრით ან აცეტონით კარგად გაწმინდე და ხატვას შეუდექი. ბოლოს ჭიქა მიკროტალღურ ღუმელში შედგი დაახლოებით 170 გრადუსზე და 30 წუთით დატოვე. გაცხელებული ჭიქა მაშინვე არ გამოიღო, თორემ შეიძლება დაიბზაროს.
2. 52 მიზეზი, რატომაც გიყვარს
დაგჭირდება:
- კარტის დასტა
- პერმანენტული მარკერი
- ინსტრუმენტი ბანქოს გასახვრეტად
- რკინის ან ნაჭრის დეტალი, რომლითაც კარტს შეკრავ.
მიჰყევი სურათის ინსტრუქციებს და გაიხსენე 52 მიზეზი, რის გამოც გიყვარს ის.
3. კვიპაროსი პატარა ქოთანში
ეს ძალიან ლამაზი საჩუქარია, რომელიც მის სამუშაო მაგიდას დაამშვენებს. კვიპაროსი სადღესასწაულო განწყობას ქმნის, თუმცა ის ნებისმიერი სხვა მცენარით შეგიძლია შეცვალო. მცენარის არჩევისას გაითვალისწინე მისი დიზაინი და ზომა.
4. შენი კოცნა
არა, ჩვეულებრივ კოცნას არ ვგულისხმობ. შენ შეგიძლია მას ლამინირებული კოცნა აჩუქო ლამაზი წარწერებით, ან თუ შენგან შორსაა, გამოიყენო Burberry-ს ძალიან ლამაზი, მოსახერხებელი და რომანტიკული აპლიკაცია.
5. ფოტო ჩარჩოში
შეარჩიე თქვენი საყვარელი ფოტო, შეგიძლია სხვადასხვა ეფექტი დაადო და ლამაზ ჩარჩოში ჩასვა, რომელიც შეგიძლია შენით გააფორმო.
6. შენი ხელით გაკეთებული ტკბილეული
აქ არჩევანი ფართოა. შთაგონებისთვის შეგიძლია ჩვენს რეცეპტებს გადახედო: ტირამისუ, ვაშლის ღვეზელი და კექსი.
7. საახალწლო დეკორაცია
შეგიძლია, აირჩიო ნაძვის ხე, ირემი, თოვლის ბაბუა, ან სხვა სათამაშო, რომელსაც ქილაში მოათავსებ. ქილა შიგნიდან წებოს დახმარებით ბრჭყვიალა ნაწილაკებით მორთე.
8. სურვილების ბარათი
აჩუქე საყვარელ ადამიანს რამდენიმე ბარათი, რომლის გადაცვლაც თავის სურვილებში შეეძლება. შეგიძლია ეს სურვილები შენით განსაზღვრო, ან არჩევანი მთლიანად მას დაუტოვო.
ბევრი აღარ იფიქრო, აარჩიე ამ საჩუქრებიდან ერთ-ერთი ან რამდენიმე და საბოლოო შედეგი აუცილებლად გაგვიზიარე.
ჩვენ ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!
No comments:
Post a Comment