1931 წლის 14 აპრილს ესპანური რესპუბლიკის შექმნისას, "რეალი" გამოემშვიდობა თავის წოდებას "სამეფო", გვირგვინი გაქრა კლუბის ემბლემიდანაც. მას შემდეგ გუნდი კვლავ ცნობილი იყო როგორც "საფეხბურთო კლუბი მადრიდი".
მადრიდის "რეალმა" მის მიერ მოგებული 31 ესპანეთის ჩემპიონის ტიტულიდან, პირველად მოიგო ეს ჯილდო 1931-1932 წლების სეზონში. მადრიდული გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში იყო დაუმარცხებელი, "ბლანკოსმა" ლა ლიგა მოიგო ისე რომ არ განუცდია არცერთი მარცხი. მთელი სეზონის განმავლობაში მათ თავის მოედანზე გაუშვეს 4 ბურთი, სტუმრად კი -11. გუნდმა ჩემპიონობა გაიფორმა "ბარსელონასთან" კატალონიაში ფრედ ნათამაშები მატჩის შემდგომ. "თეთრები" მეორე წელსაც გახდნენ ჩემპიონები, ასე რომ "რეალი" გახდა პირველი გუნდი რომელმაც ლა ლიგა მოიგო ზედიზედ ორჯერ.
1934 წლის 12 ივნისს "მადრიდი" გაემგზავრა ევროპულ ტურნეში. გუნდის მოზაურობისას მათ გააფორმეს კონტრაქტი დიუსელდორფის "ფორტუნას" ფეხბურთელ ჯეიკობო ბენდერომთან, მაგრამ გერმანიის ფეხბურთის ასოციაციამ დაბლოკა ეს ტრანსფერი. რამდენიმე თვის შემდეგ "ჩემარტენზე" "მადრიდი", ესპანეთის ნაკრების ნაცვლად რომელიც იმ დროს იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე გამოდიოდა, შეხვდა უნგრეთის ნაკრებს. თამაშის შემდეგ უნგრელმა მეკარე ალბერტო კიზჟელმა მოაწერა ხელი "მადრიდთან" კონტრაქტს და გახდა პირველი უცხოელი ფეხბურთელი კლუბის ისტორიაში.
1936 წლის 21 ივნისს "მადრიდი" "ბარსელონას" შეხვდა "ვალენსიის" სტადიონ "მესტალიაზე" რესპუბლიკის თასისი ფინალში (ესპანეთის თასი). საწყის წუთებში ეუხენიო და ლეკუს მიერ გატანილი გოლებით "მადრიდი" იგებდა მატჩს, მაგრამ ესკოლიმ გაქვითა ერთი ბურთი. სათამაშო დროის ნახევარზე მეტი "მადრიდმა" გაატარა 10 კაცით (ტრამვა მიიღო საუტომ), მაგრამ ისინი მაინც უტევდნენ. 49 წუთზე არბიტრმა უსამართლოდ არ ჩათვალა კატალონიელების კარში გატანილი გოლი. ესკოლას ჰქონდა კარგი შანსი ანგარიშის გათანაბრებისათვის, მაგრამ სამორამ ითამაშა ფანტასტიურად. 3 წუთით ადრე ფინალურ სასტვენამდე "ბარსელონას" მარჯვენა ნახევარმცველი ვენტორლა გაცდა კინკოსესას და ჩააწოდა ბურთი მეკარისაგან შორეულ კუთხეში. უმეთვალყურეოდ დატოვებულ ესკოლას ჰქონდა დრო იმისათვის, რათა შეეფასებინა მეკარის მდგომარეობა, მან მაღალ ნახტომში და ძლიერად გაგზავნა ბურთი სამორას მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართუელბით, თან ისე რომ ბურთი მეკარის წინ ბალახზე დავარდა, ფაქტიურად გოლი გარდაუვალი იყო მაგრამ რიკარდომ გააკეთა ის რასაც 35 წლის შემდგომ 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე უწოდეს ყველა დროის საუკეთესო სეივი (პელე - ბენქსი). ბურთი უკვე მიფრინავდა მეკარისაგან მარჯვენა კუთხეში, სამორამ შეძლო შეუძლებელი, შემობრუნდა ჰაერში და მარცხენა ხელით ადგილზე გააშეშა ბურთი. "მადრიდმა" მოიგო თასი სამოქალაქო ომის დაწყებამდე ერთი თვით ადრე.
ომი დაიწყო 1936 წლის 18 ივლისს. ამავე დღეს მადრიდის ყველა სპორტული გუნდი ჩათრეულ იქნა სახალხო ომში. "მადრიდი" განაგრძობდა მუშაობას. დირექტორი და სპორტული განყოფილების უფროსი იყო პაბლო ჰერნანდეს კორონადო. კარლოს ალონსო კი პასუხისმგებელი იყო სტადიონ "ჩემარტენზე".
პაბლო ჰერნანდეს კორონადო ცდილობდა გადაერჩინა გუნდი ომის პერიოდში, მაგრამ მისი სამი მცდელობიდან არცერთი არ გამოვიდა. მას არ გამოუვიდა ეთამაშებინა გუნდი ვალენსიის ან კატალონიის ჩემპიონატში, მისი პროექტი ევროპული ტურის შესახებ ჩაიშალა. კატალონიის ჩემპიონატი დაიწყო 1936 წლის 4 ოქტომბერს. მასში მონაწილეობდნენ: "ბარსელონა", "ესპანიოლი", "საბადელი", "ხერონა", "გრანოლერსი", და "ბადალონა". "მადრიდის" მწვრთნელმა პაკო ბრეიმ მოიპოვა თანხმობა ყველა კატალონიური გუნდისგან ჩემპიონატში მისი გუნდის თამაშის შესახებ, მაგრამ "ბარსელონამ" დაადო კლუბს ვეტო და ბოლოს მათ მაინც ვერ მიიღეს ამ ჩემპიონატში მონაწილეობა.
დახმარების კომიტეტი შეიქმნა 1939 წლის 1 აპრილს, ომის დამთვრებისას. მას ხელმძღვანელობდა ადოლფო მელენდესი. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: პაბლო ჰერნანდეს კორონადო, პარაკესი, ურკიხო, ოლივერი და ორტის დე ზარატე. "ჩემარტენის" დათვალიერების შემდეგ რომელიც იყო საშინელ მდგომარეობაში, პედრო პარაკესმა თქვა, "ამ პრობლემის გადაჭრა იქნება ძალიან რთული, იმიტომ რომ ჩვენ დაგვჭირდება 300 000 პესეტი სტადიონის აღდგენისათვის, ეს კი ძალიან დიდი თანხაა ამ მომენტისთვის."
"ჩემარტენი" გაიხსნა 1939 წლის 22 ოქტომბერს პირველი დერბის ჩასატარებლად ომის შემდეგ. ეს იყო რეგიონალური ჩემპიონატი რომელშიც "მადრიდმა" დაამარცხა "ატლეტიკო" 2-1. ფეხბურთისადმი მხარდაჭერა ომის მიუხედავად არ შემცირებულა, ყველაზე ცუდ ადგილზე ბილეთი ღირდა 5 პესეტი (ფასი გაკრიტიკებულ იქნა იმიტომ რომ ის იყო ძალიან მაღალი). "ჩემარტენი" ბოლომდე გაავსო იმ გულშემატკივრებმა რომლებიც მიუხედავად ომის შემდგომი გაჭირვებისა, გუნდისათვის არაფერს იშურებდნენ.
1941 წლის 1 იანვარს კლუბმა დაიბრუნა ტიტული "სამეფო" და "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" კვლავ გადაკეთდა საფეხბურთო კლუბ "რეალ მადრიდად".
1943 წელს ესპანეთის თასის ნახევარფინალის განმეორებით მატჩში "რეალმა" მოიპოვა ისტორიული გამარჯვება "ბარსელონასთან" ანგარიშით 11-1. "თეთრები" დამწუხრებულნი იყვნენ პირველ მატჩში 3-0 მარცხის გამო, ისინი მოედანზე მოსაგებად გავიდნენ და პირველი ტაიმის ბოლოს ანგარიში 8-0 იყო. თამაშის ბოლოს ტაბლო აჩვენებდა ფენომენალურ ანგარიშს 11-1. გოლის ავტორები: პრიდენი-4, ბარინდა-3, ალონსო-2, ალსუა-1, ბოტელა-1. "ბასელონას" მხრიდან ერთადერთი ბურთი მარტინმა გაიტანა.
"რეალის" პრეზიენტი ანტონიო სანტოს პერალბა და "ბარსელონას" პრეზიდენტი მარკეს მესა დე ასტა ამ ნახევარფინალის დროს გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. დირექტორთა საბჭოს შეკრებაზე რომელსაც ახალი პრეზიდენტი უნდა აერჩია, ხშირად ისმოდა სანტიაგო ბერნაბეუს სახელი, რომელსაც კლუბთან 1935 წლის შემდეგ არაფერი აკავშირებდა. მისი დარწმუნება იმაში, რომ დაეკავებინა "რეალის" პრეზიდენტის პოსტი, იოლი გამოდგა. მისი პრეზიდენტად გახდომის შესახებ საქვეყნოდ გამოაცხადეს 1943 წლის 15 სექტემბერს.
1943 წლის გაზაფხულზე სანტოს პერალბამ აღნიშნა, რომ საჭირო იყო ახალი სტადიონის შენება რომელიც დაიტევდა 40 000 მაყურებელს. ერთი წლის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ დირექტორთა საბჭოს შეკრებაზე განაცხადა: "ჯენტლმენებო, ჩვენ გვჭირდება უფრო დიდი სტადიონი და ჩვენ ავაშენებთ მას." სტადიონის მშენებლობა დაჯდა 37 მილიონი პესეტი (222 375 ევრო). სანტიაგო ბერნაბეუმ სიმბოლურად ჩადო პირველი ქვა სტადიონის საძირკველში.
40-იანი წლები საუკეთესო იყო "რეალისათვის", მაშინ დაიწყო სანტიაგო ბერნაბეუს პრეზიდენტობა და ტიტულების დაბრუნება. "რეალმა" მოიგო ესპანეთის თასი 1946 და 1947 წლებში. გაანადგურა რა "ვალენსია" 3-0 და "ესპანიოლი" 2-0.
1947 წლის 23 ნოემბერს მადრიდის "ატლეტიკოს" წინააღმდეგ სტადიონ "მეტროპოლიტენზე", "რეალი" გახდა პირველი ესპანური გუნდი, რომელიც გამოვიდა დანომრილი ფორმებით. ეს იდეა ეკუთვნოდა პაბლო ჰერნანდეს კორონადოს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოიწონა სიახლე და იგი სავალდებულო გახდა 1948 წლიდან, ამ წესის თანახმად ყველა გუნდს უნდა დაენომრა თავისი ფორმები 2-დან 11-მდე. ეს იყო კიდევ ერთი შემთხვევა როდესაც "რეალმა" შემოიტანა კიდევ ერთი სიახლე ესპანურ ფეხბურთში.
1947 წლის 14 დეკემბერს შედგა ახალი ჩემარტენის" გახსნა. "რეალი" შეხვდა პორტუგალიურ "ბელენენსეშს" და დაამარცხა 3-1. პირველი ვინც გაიტანა გოლი "ახალ ”ჩემარტენზე" იყო საბინო ბარინგა. "ახალი კოლიზეუმი" გახდა ყველა მადრიდელის სიამაყის და ესპანეთის ყველა სხვა კლუბის შურის მიზეზი.
1948 წელს "რეალმა" გადაწყვიტა შემადგენლობის რადიკალურად შეცვლა. 2 წლის წინ კლუბი ცდილობდა თავის შემადგენლობაში გადმოეყვანა უნგრელი ლადისლავ კუბალა. მოლაპარაკებები არ შედგა რადგან კუბალას ჰქონდა მოთხოვნები, რომლის შესრულებაზეც ბერნაბეუ არ დათანხმდა. მეორე ინფორმაციის წყაროს ცნობით, ბერნაბეუმ მიიწვია კუბალა საუზმეზე, რომლის დასრულების შემდეგ უნგრელმა სიტყვიერი თანხმობა მისცა "რეალის" პრეზიდენტს გადმოსვლაზე, მაგრამ "ბარსელონას" სკაუტმა პეპე სამიტიერმა არ არის ცობილი რა შესთავაზა ასეთი კუბალას, მაგრამ ამ წინადადებით მან ბერნაბეუს ცხვირწინ ააცალა ფეხბურთელი.
ესპანეთის ნაკრებმა მიაღწია დიდ წარმატებას გავიდა რა 1950 წელს ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფფინალში. მის შემადგენლობაში იყო "რეალის" ერთადერთი მოთამაშე ლუის მოლოვნი.

No comments:
Post a Comment