Monday, July 11, 2011

კლუბის ისტორია 1911-1920... 1921 - 1930 .

ანტონი, მარსელო და სანტიაგო ბერნაბეუ შეუერთდნენ "საფეხბურთო კლუბ მადრიდს" მე-20 საუკუნის დასაწყისში და სამუდამოდ დატოვეს კვალი მის ისტორიაში. ანტონის ჰქონდა ორგანიზაციული ნიჭი: ის იყო საფეხბურთო კლუბ "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი, შემდეგ იგი გახდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. მარსელო იყო წამყვანი მოთამაშე, სანტიაგო ბერნაბეუ კი იყო ყველაფერი გუნდისათვის: მოთამაშე, დელეგატი, დირექტორი, უბრალო თანამშრომელი და პრეზიდენტი.

სანტიაგო ბერნაბეუს ჰქონდა დებიუტი 1912 წლის 3 მარტს, როდესაც ის ჯერ კიდევ 16 წლის იყო. ეს იყო ამხანაგური მატჩი ინგლისურ სპორტულ კლუბთან. მატჩი შედგა "pradera del corregior"-ის მოედანზე მდინარე კანზარესის პირას. მადრიდულმა გუნდმა გაიმარჯვა 2-1. ბერნაბეუ თამაშობდა მარცხენა ნახევარმცველად, მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი.

ადოლფო მელენდესი რომელიც ორჯერ 1908-1910 და 1913-1916 წლებში იყო "რეალის" პრეზიდენტი, ხელმძღვანელობდა შეხვედრას მადრიდში, რომლის დროსაც შეიქმნა "madrilenian F A". მან ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის თანახმად უნდა ჩატარებულიყო ქალაქ მადრიდის ჩემპიონატი და გამარჯვებულს უნდა ეთამაშა ესპანეთის ჩემპიონატში.

1912 წლის 31 ოქტომბერს შედგა სტადიონ "o’donell"-ის გახსნა. იმ მოხალისეებს შორის რომლებიც მუშაობდნენ სტადიონის მშენებლობაზე. იყვნენ ძმები სანტიაგო და მარსელო ბერნაბეუები. მათ გაწეული სამუშაოსათვის არ აუღიათ არც ერთი პესეტი. სტადიონს ჰქონდა ხის ტრიბუნები რომელიც 200 მაყურებელს იტევდა. მშენებლობაზე დაიხარჯა 13 000 პესეტი. მოედნის გახსნაზე შედგა მატჩი ირანის "სპორტინგთან" და იგი 0-0 დასრულდა.

ქალაქის რეგიონალური ჩემპიონატი ყოველთვის დაკავშირებული იქნება მადრიდის "რეალის" ისტორიასთან. მადრიდელებმა 18 ჩატარებული ტურნირიდან 12-ში იმარჯვეს.

1916 წლის ესპანეთის თასის ნახევარფინალი, "მადრიდი - ბარსელონას" შორის, ჩამოყალიბდა სამუდამო დაპირისპირებად. იმის გამო, რომ მაშინ დამატებითი დრო არ არსებობდა, გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად 4 მატჩის ჩატარება დასჭირდათ. პირევლი მატჩი "ბარსელონამ" მოიგო 2-1, მაგრამ მეორე თამაშში მადრიდელებმა ღისეული რევანში აიღეს და გაანადგურეს კატალონიელები 4-1. მე-4 თამაშის პირველი ტაიმის ბოლოს საერთო ანგარიში იყო 6-6. შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილმა ბარსელონელმა "romperego" პაულინიო ალკანტარამ გახსნა ანგარიში, შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი. მეორე ტაიმში მადრიდელებს გაეხსნათ არავინ იცის მერამდენე სუნთქვა და გაიტანეს 4 გოლი, რასაც კატალონიელებმა მხოლოდ ერთით უპასუხეს.

ასეთი მარათონის შემდეგ (ერთ კვირაში 4 მატჩი) მადრიდელები ფეხზე ძლივს იდგნენ და მხოლოდ სასწაულით გადაურჩნენ ტრამვებს. ამის გამო ისინი ფინალში ბილბაოს "ატლეტიკთან" დამარცხდნენ 4-0.

"ბარსელონასთან" ნახევაფინალის ბოლო მატჩის დროს, კატალონიელებმა 7 წუთით ადრე დატოვეს მოედანი რადგან ისინი თვლიდნენ რომ "თეთრებმა" მე-4 გოლი თამაშგარე მდგომარეობიდან გაიტანეს. ფინალის დროს რომელიც ბარსელონაში იმართებოდა, ესპანეთის გვარდია იცავდა გასახდელისკენ მიმავალ მადრიდელებს, მოგვიანებით კი მათი ავტობუსი და სასტუმრო სადაც ისინი იყვნენ დაბანაკებულნი გახდა კატალონიელების მიერ ნასროლი ქვების მსხვერპლი. ასე დაიწყო "საომარი მოქმედებები" ამ ორ კლუბს შორის.

1920 წლის 20 ივნისს კლუბმა მიიღო ჯილდო მისი უდიდებულესობა ალფონსო XIII-საგან, რომელმაც "მადრიდს" უბოძა ტიტული "სამეფო", რომელიც ესპანურად ჟღერს როგორც "რეალ". გუნდის ხელმძღვანელობა მოუთმენლად ელოდა მეფის ამ გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანას, რომელმაც იურიდიულად შეუცვალა კლუბს სახელი.

1920 წელს "მადრიდის რეალი" გაემგზავრა თავის პიველ ტურნეში, მათ უნდა გაემართათ 5 მატჩი იტალიაში. ეს ტურნე ორგანიზებული იყო ნატალიო რივასის მიერ რომელიც "ბოლონიის" ერთ-ერთი ჩამომყალიბებელი და "მადრიდის" ფეხბურთელი გახლდათ. ამ ტურნეს ბიუჯეტი ძალიან მცირე იყო და ამიტომ ფეხბურთელები იძულებულნი იყვნენ ესადილათ ყველაზე იაფ რესტორანში რომელსაც კი ნახავდნენ.




1920-1921 წლების სეზონის დასაწყისში პირველად 1912 წლის შემდეგ სანტიაგო ბერნაბეუმ დატოვა კლუბი და შეუერთდა მადრიდის "ატლეტიკოს". 1921 წელს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ არ დააკმაყოფილა ბერნაბეუს თხოვნა. მას უნდოდა ეთამაშა ესპანეთის თასის ნახევარფინალში. ფედერაციამ უარის მიზეზად დაასახელა ის, რომ არ იყო გასული ერთი წელი მისი "მადრიდიდან" წასვლის შემდეგ.

დღევანდელ დღეს მიჩვეულები ვართ იმას, რომ რომელიმე ფეხბურთელის გარდაცვალების გამო, გუნდები მოედანზე შავი სამკლაურებით გამოდიან. "მადრიდი" იყო პირველი გუნდი, რომელმაც ზუსტად ამ მიზნით გაიკეთა შავი სამკლაური თამაშის დროს. ეს მოხდა 1922 წლის 5 მარტს თანაქალაქელ "ატლეტიკოსთან", ამის მიზეზი იყო მადრიდისტა სოტერო არანგურენისა და "ბილბაოს" ფეხბურთელის, რაფაელ მორენოს გარდაცვალება.

მას შემდეგ რაც სანტიაგო ბერნაბეუ რამდენჯერმე გამოიძახეს ნაკრებში, მისი დებიუტი შეიძლებოდა შემდგარიყო ლისაბონში პორტუგალიასთან დაპირისპირებისას 1922 წლის 17 დეკემბერს. ის მზად იყო სათამაშოდ, მაგრამ მწვრთნელმა ხულიან რუნტემ არ მისცა ამის საშუალება. "მე ვიყავი გაკვირვებული, როდესაც ისინი მიძახებდნენ ნაკრებში, მაგრამ კიდევ უფრო მიკვირდა ის, რომ არ მათამაშებდნენ..." აცხადებდა სანტიაგო ბერნაბეუ. მის მაგივრად ლისაბონში დებიუტი ჰქონდა ასევე "რეალის" ფეხბურთელ - მონხარიდონს. მისი დებიუტი წარმატებული გამოდგა, მან გაიტანა გადამწყვეტი გოლი პორტუგალიელებთან (2-1), შემდეგ თამაშში ფრანგების წინააღმდეგ კი დუბლით გამოიჩინა თავი (3-0).

1923 წელს "მადრიდი" იძულებული გახდა დაეტოვებინა "o’donell"-ის სტადიონი, რადგან საჭირო იყო უფრო დიდი ტევადობის მოედანი, ამიტომ გუნდი გადავიდა "სიუდად ლინეალის" მოედანზე, სადაც მათ პირველად ითამაშეს ბალახის საფარიან მოედანზე. ეს სტადიონი მდებარეობდა მადრიდის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონში ანუ შორს იმ ადგილიდან სადაც ძირითადად იყვნენ გუნდის გულშემატკივრები, ამიტომ მოედანი თითქმის არცერთ თამაშზე არ ივსებოდა. კლუბის მესვეურები მალევე მიხვდნენ დაშვებულ შეცდომას და მიიღეს გადაწყვეტილება აშენებულიყო ახალი "საფეხბურთო ტაძარი".

"ჩემარტენის" აშენება 1924 წელს ჩანდა როგორც შეუძლებელი წამოწყება, მაგრამ ეს ნამდვილად იყო დიდი ნაბიჯი მომავლისკენ. სტადიონის გახსნაზე 1924 წელს, "რეალი" შეხვდა "ნიუკასლს" და დაამარცხა ინგლისელები 3-2, 15 000 მაყურებლის წინაშე. "ჩემარტენის" პროექტი ეკუთვნოდა ყოფილ ფეხბურთელს, პეპე კასტელს. 1947 წელს "სანტიაგო ბერნაბეუ" აშენდა სწორედ "ჩემარტენის" ადგილზე.

ბიზნესმენმა ენრიკე ალკარეზმა დააფინანსა "რეალის" პირველი მოგზაურობა ფეხბურთის სამშობლოში, ინგლისში. სამივე მატჩი "ნიუკასლის", "ბირმინგემისა" და "ტოტენჰემის" წინააღმდეგ "რეალმა" წააგო (1-6; 0-3; 2-4), მაგრამ მიუხედავად ამისა ინგლისურმა პრესამ მაინც შეაქო ესპანური ფეხბურთის სტილი და ტალანტი.

"რეალის" ფორმა 1925-1926 წლების სეზონამდე იყო თეთრი, შემდეგ თეთრი შორტები შეიცვალა შავით. ამას მოჰყვა ცუდად ჩატარებული მატჩების სერია, რამაც პრეზიდენტი პედრო პარახესი მიიყვანა იმ დასკვნამდე რომ შავ შორტებს მოაქვთ წარუმატებლობა და ისევ თეთრით შეცვალა ისინი.

1926 წელს სანტიაგო ბერნაბეუ დაინიშნა "რეალის" მწვრთნელად მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ლუის ურკიხომ თანამდებობიდან გაანთავისუფლა ხუანიტო კარსერა. ბერნაბეუსთან ერთად გუნდს ავარჯიშებდა პედრო ლორენტე. სანტიაგო ბერნაბეუ 1932-1933 წლებში ერთი თვით კიდევ იყო "რეალის" მწვრთნელი, ლოპო გერტცის წასვლის შემდეგ, რობერტ ფიორსტის მოსვლამდე.

პირველმა ამერიკულმა ტურნემ "რეალს" მოუტანა დიდი წარმატება არგენტინაში, ურუგვაიში, პერუში, კუბაში,მექსიკაში, და ამერიკის შეერთებულ შტატებში. სამი თვის განმავლობაში ისინი მოგზაურობდნენ ორ კონტინენტზე, მოიგეს 16 შეხვედრა. ხოსე გარსია ეკხანიზი იყო პასუხისმგებელი ამ ტურნეზე, გუნდის წარმომადგენელი კი იყო სანტიაგო ბერნაბეუ.

"ბლანკოსი" 10 მატჩის განმავლობაში ინარჩუნებდა პირველ ადგილს ჩემპიონატში და იქმნებოდა შთაბეჭდილება რომ ისინი იოლად მოიგებდნენ ჩემპიონის ტიტულს. "რეალს" სეზონის დასასრულს გადაასწრო "ბარსელონამ", მაგრამ მათ ლიდერობა დაიბრუნეს ბოლოს წინა ტურში, დაამრაცხეს რა "ბარსელონა". მიუხედავად ამ გამარჯვებისა ჩემპიონი მაინც კატალონიელები გახდნენ რადგან "თეთრები" დამარცხდნენ "სან მამესზე" ბილბაოს "ატლეტიკთან".

"რეალის" ტექნიკურ დირექტორსა და "ესპანიოლს" შორის მოლაპარაკებები დამთავრდა იმით, რომ შედგა ლეგენდარული მეკარე სამორას ტრანსფერი. ამ ტრანსფერმა გამოიწვია საერთო სახალხო აღელვება რადგან მადრიდელებმა "ესპანიოლს" გადაუხადეს იმ დროისათვის ასტრონომიული თანხა 150 000 პესეტი(900 ევრო). სამორას დებიუტი ჰქონდა 1930 წლის 5 დეკემბერს მადრიდის "ატლეტიკოსთან".

მოგზაურობის წყურვილმა შეიპყრო "თეთრების" ერთ-ერთი ფეხბურთელი გასპარ რუბიო, გენიალური თავდამსხმელი 30-იან წლებში. ის ორ მეგობართან ერთად დაჯდა კუბისკენ მიმავალ ხომალდზე და კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა. ერთხელ კარიბის კუნძულებზე რუბიო შეურთდა "იუვენტუდ ასტურიანას", მაგრამ "რეალმა" ამის შესახებ აცნობა ფიფას და მან აუკრძალა რუბიოს თამაში. ამის შემდეგ იგი გაემართა მექსიკაში რომელსაც ფიფასთან არანაირი შეხება არ ჰქონდა. 1932 წლის 10 აპრილს მოგზაურობა დასრულდა და იგი მადრიდში დაბრუნდა. იგი დააბრუნეს გუნდში მაგრამ მალევე გაყიდეს მადრიდის "ატლეტიკოში".


No comments:

Post a Comment