Monday, July 11, 2011

ის რა ყველაზე ძალიან მიყავრს. (კლუბის ისტორია) - 1900 - 1910 ...

1897 წლის დასაწყისში "libre de ensenanza"-ს სტუდენტებმა ჩამოაყალიბეს საფეხბურთო გუნდი რომელსაც "sky football club" უწოდეს. ეს იყო მადრიდის "რეალის" წინამორბედი. 

არაოფიციალურად ჩამოყალიბებულ საფეხბურთო კლუბ "მადრიდს" წრთვნიდა ხულიან პალასიოსი. ეს გუნდი სულ 50 კაცისგან შედგებოდა.

პირველი მოედანი სადაც "მადრიდი" თამაშობდა მდებარეობდა "velazquez" ქუჩაზე. ხოლო მეორე მოედანი სადაც ისინი გადავიდნენ მდებარეობდა კორიდის მოედნის გვერდით. ამ მოედანზე ხშირად იმყოფებოდა დედოფალი მარია კრისტინა. კლუბი იჯარაში იხდიდა 150 პესეტს წელიწადში, ფეხბურთელებს, იმის გამო, რომ გასახდელი არ ჰქონდათ, ფორმების ჩაცმა საპირფარეშოში უწევდათ.

1902 წლის 6 მარტს გუნდის მესვეურების მორიგი შეკრებისას ოფიციალურად შეიქმნა "საფეხბურთო კლუბი მადრიდი". 18 აპრილს გუნდის საბჭომ შეიმუშავა კლუბის წესდება, რომელიც 3 თავისა და 22 მუხლისგან შედგებოდა. 1902 წლის 22 აპრილს პროვინციის გუბერნატორმა ხოსე სანჩეს გუერამ თანხმობა მისცა საბჭოს გუნდის შექმნაზე.

ალფონსო XIII-ის ტახტზე ასვლის საპატივცემულოდ, 1902 წლის მაისში, მადრიდის სტადიონ "იპოდრომზე", ლუიზა ბერმენილოს ინიციატივით რომელიც მუშაობდა სამეფო ოჯახში, გაიმართა ესპანეთის პირველი ჩემპიონატი. ამ ტურნირს ორგანიზება ქალაქის თავმა და მოსამართემ, ალბერტო აგილერამ გაუკეთა. მან პრიზად დააწესა ვერცხლის თასი. ტურნირში 5 გუნდი მონაწილეობდა - "მადრიდი", "ბარსელონა", "ესპანიოლი", "ბასკეთის ნაკრები" (მომავალი ბილბაოს "ატლეტიკი"), და მადრიდული "new football club", რომელიც ძირითადად იმ ფეხბურთელებისაგან შედგებოდა რომლებიც "მადრიდის" ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდებოდნენ. გამარჯვებული გახდა "ბასკეთის ნაკრები" რომელმაც ფინალში "ბარსელონას" სძლია 2-1.

ამ ტურნირში პირველად გაიმართა ”მადრიდი - ბარსელონას” შეხვედრა. მაშინ "ბარსელონამ" გაიმარჯვა ანგარიშით 3-1. ეს გამარჯვება "ბარსელონას" შემადგენლობაში მოთამაშე 6 უცხოელის დამსახურება იყო. გოლი "მადრიდის" შემადგენლობიდან ჯონსონის ანგარიშზეა, რომელმაც შეამცირა ანგარიშის სხვაობა 1-მდე. ამის შემდეგ კარგი შანსი გაუშვა ხელიდან პალასიოსმა. ბოლოს კატალონიელებმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს. მეორე ნახევარფინალში "ბასკეთის ნაკრებმა" გაანადგურა "new football club" ანგარიშით 8-1. "მადრიდმა" დაიკავა მესამე ადგილი მოუგო რა "ესპანიოლს" 3-1. საინტერესო ფაქტია ის რომ, "მადრიდის" პრეზიდენტი მსაჯობდა გადამწყვეტ მატჩს "ბასკეთის ნაკრებსა" და "ბარსელონას" შორის.

ალფონსო ალბინეზ ჯორდანი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელიც გადავიდა "ბარსელონადან" "მადრიდში". 1902 წლის 23 მაისს გაზეთებმა დაადასტურეს ეს ტრანსფერი შემდეგი სიტყვებით: "ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ მისტერ ალბინეზი რომელიც იყო "ბარსელონას" ფეხბურთელი შეუერთდა საფეხბურთო კლუბ "მადრიდს"".

"მადრიდი" მიწვეული იქნა ”el escorial“-ის აღსანიშნავ ტურნირზე. პროგრამის ნაწილი იყო შეხვედრა ”მადრიდსა” და ”მონკლოას” შორის. 1902 წლის 11 აგვისტოს მონასტერის წინ შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 6-5 მადრიდის სასარგებლოდ. გამარჯვებული დააჯილდოვეს ორი კერამიკული თასით, რომელიც არის კლუბის პირველი მოპოვებული ჯილდო.

კარლოს პადროსი, "მადრიდის" პრეზიდენტი 1904-1908 წლებში, იყო ესპანეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ასევე მადრიდის ჩემპიონატის ორგანიზატორი და "federation internatinale de football association"-ის (ფიფა) წევრი 1904 წელს.

როგორც საფეხბურთო კლუბ "მადრიდის" პრეზიდენტი, კარლოს პადროსი გრძნობდა ქალაქ მადრიდის ჩემპიონატის ჩამოყალიბების აუცილებლობას, რომელიც პირველად 1904-1905 წლებში შედგა. ეს ტურნირი სულ 9-ჯერ ჩატარდა და საფეხბურთო კლუბმა "მადრიდმა" იგი 5-ჯერ მოიგო.

1905 წლის 18 აპრილს, მადრიდის სტადიონ "რეტორზე" თასის ფინალში "საფეხბურთო კლუბი მადრიდი" შეხვდა თასის ორგზის მფლობელ ბილბაოს "ატლეტიკს". ერთადერთი გოლი მატჩის 70-ე წუთზე პრასტომ გაიტანა. ამ გამარჯვებით "თეთრებმა" მოიგეს პირველი ოფიციალური ტიტული.

"ბლანკოსმა" გაუკეთა ორგანიზება ამხანაგურ შეხვედრას ფრანგულ "გალთან", საფრანგეთის პრეზიდენტის მადრიდში ვიზიტის აღსანიშნავად. მატჩი შედგა 1905 წლის 23 ოქტომბერს და იგი 1-1 დასრულდა. ეს იყო პირველი საერთაშორისო მატჩი რომელიც ქალაქ მადრიდში გაიმართა.

ესპანეთის ჩემპიონატი "საფეხბურთო კლუბმა მადრიდმა" ზედიზედ 4-ჯერ მოიგო (1905, 1906, 1907, 1908 წლებში). ისინი ოთხი წლის განმავლობაში იდგნენ ესპანური ფეხბურთის მწვერვალზე.

1909 წლის 4 იანვარს შეიკრიბნენ ესპანური კლუბების წარმომადგენლები და ჩამოაყალიბეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია. "მადრიდის" პრეზიდენტმა ალფონსო მელენდესმა მოაწერა ხელი მის ჩამოყალიბებას. 1909 წლის 11 ნოემბერს ქალაქ მადრიდში, ოფიციალურად გაფორმდა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის შექმნა.

ხოსე ანხელ ბერაონდო თამაშობდა მნიშვნელოვან როლს იმ წარმატებაში რასაც "მადრიდმა" 1905-1908 წლებში მიაღწია. ის იყო ერთდროულად, მოთამაშე, ვიცე პრეზიდენტი და დროებითი პრეზიდენტიც კი. 1909 წელს იგი დაბრუნდა მშობლიურ ქალაქ სან სებასტიანში და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ჩამოაყალიბა საფეხბურთო გუნდი "რეალ სოსიედადი".

1910 წელს "ბლანკოსმა" დატოვა პრიმიტიული მოედანი რომელიც "barllring"-ის მოედანზე მდებარეობდა, რათა გადასულიყვნენ "o’donnell"-ის მოედანზე, რომელიც მდებარეობდა "narvaez, o’donnell, duque de sesto და fernan gonzalez"-ის ქუჩებს შორის. "მადრიდი" იჯარაში იხდიდა 1000 პესეტს (6 ევრო) თვეში. მოედანი იყო 115 მეტრი სიგრძის და 85 მეტრი სიგანის. ორი წლის შემდეგ, 1912 წელს კლუბმა მოედანს მესერი შემოავლო. ამ დროს შეიქმნა კლუბის პირველი ემბლემა რომელიც გუნდს ჰქონდა 1931 წლამდე.

No comments:

Post a Comment