დილა იწყება ცნობისმოყვარეობით და მოწყენილობისგან გაქცევის სურვილით. ეს ორი გრძნობა მომენტალურად ირთვება ტვინში, როგორც კი მაღვიძარა დარეკავს და რაიმე საქმის დასაწყისს გამცნობს. ცნობისმოყვარეობა ადამიანის უფრო ხშირად, ყველაზე ეწყინარი ნაკლია. უფრო მეტიც, ხანდახან ერთ–ერთი ყველაზე მთავარი ღირსებაა! ის ადამიანს ბევრ რამეს აიძულებს, მათშორი აიძულებს გაემგზავროს უცხო მიწაზე, თუნდაც თავი საფრთხეში ჩაიგდოს, მაგრამ სამაგიეროდ შეიცნოს ახალი რამ. ახალი ქვეყანა, მისი ღირშესანიშნაობები და თუნდაც როგორც იტყვიან ,,ჩაისუნთქოს იქაური ჰაერი’’. სწორედ ამ ცნობისმოყვარეობამ გააცნო ,,ჯორჯია’’ მსოფლიოს, რომელიც აქამდე მხოლოდ ამერიკასთან ასოცირედბოდა, როგორც შტატი, ახლა თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყანამ იცის ,,ჯორჯია’’, როგორც ქვეყანა და ეს საქართველოა.
საბოლოოდ ადამინს საკუთარი ცნობისმოყვარეობა ამოძრავებს. ერთხელ აინშტაინს ჰკითხეს, თუ რა ედო საფუძვლად მის გენიალურ აღმოჩენებს. აინშტაინმა უპასუხა, რომ ამის მიზეზი ის იყო, რომ მან ზრდასრულობაშიც შეინარჩუნა ბავშვის ცნობისმოყვარეობა.
ცნობისმოყვარეობის შენარჩუნება შესაძლებელია, მაგრამ ზოგშემთხვეაში ვერ ვიხსენებ, რომ მას დადებითი შედეგი მოჰყოლოდეს, თუმც აინშტაინის შემთხვევის არ იყოს, შეიძლება ისეთს წააწყდე ან აღმოაჩინო რაც კაცობრიობას შეცვლის.
ცნობისმოყვარეობა ადამიანის განუყრელი თვისებაა და ის ადამიან ბევრ რამეში უწყობს ხელს, თუნდაც მეცნიერების ან ტურიზმის განვითერებაშიც კი. ცნობისმოყვარეობის გამო გაჩნდნენ ტურისტები, არქეოლოგები და კიდევ მრავალი საცნობისმოყვარეო პროფესიები...
ცნობისმოყვარეობა საერთოდ პროგრესის მამოძრავებელი ძალაა, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ცუდიც იყოს.
რა არის ცნობისმოყვარეობა? სენი თუ ადამინაის განუყრელი ნაწილი?
პასუხი ალბათ ორივეა სენიც და განუყრელი ნაწილიც.
და ბოლოს ევამაც ხომ სწორედ ცნობისმოყვარეობის გამო შეჭამა აკრძალული ხილი.
No comments:
Post a Comment