Wednesday, June 17, 2015

დამსხვრეული სტერეოტიპები


 ეს დღეები ვფიქრობ , რომ ძალიან კარგი მაგალითი ვანახეთ მთელს მსოფლიოს, ჩვენს ქვეყანას, ერს , მშობელს, რომ ,,გადაჯიშებული" თაობა არ ვართ. მეტი შეგვიძლია, თუმცა შესაძლებლობები გვაქვს პატარა. მოტივაცია თუ გაქვს შესაძლებლობა არ გაქვს, თუ გაქვს შესაძლებლობა მოტივაცია არ გვაქვს. საზოგადოება იმ დონეზეა პოლიტიკურ თემებში შეჭრილი, აჭრილი, შევარდნილი ბოლო ბოლო, რომ ერთმანეთის დაჭმის გარდა არაფერი გვახსოვდა. რა იყო მნიშვნელოვანი სწორედ ეს დავივიწყეთ. დავივიწყეთ თუ როგორები ვიყავით, როგორ გვჯეროდა ერთმანეთის, წარმატების, მეგობრობის, სიყვარულის, მეზობლობის.  სამწუხარო ისაა, რომ  ყველა სათავისოდ იყენებს სიტუაციას, იმას წაუცდება ფეხი ის გამოვარდება,  ,,ის"  წაუცდება ფეხი ,,იმას" გამოვარდება. ტყეში მგონია თავი სადაც ,,დროშობანას" ვთამაშობთ მოსახლეობა ....
ვიჯექი და  ვფიქრობდი რამდენ უაზრობების განხილვაში, აკრძალვებში და რაღაც სისულელეებში ვხარჯავთ დროს და დრო ასე ცოტა გვაქვს. სულ ერთი წამია სიცოცხლე და ის ერთი წამიც არ გვეცალა ერთმანეთისთვის. გამარჯობა გვეზარებოდა ერთმანეთისთვის. ლიფტში, რომ მეზობელი გეზარება ნეტა მის შემოსვლამდე მომესწრო ჩასვლა ფიქრები, რომ გაწუხებს. გალაქტიკის იმ მეზობლებს დავემზგავსეთ, რომლებსაც მილიონობით წელი აშორებს ერთმანეთთან.
სულ დამცინიან, როდესაც ვიძახდი არის გვირაბის ბოლოს ნათელი. მაინც ვარდისფერია ცხოვრება. მაინც ჭიკჭიკებენ ჩიტები და ხარობენ გვირილები. ხშირად მომდის კამათი იმაზე, რომ ვარ იმედიანად, მჯერა სიკეთის, მჯერა გამოსწორების, მჯერა კეთილსინდისიერების. არსებობენ ადამიანები, რომელთა ადამინობა არ ჩანს , მაგრამ ვხედავ. სულ დამცინოდნენ და მსაყვედურობდნენ მასეთებთან რა გესაქმებაო. მაგრამ ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ სწორედ მასეთები გადაგვარჩენდნენ, ისინი აფრქვევდნენ სიკეთეს და სწორედ მასეთები მოვიდნენ დასახმარებლად. მართლა პარალელურ სამყაროში მეგონა დღეს თავი. მეგონა მე გამოვიგონე, მაგრამ ის ჯანსაღი შეძახილები, დიალოგები ხომ არ გამომიგონია ხომ მართლა იყო, რომელთაც სხვები იძახდნენ :
- ჯიგარო სიგარეტი ხო არ გინდა?
-ორი ამოიღე თუ გინდა ძმა.
იქ სადღაც მანქანამ დააპიპინა:
- მოდი გაგიყვან სადაც გინდა დაღლილი იქნები.
–დაგარეკინებ გინდა ?
– დღეს ველოსიპედით რო მივდიოდი, ზებრაზე მანქანამ გზა დამითმო, და მაგის გვერდიდან მოძრავმა მანქანამაც დამითმო გზა, არ გამიტანა.
– სამარშუტო ტაქსებში კონდიცირება  ჩაერთოთ და არცერთი მგზავრებს ფეხზე არ იდგა , დაღლილები ხართ, დაისვენეთო.
– ვაგონიდან ჯერ გამოგვიშვეს და მერე დაიწყეს შემოსვლა. ორივე ხაზზე.  –მოხალისეებმა ბუტერბროტები მოგვიტანეს, დაგვაპურეს.
–ვიღაც ბიჭია წასული იყიდის ხელთათმანებს დაელოდეთ ხელები გეტკინებათ.
–ბიჭებმა დღეს იმდენი დიდი ხეები და მორები ზიდეს. ა.შ. უამრავი შემიძლია დავწერო, ჩამოვთვალო ჩემი საკუთარი და სხვისი მაგალითები ერთიანობის.
ერმა სამ დღეში მენტალური ევოლუცია განიცადა და მე მექნება სურვილი, რომ ეს არ ყოფილიყოს ერთჯერადი. თურმე შეგვძლებია, რომ ვიყოთ  კარგები , უბრალოდ ძალიან გვიჭირდა ამის დანახვა და გაგება. იცით რატომ იმიტომ, რომ გვიჭირს ერთმანეთს ჩავხედოთ თვალებში, მივესალმოთ , გავუღიმოთ ერთმანეთს.  მიხარია, რომ დაირღვა ისე სტერეოტიპი თითქოს და წყალწაღებული თაობა ვართ, გარყვნილი და ფეხებზე მკიდია. ჩვენ ბევრი საერთო გვაქვს.  ჩვენ ყველანი ერთმანეთის ნაწილები ვართ!!!

No comments:

Post a Comment