Sunday, June 14, 2015

ერთი ეზოს ბავშვები

მახსოვს ის დღე რაიონიდან, რომ წამოვედი. გული საშინლად  მწყდებოდა . ყელში ბურთი მქონდა გაჩხერილი მთელი გზა.   საშინელ ტკივილს ვგრძნობდი ყელის არეში.
... პატარა რაიონი იყო. ბნელი რაიონი. სადაც ერთი ეზოს ბავშვებივით ვიზრდებოდით ყველანი.  ბნელი რაიონის, განათებული ეზოს ბავშვები ვიყავით ჩვენ.
... პატარა ეზოში სიტუაცია ყველამ კარგად იცის რა მეგობრული გარემოა. ყველა ყველას იცნობს და ენდობა. ოჯახები თაობები მეგობრობენ, დედები ,,კლასელობენ", მამები კი თანამშრომლობენ.  გამარჯობა ყველას ახსოვს, მისვლა მოსვლაც ადვილია.
... სწორედ ამ ეზოს ბავშვობა გვაკავშირებს ჩვენ პატარა რაიონის ბავშვებს. თბილისში,   რომ ჩამოვედი ვისაც კი ჩემი რაიონიდან ვნახავდი ჩამოსულს ყველა მიხაროდა.  მნიშვნელობა არ ჰქონდა დიდი ხნის მეგობრები ვიყავი თუ 2 დღის წინ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენი ეზოს მეგობრობა გვაკავშირებდა ან ეზოს მეგობრების მეგობრობა.
პატარა ქალაქის თავისებურება სწორედ  ისა, რომ ყველა მეგობარია და ახლობელი.  ადვილად გაგახარებს, ასევე ადვილად გატკენს  გულს.
... ,,ბავშვობანას" დასრულება ალბათ არავის არ უნდა და ჩვენ ყოველი ზაფხულის პერიოდში ,,ბავშვობანა " გვქონდა, თავისი მუდმივი თამაშობებით და თავყრილობებით.
სწორად გადაწყვიტა ცხოვრებამ, როდესაც ამ ეზოში შეგვყარა ჩვენ გზა აბნეული სხვადასხვა სულები. ერთმანეთის ლანდის მცველებად, სწორედ ეთმანეთი მიგვიჩინა ყარაულებლად.
...თუმცა ადვილადაც გვაშორებს ცხოვრება ერთმანეთს. გვტაცებს, გვაგლეჯს სურვილებს, რომ   რთულია გაუშვა შენი ცხოვრებიდან, შენი ნათელი ეზოდან ბავშვობა, და მოგონებები იმ ბავშვებთან ვისთანაც სკოლის პერიოდიდან მოყოლებული თუნდაც ერთი დღე გაგიტარებია.
... ჩაბნელდა  ჩვენი  ეზო.  დაკარგა ის სილამაზე რადგან ჩვენი ეზოს სილამაზეს ის კარგი ადამიანები წარმოადგენდნენ, რომელთაც ვეღარ შევეხებით, ვერ ვაკოცებთ, ვერ ჩავეხუტებით, არამედ უბრალოდ გავიხსენებთ.
მინდა მჯეროდეს, რომ   უკეთესი ეზო დაგხვდათ, ბევრად ლამაზი და ნათელი, ვიდრე მე თქვენთვის მემეტებოდა.

No comments:

Post a Comment